ნინო ქეთელაური
30.03.2017

 2018 წლიდან მწარმოებელი ვალდებული იქნება უზრუნველყოს, რომ მის მიერ გამოყენებული შესაფუთი მასალა არ წარმოადგენდეს ნარჩენს და იყოს ისეთი სახის, რომლის გადამუშავებაც შესაძლებელი იქნება.

თეო გუდავაძე
30.03.2017

 უვიზო რეჟიმის შემდეგ ტურისტული კომპანიები სრული დატვირთვით მუშაობენ. ევროპის მიმართულებით პირველი ავიარეისების შემდეგ არანაირი პრობლემა არ ყოფილა. ამიტომ გამგზავრების მსურველთა ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. პარალელურად ევროპის ყველა ქალაქისკენ ფრენის საფასური უპრეცედენტოდ გაძვირდა. ავიაბილეთების ფასის გაორმაგების მიუხედავად, ტურისტულ კომპანიებში ყველგან რიგია. ხალხი იმდენად აღტყინებულია, რომ ბილეთის ღირებულებას ჯერჯერობით ყურადღებას არ აქცევს.

თეო გუდავაძე
30.03.2017

 გაზაფხული რამდენადაც ლამაზი, სურნელოვანი და მრავალფეროვანი სეზონია, იმდენად მრავალი პრობლემა ახლავს. გაზაფხულის დადგომასთან ერთად აქტიურდება ალერგია. ამის გამომწვევი მიზეზი კი სხვადასხვა რამ შეიძლება აღმოჩნდეს. გაზაფხული სწორედ ის პერიოდია, როდესაც ალერგია მწვავდება. წელს განსაკუთრებული შემთხვევა ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. პაციენტები ისევ მცენარეების კლასიკურ ალერგიულ შეტევას და მტვერზე მგრძნობელობის გაზრდას უჩივიან.

ნათია ლომიძე
30.03.2017

 მთელი ქვეყნის მასშტაბით მსხვილფეხა საქონლის ქურდობა ძალიან გახშირდა. მოსახლეობა ამ ფაქტს ხორცის გაძვირებას უკავშირებს. სპეციალისტებიც ადასტურებენ, რომ გლეხები გასაჭირში არიან და სამართალდამცველებისგან ყურადღების გამახვილებას ითხოვენ.

მარი ჩიტაია
29.03.2017

 თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი მკვეთრად გაიზარდა. საქართველოდან ევროპის ქვეყნებში უვიზო რეჟიმის ამოქმედების პირველივე დღეს, დაახლოებით, 800 ადამიანი გაემგზავრა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ მგზავრთა რაოდენობა აეროპორტებში გაზრდილია და სამომავლოდ კიდევ უფრო მოიმატებს, რის გამოც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალიც აშენდება.

ია აბულაშვილი
29.03.2017

 დღესაც და ადრეც ასეთი აზრი იყო დამკვიდრებული, რომ საბჭოთა პერიოდის პარტიული ფუნქციონერის ცხოვრება უშუალო, ადამიანურ ურთიერთობებს მოკლებული იყო და მათი ცხოვრება მხოლოდ კაბინეტებში პარტიული სამუშაოთი შემოიფარგლებოდა. ეს ამბავი რომ მთლად ასე არ ყოფილა, რამდენიმე საინტერესო მოგონება გვინდა გავიხსენოთ ცეკა-ს ყოფილი პირველი მდივნის ვასილ მჟავანაძის პარტიული ცხოვრებიდან. ამ მოგონებების ავტორთა უმრავლესობა კი უბრალო რიგითი ადამიანები არიან, რომლებიც იმ ეპოქის თვითმხილველი და მონაწილე იყო.

ნათია ლომიძე
28.03.2017

 საქართველოში მუდმივად მიმდინარეობს საუბარი კომუნალური გადასახადების გაძვირებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა ელექტროენერგიის გაძვირებას გადაურჩა და პროცესი დროებით გადაიდო, დღის წესრიგში ბუნებრივი აირის გაძვირება დგას. აქტიურია წყლის სატარიფო პოლიტიკაც. არსებობს საფრთხე, რომ წყლის ქვეყანაში წყალი გაძვირდეს.

მარი ჩიტაია
28.03.2017

 მომხმარებელთა უფლებების დამცველ კომპანიებში ყოველი 10 საჩივრიდან 7-8 შემთხვევა ტექნიკის უხარისხობას უკავშირდება. ეს ნიშნავს, რომ ბაზარზე ძირითადად დაბალფასიანი პროდუქცია იყიდება. ხშირია ფაქტი, როცა საყოფაცხოვრებო თუ ციფრული ტექნიკა მწყობრიდან მალე გამოდის, თუნდაც ის უახლესი მოდელის იყოს.

მარიკა გოგოხია
28.03.2017

 პოლიკლინიკებში ექიმთა კვალიფიკაციის პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის რეფორმაზე მილიონობით ლარი იხარჯება, სამედიცინო დაწესებულებებში, განსაკუთრებით კი, პოლიკლინიკებში, ექიმთა პროფესიონალიზმი ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. მართალია, ექიმთა გადამზადების მიმართულებით როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორიც მუშაობს, მაგრამ ეს, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

თამარ მუკბანიანი
28.03.2017

 სწრაფი კვების ობიექტებში ბოლო დროს საკვები მნიშვნელოვნად გაძვირდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, კლიენტების რიცხვი არ შემცირებულა.

მარიამ ელიაშვილი
27.03.2017

 მეცნიერება წლებია, რაც სიბრმავეს უშედეგოდ ებრძვის. მკვლევარების ძირითადი პრობლემა დაზიანებული თვალის ბადურის ფუნქციის აღდგენაა. უახლესი ტექნოლოგია მისი ხელოვნური ბადურით ჩანაცვლების იმედს იძლევა.

მარიამ ელიაშვილი
27.03.2017

 ასტრონომებმა შავი ხვრელისა და თეთრი ჯუჯას უჩვეულო ტანდემს მიაკვლიეს. მეცნიერებისთვის გაურკვეველია, რამ განაპირობა შავი ხვრელის უცნაური ქცევა და რატომ არ შთანთქავს იგი მის სიახლოვეს მოძრავ ციურ სხეულს. მკვლევარებისთვის ისიც ამოუხსნელია, როგორ ახერხებს თეთრი ჯუჯა 1 მლნ კილომეტრის ნახევარ საათში დაფარვას.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×