ნათია ლომიძე
12.10.2016

 საქართველოში ინტერნეტით პროდუქციის გამოწერის ბუმმა გადაიარა. ინტერნეტ მაღაზიების უმრავლესობა მომხმარებლის სიმცირეს უჩივის. ერთ წელზე მეტია ამ სფეროში რეალიზაციის კუთხით პრობლემებია. მაღაზიების წარმომადგენლები შექმნილ ვითარებას სავალუტო ცვლილებას უკავშირებენ, რაც პირდაპირ აისახება საქონლის ფასზე. სწორედ ამის გამო ინტერნეტ ვაჭრობა კრიზისშია.

თეო გუდავაძე
12.10.2016

 ოქტომბრიდან სილამაზის სალონებისთვის ახალი სტანდარტის ამოქმედებას მნიშვნელოვანი ცვლილება მოჰყვება. სავარაუდოდ, გაიზრდება მომსახურების ფასი, რაც მომხმარებლისთვის უსიამოვნო ფაქტი იქნება. გამორიცხული არ არის, ზოგიერთმა საერთოდ უარი თქვას სალონში ვიზიტზე. ეს კი მცირე ბიზნესს ახალ თავსატეხს გაუჩენს.

ნატა გიორგაძე
11.10.2016

 საქართველო საშუალო ხელფასის მაჩვენებლით სამეზობლოში მხოლოდ რუსეთს ჩამორჩება. თუ ჩრდილოეთში დასაქმებულების საშუალო ხელფასი 542 დოლარს შეადგენს, ჩვენთან ეს მაჩვენებელი 418 დოლარია, სომხეთში - 390 დოლარი, აზერბაიჯანში კი - 305 დოლარი. კიდევ უფრო დაბალი მაჩვენებელი აქვს უკრაინას. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყანაში დასაქმებულების საშუალო ანაზღაურება ყოველწლიურად იზრდება, თუმცა ადგილობრივი ვალუტების დევალვაციის შედეგად, უცხოურ ვალუტაში გადაანგარიშებით მათი მოცულობა მნიშვნელოვნად მცირდება. საქართველოში, 2013 წელთან შედარებით, საშუალო ხელფასი ლარში 25,8%-თაა გაზრდილი, მაგრამ დოლართან გადაანგარიშებით 6,2%-თაა შემცირებული.

მამუკა ნაცვალაძე
10.10.2016

 1801 წლის 12 სექტემბერს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე |-მა მანიფესტს მოაწერა ხელი, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში ქართლ-კახეთის სამეფოს შესვლას ითვალისწინებდა. ეს იყო დამოუკიდებელი სახელმწიფოს ანექსია, რაც არ გახლდათ თავსებადი ერთმორწმუნეობის იმ იდეოლოგიურ პოსტულატთან, რუსეთის საიმპერატორო კარი რომ ერთგულებდა თითქოს.

მარიამ ელიაშვილი
08.10.2016

 არჩევნების დღეს "საარჩევნო კოდექსით" გათვალისწინებული რამდენიმე აკრძალვა ამოქმედდება. კერძოდ, კენჭისყრის უბანში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია, ფასიანი თუ უფასო პოლიტიკური რეკლამების განთავსება. დაუშვებელია შენობაში შეიარაღებულ პირთა შესვლა.

ნათია ლომიძე
08.10.2016

 სასკოლო სახელმძღვანელოების დიდი ნაწილი ძალიან რთული ენით არის დაწერილი. მაგალითად, საბუნებისმეტყველო საგნები მოსწავლეებისთვის იმდენად ძნელი აღსაქმელია, რომ წიგნში მოყვანილი მასალა მათთვის სრულიად გაუგებარია. სწორედ ამის გამო, მოსწავლეთა დიდი ნაწილი რეპეტიტორის გარეშე სასკოლო გამოცდებზე ვერ გადის. სწორედ სკოლის დონეზე ჩამორჩენაა იმის მთავარი მიზეზი, რომ აბიტურიენტები მეცნიერებადტევადი პროფესიების მიმართ გულგრილნი არიან. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო რიგ მიმართულებებს სრულად აფინანსებს, აბიტურიენტებს საბუნებისმეტყველო დარგების მიმართ ინტერესი მაინც არ უჩნდებათ.

მამუკა ნაცვალაძე
08.10.2016

 XIX-ის დასაწყისიდან რუსეთის საიმპერატორო კარის მცდელობითა და დიდი რუდუნებით საქართველო პოლიტიკური რუკიდან გაქრა. ამ მოვლენას წინ საკმაოდ მძიმე და რთული ვითარება უძღოდა - 1802 წლის ცნობილ მანიფესტამდე რუსეთი იმ ინტრიგების ხლართვით მიდის, რომლის ქრონოლოგიური საწყისი 1768-74 წლების მოვლენებზე - რუსეთ-თურქეთის ომზე გადის. ამ ომში რუსეთის მხარეს ქართველთა მონაწილეობით თვისებრივად ახალი ეტაპი იწყება საქართველოს ისტორიაში. ეტაპი რომელმაც თავდაყირა დააყენა ქართული სახელმწიფოებრიობის ბედი.

ნათია ლომიძე
06.10.2016

 თბილისი ევროპის ერთი-ერთი ყველაზე ხმაურიანი ქალაქია. როგორც გარემოს დაბინძურების ექსპრესლაბორატორიის კვლევამ აჩვენა, განსაკუთრებით პრობლემაა იმ უბნებში, სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურა მეტ-ნაკლებად განვითარებულია. კვლევის შედეგებს აბსოლუტურად იზიარებენ ქართველი სპეციალიტები, რომელთა შეფასებითაც უკეთესი მდგომარეობა არც გარეუბნებშია.

მამუკა ნაცვალაძე
06.10.2016

 საქსონიელი გოტლიბ კურტ ჰაინრიხ ტოტლებენის სახელი მჭიდროდ დაუკავშირდა საქართველოს ყქ||| ს-ის 60-ანი წლების ისტორიას. კაცს, რომელსაც ევროპაში ცნობილი ავანტიურისტისა და თაღლითის რეპუტაცია ჰქონდა, რუსეთის საიმპერატორო კარის კავკასიური პოლიტიკის რეალური აღსრულება დაეკისრა.

მარიამ აფციაური
05.10.2016

 ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობა საარჩევნო პროგრამებს არ იცნობს. მათ მხოლოდ ზოგადად იციან იმ დაპირებების შესახებ, რომლებსაც პარტიები გასცემენ. "რეზონანსის" მიერ გამოკითხული ადამიანები ამბობენ, რომ პოლიტიკური პარტიების მიერ გაწერილი სოციალურ-ეკონომიკური გეგმა ფუჭი სიტყვების კრებულია. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც არჩევანს მხოლოდ პროგრამის გაცნობის შემდეგ აკეთებენ. რესპონდენტების დიდი ნაწილისთვის მნიშვნელოვანია ისეთი დაპირებები, რომლებიც მათი ოჯახის ბიუჯეტზე აისახება. ეს არის პენსიების, სამუშაო ადგილებისა და ხელფასის ზრდა.

ნათია ლომიძე
05.10.2016

 მსოფლიო მასშტაბით მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ადამიანთა დასაქმებაში 80-85%-ია, საქართველოში ეს მაჩვენებელი 10-15%-ს ვერ ასცდა. ვითარების გამოსწორება წლიდან წლამდე ვერაფრით ხერხდება. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს წარდგენილი აქვთ წინასაარჩევნო პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად, რეალურად ქვეყანაში სულ სხვა ვითარებაა და მცირე ბიზნესის სასიკეთოდ არაფერი იცვლება.

ნატა გიორგაძე
04.10.2016

 საქართველოში ყოველი მე-3 ადამიანი სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას იღებს. 3 მლნ 730 ათასი ადამიანიდან პენსია და სოციალურ შემწეობა 1 მლნ 220 ათას ადამიანზე გაიცემა, რაც მთელი მოსახლეობის დაახლოებით 32,8%-ია. ევროპასა და ამერიკაში ეს თანაფარდობა, საშუალოდ, 10-15%-ია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×