მარიამ ელიაშვილი 15.05.2017
8 მაისს ბალტიმორში, მერილენდში, ოფთალმოლოგთა ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე ქირურგებმა დისტანციურად კონტროლირებადი რობოტის მიერ თვალზე ჩატარებული ოპერაციების შედეგები წარადგინეს. მომხსენებლის თქმით, ექსპერიმენტები წარმატებით დასრულდა.
|
მარიამ ელიაშვილი 15.05.2017
"ჩვენ დავტენით მობილურებს 5 წუთში", - განაცხადა ებრაული კომპანია "სთორდოთის" აღმასრულებელმა დირექტორმა მაიერსდოთმა ლას-ვეგასის ტექნოლოგიურ შოუზე თავიანთი ახალი პროდუქციის წარდგენისას. მისივე თქმით, ნაწარმი გასაყიდად 2018 წლიდან ჩაეშვება. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იტყობინება.
|
მამუკა ნაცვალაძე 15.05.2017
ძველი ეგვიპტური კულტურა და ტრადიციები ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას იტევს. ახალ-ახალი არქეოლოგიური აღმოჩენებით თანდათანობით ნათელი ეფინება იდუმალებით მოცულ მოვლენებს, მაგრამ ასეთი სიახლეებითა და აღმოჩენებით ხშირად არ გვანებივრებს განგება. მიუხედავად ამისა, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ძველი ეგვიპტე არის ის კულტურული სივრცე, სადაც გამორჩეულად პატივს სცემენ საკუთარ წარსულს. ამ მხრივ განსაკუთრებულად ნიშანდობლივი რამსესიდების მმართველობის ხანაა.
|
ნათია ლომიძე 13.05.2017
საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასი მარეგულირებელ კომისიებშია. მათი წევრები 1 თვის განმავლობაში იმდენს იღებენ, რამდენსაც საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანი მთელი წლის განმავლობაში. საქართველოში 30 ყველაზე მაღალანაზღაურებად თანამდებობას შორის პირველ ხუთეულში 4 მარეგულირებელი კომისიის წევრია. ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ მათი სახელფასო განაკვეთი უაზროდ მაღალია და საჭიროზე 3-ჯერ მეტს იჯიბავენ.
|
სოფო ჩხიკვაძე 13.05.2017
დედაქალაქში ბოლო ერთი თვის განმავლობაში თითქმის ყველა მომსახურება გაძვირდა: სალონის მომსახურება, სასტუმროსა და ტურისტული სააგენტოს სერვისი. ასევე ფასმა მოიმატა სტომატოლოგიურ კლინიკებშიც. გაძვირება შესამჩნევია რესტორნებსა და ბავშვთა სადღესასწაულო ცენტრებშიც. მოსახლეობის უმეტესობა ამ ყველაფრის გამო უკმაყოფილოა.
|
მამუკა ნაცვალაძე 13.05.2017
ისტორიაში არაერთხელ შეგვხვედრია ფაქტი - ამა თუ იმ ხელისუფალს, საკმაოდ ფასეულსა და ქვეყნის სასიკეთოდ დამაშვრალს, მემკვიდრის - უფრო წარმატებული ხელისუფლის წყალობით ვერ მოუპოვებია პოპულარობა და ისტორიის ანალებს სწორედ საკუთარი შვილის ჩრდილქვეშ მყოფი შემორჩენია.
|
ია აბულაშვილი 13.05.2017
ქართული სპორტის ისტორიაში 1981 წლის 13 მაისი ოქროს ასოებით ჩაიწერა. ამ დღეს თბილისის "დინამომ" ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიპოვა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ დიუსელდორფში ქართველმა ფეხბურთელებმა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბი, იენის "კარლ ცაისი" ანგარიშით 2:1 დაამარცხეს. გოლები კი ვლადიმერ გუცაევმა და ვიტალი დარასელიამ გაიტანეს.
|
თიკო ოსმანოვა 12.05.2017
თურქეთში წყალსაცავის დაცლის და პარალელურად საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო დღეებში მოსული ინტესიური ნალექების გამო მდინარე მტკვრის დონე 50-60 სმ-ით მოიმატებს. თუმცა, სპეციალისტების მტკიცებით, მოსახლეობას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება, რადგან უქმეებზე ნალექების შემცირებს ელოდებიან. გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ჯგუფი მდინარე მტკვრისა და ხევთისის ტერიტორიაზე საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
|
გვანცა ღვედაშვილი 12.05.2017
სკოლის მოსწავლეებს რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობისა და უფლებების ძირითად საკითხებთან დაკავშირებით სემინარები ჩაუტარდებათ. აღნიშნული რეკომენდაცია პარლამენტს ომბუდსმენმა მიაწოდა, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმაც გაიზიარა.
|
მარიამ ელიაშვილი 12.05.2017
ამ კვირაში ტყიბულის შახტში 4 ახალგაზრდა მაღაროელი დაიღუპა. მათი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით თბილისსა და ქუთაისში საპროტესტო აქციები მოეწყო.
|
გვანცა წულაია 12.05.2017
18 მაისს საქართველოში არაოფიციალური დღესასწაული - ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება. გაიმართება გამოფენები, კონცერტები და ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილ რიგით მოქალაქეთა მსვლელობები.
|
გვანცა ღვედაშვილი 11.05.2017
"ჰაერის დაბინძურების გამო კომპანიებისთვის დაკისრებული ჯარიმები არაეფექტურია, რადგან თანხა საკმაოდ დაბალია, შესაბამისად, კომპანიებისთვის ასატანია და ისინი რეალურად მდგომარეობის გაუმჯობესებას არც ფიქრობენ", - აღნიშნული განცხადება ეკოლოგმა და "დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა ლაშა ჩხარტიშვილმა "რეზონანთან" რუსთავში ჰაერის დაბინძურებისთვის ქარხნების დაჯარიმებასთან დაკავშირებით გააკეთა.
|