ნინო ქეთელაური
11.05.2017

 საცურაო კომპლექს "ლაგუნა ვერეს" ბედი ისევ გაურკველია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გვერდის მიხედვით, 2013 წელის სექტემბერში იჯარის უფლების წამოშობის რეგისტრაციაში, დაინტერესებულ პირად სს "ბანკი ქართუ" არის მითითებული, ხოლო 2017 წლის მაისის მონაცემებით, გადამხდელის შესახებ ინფორმაციაში, "ლაგუნა ვერე" რეგისტრირებული არ არის.

თეო გუდავაძე
11.05.2017

 საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდა, რომელიც ყველა ტიპის შენობაში მოწევის სრულ აკრძალვას ითვალისწინებს. კაფეებში, სალონებსა და სასტუმროებში მოწევა პირველი ივლისიდან აიკრძალება. ჯარიმები საკმაოდ მაღალია და ხალხი ფიქრობს, რომ პირველ ეტაპზე ეს არასწორია და ასე უცებ ყველაფერთან შეგუება ძალიან რთული იქნება.

მარი ჩიტაია
11.05.2017

 ფასანაურში, ხანდოს ხეობაში მოსახლეობა ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას აპროტესტებს. ადგილზე სამშენებლო ტექნიკის მობილიზება ადგილობრივების წინააღმდეგობის გამო შეუძლებელი გახდა. ხალხი ფიქრობს, რომ პროექტის განხორციელება ხეობაში ეკოლოგიურ პრობლემას შექმნის, მთავრობა კი ახალი მეთოდოლოგიის შემუშავებას აპირებს, რის შემდეგაც სამუშაოების დაწყება იგეგმება.

გვანცა ღვედაშვილი
11.05.2017

 შრომითი უსაფრთხოება და ინსპექტირება კვლავ მოუგვარებელ პრობლემას წარმოადგენს. პროფესიული კავშირების გაერთიანება და არასამათვრობო სექტორი წლებია, ხელისუფლებისგან შესაბამისი კანონის მიღებას ითხოვენ. თავის მხრივ, მთავრობაც აღიარებს, რომ შრომით კანონში, ინსპექტირებასა და სანქციებთან დაკავშირებით ხარვეზები არსებობს და აცხადებს, რომ საშემოდგომო სესიის დროს პარლამენტი მიიღებს კანონს, რომელშიც კონკრეტულად და ნათლად იქნება განსაზღვრული როგორც ინსპექტირების ვადები, ისე შესაბამისი სანქციები.

ია აბულაშვილი
11.05.2017

 მოსკოვთან ახლოს არის ქალაქი კრასნოგორსკი, სადაც საკავშირო კინოარქივი ინახება, ძირითადად - მეორე მსოფლიო ომის თემაზე გადაღებული ფილმები და დოკუმენტური მასალა. როგორც ამბობენ, ომის დროს ბერიას ხელმძღვანელობით იქმნებოდა კინორეპორტიორების სპეციალური ბრიგადები, რომლებიც მისი დავალებით ფრონტზე მიდიოდნენ და ომის კადრებს იღებდნენ.

მარი ჩიტაია
10.05.2017

 დედამიწაზე მოსახლეობა გაცილებით მაღალი ტემპით მატულობს, ვიდრე მოსავლიანობა. ეს ნიშნავს, რომ რამდენიმე ათეულ წელიწადში მსოფლიოს შიმშილი ემუქრება. გაერო-ს კვლევებში ამ პრობლემას საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს. იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია არ შეიცვლება, 30 წლის შემდეგ შიმშილობის წინაშე ყოველი მეორე ადამიანი იქნება. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, საქართველოში მასობრივი შიმშილი მოსალოდნელი არ არის, მაგრამ ამისთვის აგრარული სექტორი უნდა განვითარდეს.

გვანცა წულაია
10.05.2017

  "ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულებმა გუშინ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან კარვების გაშლა სცადეს, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.

ნინო ქეთელაური
10.05.2017

 "არასასურველობისა" და საზღვარზე არშემოშვების მიუხედავად, რუსი ბაიკერების, "ღამის მგლების" ორმა წევრმა საქართველოში 9 მაისის დღესასწაულზე დასწრება მაინც მოახერხა. თუმცა "რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული კავშირის" ხელმძღვანელი ირაკლი ყიფიანი, რომელიც მათი მასპინძელი უნდა ყოფილიყო, "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებდა, რომ შემოსული ბაიკერები იმ ჯგუფის წევრები არ არიან, ვისთანაც მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

ია აბულაშვილი
10.05.2017

 მეორე მსოფლიო ომის თემაზე უამრავი ფილმია შექმნილი, მაგრამ ჯარისკაცის მამის ისტორიაზე გადაღებული ქართული ფილმი კინოკლასიკად იქცა და საერთაშორისო კინოფესტივალებზე მრავალი ჯილოდო და პრემიაც დაიმსახურა.

ნინო ქეთელაური
10.05.2017

 რამდენიმე გარემოვაჭრე მეტრო "სამგორის" ჩასასვლელთან გვიან ღამით ისევ გამოჩნდა. როგორც ისინი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებენ, სოფლიდან ჩამოტანილი ხილი და ბოსტნეული აქვთ, რომელსაც ისედაც დაბალ ფასში ყიდიან და ბაზრის გადასახადის გადახდას ვერ შეძლებენ.

მარი ჩიტაია
09.05.2017

   პარფიუმერიული ნაწარმის უმეტესობა ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს არის ნელი მოქმედების ნაღმი, რომელმაც დროთა განმავლობაში ადამიანის სიკვდილიც კი შეიძლება გამოიწვიოს. მრავალ კოსმეტიკურ პროდუქტში შემავალი ინგრედიენტები - ფტალატები და პარაბენები ჯანმრთელობისთვის საშიშია. ისინი კანთან კონტაქტისას უარყოფითად მოქმედებენ ღვიძლზე, თირკმლებზე, იწვევენ ალერგიულ რეაქციას, აღიზიანებენ კანს, ასუსტებენ დაცვით ფუნქციებს და შეუძლიათ სარძევე ჯირკვლის კიბოს გამოწვევა.

გვანცა ღვედაშვილი
09.05.2017

 რიყე-ნარიყალას საბაგიროთი მგზავრობის ღირებულება 2,5 ლარი გახდება, ამასთან, გაუქმდება მანამდე არსებული შეღავათები სოციალურად დაუცველებისა და სტუდენტებისთვის.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×