მარი ჩიტაია
09.05.2017

 რეგიონებში წყლის ხარისხთან დაკავშირებით პრობლემებია. განსაკუთრებით რთულია ვითარება მთიან რაიონებსა და სოფლებში, სადაც გაფილტვრაც არ ხდება და მოსახლეობა ყოველდღიურად ჯანმრთელობისთვის მავნე წყლის მომხმარებელია. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონების სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად ძალიან დიდი თანხა იხარჯება, პრობლემა მაინც მოუგვარებელია.

თიკო ოსმანოვა
08.05.2017

 ჰეროინი, ჰაშიში, კოკაინი, სპაი, მარიხუანა, კანაფი და ექსტაზი - ამ ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა საქართველოში უბრალო სმს-ითაა შესაძლებელი. რამდენიმე ქართველმა მომხმარებელმა ტელეფონზე "ვაიბერით" რუსულენოვანი სარეკლამო შეტყობინებაც მიიღო, რომლის ავტორიც ნებისმიერ მსურველს ნარკოტიკის შეძენას სთავაზობს.

ნინო ქეთელაური
08.05.2017

 არალეგალურად მოპოვებული ფაილების, კომპიუტერული პროგრამებისა და ა.შ. მიხედვით საქართველო მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილზეა. აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები კომპანია "მუსოს" ექსპერტებმა შეადგინეს, რომელეთა საქმიანობაც "მეკობრეობის" საწინააღმდეგო ტექნოლოგიების შემუშავებაა.

თიკო ოსმანოვა
08.05.2017

 საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას - იზრდება ხანდაზმულთა რაოდენობა, შობადობა კი მცირდება, რაც ქვეყნის ჩქარი დაბერების ტენდენციაზე მიანიშნებს. ორგანიზაცია "ქანთრიმეტერის" ინფორმაციით, რომელიც სამყაროს დემოგრაფიულ სტატისტიკას და სხვა მსგავს მონაცემებს სწავლობს, 30 წელიწადში საქართველოს გადაშენება ემუქრება.

თიკო ოსმანოვა
08.05.2017

 ლანჩხუთში, სოფელ მამათში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მშობლიურ სახლში მემორიალური მუზეუმის გახსნა იგეგმება. ადგილობრივმა საკრებულომ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თითქმის ერთხმად მიიღო. თუმცა საზოგადოებაში ამ საკითხზე ერთსულოვნება არ არის. შევარდნაძის მმართველობისას დაზარალებულ მოქალაქეთა ნაწილმა კი, შესაძლოა, ამ საკითხზე საკუთარი პროტესტი უახლოეს მომავალში საჯაროდ გამოთქვას.

მარიამ ელიაშვილი
08.05.2017

 ფარდობითობის თეორიის შექმნამ სამეცნიერო წრეებში, ფაქტობრივად, გადატრიალება მოახდინა - გაჩნდა შავი ხვრელების არსებობის იდეა. შემდეგ მართლაც დამტკიცდა, რომ ყველა გალაქტიკის ცენტრში მოთავსებულია თავისი ზომის მინიმალურ მოცულობამდე შეკუმშული მკვრივი სხეული, რომელიც ნებისმიერი ტიპის ენერგიასა თუ სხეულს "ყლაპავს".

ია აბულაშვილი
08.05.2017

 როგორც თავად რუსი ისტორიკოსები ამბობენ, საბჭოთა ისტორიაში ბევრი სამარცხვინო ფურცელია, რომელსაც საბჭოთა ისტორიკოსები ოფიციალურად არასდროს აღიარებდნენ. ერთ-ერთი ამ სამარცხვინო ფურცლებიდან არის 1939 წლის 22 სექტემბერს ქალაქ ბრესტში ჩატარებული ერთობლივი საბჭოთა-ნაცისტური სამხედრო აღლუმი მას შემდეგ, რაც გერმანიისა და საბჭოთა კავშირის ჯარები პოლონეთში შეიჭრნენ. ამ ერთობლივი აღლუმის დეტალებზე მოგვიანებით, მანამდე კი მკითხველს რამდენიმე საინტერესო ფაქტს შევახსენებთ მეორე მსოფლიო ომის დაწყების ისტორიიდან.

მარიამ ელიაშვილი
08.05.2017

 დედამიწის ქერქი ძირითადად სილიციუმის (კაჟის) მინერალებისგან შედგება (90%-ზე მეტი). იგი მდიდარია ისეთი ნივთიერებებით, როგორებიცაა მინდვრის შპატი და კვარცი, თუმცა ჯერ კიდევ სადავოა მათი დედამიწაზე წარმოშობის მიზეზები. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ამოცანის ამოხსნა სხვა პლანეტებზე სიცოცხლის არსებობის ძიებაშიც გამოგვადგება.

მარიამ ელიაშვილი
08.05.2017

 მეცნიერებმა 200 000 სინათლის წლის მანძილზე გადაჭიმული ცხელი გაზის ტალღა აღმოაჩინეს. მკვლევართა თქმით, ასეთი დიდი ზომის ტალღა (ორჯერ აღემატება ირმის ნახტომის ზომას) აქამდე არ აღმოუჩენიათ. ეს გიგანტური ობიექტი მილიარდობით წელიწადია, პერსევსის გალაქტიკათგროვის ახლომახლოს ტრიალებს.

მამუკა ნაცვალაძე
08.05.2017

 მეცამეტე საუკუნის დასაწყისიდან მსოფლიოში კიდევ ერთხელ იწყება პოლიტიკურ ძალთა გადანაცვლება, ამ ისტორიულ-პოლიტიკურმა პროცესებმა შედეგად მოიტანა მსოფლიო რუკაზე უმნიშვნელოვანესი ცვლილებები. ასპარეზზე გამოდიან მონღოლები, ახალი დამპყრობლები, რომლებიც დასავლეთით დაიძრნენ და შეძლეს კავკასიის, რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ისლამური სამყაროს დიდი ნაწილის დაპყრობა. მონღოლებმა შექმნეს მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი იმპერია.

ია აბულაშვილი
06.05.2017

 უკრაინელი ბლოგერი, ფსევდონიმით "ასკერი", ინტერნეტში ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თურქეთში დასასვენებლად მყოფ რუს ტურისტებს საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკებიდან ჩასული ტურისტების მხრიდან პრობლემები ექმნებათ.

თამარ მუკბანიანი
06.05.2017

 მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმეტესობამ იცის, თუ რა საფრთხის შემცველია ე.წ. მჯდომარე პროფესიები, ეს მოთხოვნას სულაც არ ამცირებს მსგავსი ტიპის სამუშაოზე. დასაქმებულთა ნაწილმა ცხოვრების ასეთი წესის შედეგი საკუთარ თავზეც გამოსცადა და რისკის შემცირებას ვარჯიშით და აუზზე სიარულით ცდილობს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×