ლიკა გურაბანიძე
12.09.2016

 "კოლხეთის ეროვნულ პარკში, პალიასტომის ტბაზე თევზების სიკვდილიანობა დაფიქსირდა, რაც სავარაუდოდ ასფიქსიით (ჟანგბადის ნაკლებობა) არის გამოწვეული", - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს. როგორც უწყებაში განაცხადეს, უმეტესად კარასის სახეობის თევზების სიკვდილიანობა ფიქსირდება.

მამუკა ნაცვალაძე
12.09.2016

 ქრისტეშობამდე ქ საუკუნის ბერძენ-სპარსელთა ომები აღმოსავლეთისა და დასავლეთის პირველი მსოფლიო გლობალური დაპირისპირება გახლდათ. ბერძნული დემოკრატია ირანული ტირანიის წინაშე აღმოჩნდა. ამ ომს უნდა გადაეწყვიტა, დემოკრატია გადარჩებოდა თუ ტირანია. არავინ უწყის მსოფლიო ისტორიული პროცესი როგორ წარიმართებოდა, სპარსელებს რომ ემარჯვათ.

მამუკა ნაცვალაძე
10.09.2016

 კავკასია გეოსტრატეგიული პოლიტიკური მდებარეობის გამო უხსოვარი დროიდან მოექცა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ინტერესთა სფეროში. სხვადასხვა ხალხებს თან მოჰქონდათ უნიკალური კულტურა, თავიანთი ადათ-წესები, შესაბამისად კავკასია იქცა კულტურათა დიალოგისა და კონფლიქტის ადგილად. ასე გადაეჯაჭვა განსხვავებული რელიგიები და ტრადიციები ადგილობრივ ხალხთა რელიგიასა და ტრადიციებს.

ნათია ლომიძე
10.09.2016

 ბოლო წლებში საქართველოში სულ უფრო პოპულარული გახდა კერძო სკოლაში ბავშვის მიყვანა. ამის მიზეზად ხშირად მშობლები უსაფრთხოების მაღალ დონეს, სწავლების განსხვავებულ მეთოდს, კლასში მოსწავლეების მცირე რაოდენობასა და სხვა ფაქტორებს ასახელებენ. კერძო სკოლებში სწავლა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. მიუხედავად ამისა, მშობლების ერთი ნაწილი არჩევანს, მასზე აჩერებს, ნაწილს კი დაწყებითი კლასის დასრულებისთანავე გადაჰყავს შვილი კერძო სექტორში.

სალომე სარიშვილი
09.09.2016

 მტკვარ-არაქსის კულტურის (ძვ.წ.აღ-ის IV/III ათასწლეულის) ნაგებობა, ამავე პერიოდის ჭურჭელი, გამომწვარი ბათქაში და რელიეფები - გუდაბერტყას ნამოსახლარზე მიმდინარე არქეოლოგიურმა სამუშაოებმა ახალი აღმოჩენები გამოავლინა.

მარიამ აფციაური
09.09.2016

 თბილისის მერიის მიერ სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების პროგრამას სხვადადსხვა შეფასება მოჰყვა.  რესპონდენტების ნაწილი "რეზონანსთან" საუბრისას ხაზს უსვამს, რომ მსგავსი ტიპის დახმარება გრძელვადიანი პერიოდში ეფექტს არ იძლევა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ხელმოკლე ოჯახებისთვის ეს დიდი შვებაა.

ია აბულაშვილი
09.09.2016

 უცნობია, ვინ აღაშენა პირველად ქალაქი გორი, მაგრამ იგი უნდა აეგო ბიზანტიის კეისარს ჰერაკლეს სპარსეთში ლაშქრობისას, რომელსაც გორის ციხე, სამხედრო საჭურვილის შესანახად სჭირდებოდაო - ასეთ ცნობას გვაწვდის ვახუშტი ბატონიშვილი. 

ლიკა გურაბანიძე
09.09.2016

 საკვებით მასობრივი ინტოქსიკაციის შემთხვევები გახშირდა. სპეციალისტების შეფასებით, საშიშია ყველა პროდუქტი, რომელიც უხარისხოდ და სტანდარტების გაუთვალისწინებლად მზადდება, ამიტომ საფრთხე ყველა მიმართულებითაა. თუმცა, როცა საუბარი საზაფხულო სეზონს ეხება, მდგომარეობა კიდევ უფრო საშიშია.

ლიკა გურაბანიძე
08.09.2016

 განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სკოლებში მე-12 კლასის გაუქმების შესახებ ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. "მე-12 კლასის გაუქმება არ მოხდება. იგეგმება, რომ ბოლო ორ კლასში (მე-11-12) იყოს უმაღლესისთვის გაძლიერებული მომზადება," - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მამუკა ნაცვალაძე
08.09.2016

 V საუკუნე გარდამტეხი აღმოჩნდა საქართველოს ისტორიაში. ვახტანგ გორგასლის პოლიტიკურმა ალღომ და გამჭრიახობამ სულ სხვა რელსებზე დააყენა ჩვენი ქვეყანა - ფილიგრანულმა პოლიტიკამ შეაძლებინა ქართლს არა მარტო საკუთარი ინტერესები დაეცვა ურთულესი საერთაშორისო ვითარებისას, არამედ თავად ეკარნახა სასურველი პოლიტიკა ირანისა და ბიზანტიისთვის.

მარიამ აფციაური
07.09.2016

 თბილისში მცხოვრებლებს გარედან შემომავალი პიროტექნიკის, მუსიკის, მანქანებისა და მოტოციკლეტების გამაყრუებელი ხმა დღემდე აწუხებთ. ამას თან ერთვის რესტორნებიდან გამოსული ხალხის ორომტრიალი. მოსახლეობის დიდი ნაწილი საკუთარი უფლების დაცვასა და წლების წინ ხმაურთან დაკავშირებით შემუშავებული კანონპროექტის სისრულეში მოყვანას ითხოვს.

ლიკა გურაბანიძე
07.09.2016

მერია აცხადებს, რომ ძველი თბილისის 8 ქუჩაზე საფეხმავლო ზონა მოეწყობა და ავტოტრანსპორტისთვის ჩაიკეტება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×