მარი ჩიტაია 21.09.2016
რეგიონებში გაზიფიცირების პროცესის გააქტიურებამ შეშის მოხმარება ვერ შეამცირა. ხალხი გასათბობად შეშას მასობრივად იყენებს. ალტერნატიულ სათბობს ჯერ კიდევ ძალიან ცოტა ადამიანი იყენებს, რამაც საბოლოოდ შეიძლება სერიოზული პრობლემა შექმნას და მოსახლეობა შეშის გარეშე დარჩეს.
|
მარიკა გოგოხია 20.09.2016
სასკოლო ხარჯის სრულად გაწევა მშობლების დიდმა ნაწილმა ვერ შეძლო. პედაგოგები არ მალავენ, რომ მოსწავლეები საკმარისად არ არიან მზად და ბევრ მათგანს სასკოლო ინვენტარი ჯერაც არ შეუძენია. ცხადია, რომ ოჯახების ფინანსური მდგომარეობის გაუარესება სკოლის მოსწავლეებზეც აისახა. უფასო სახელმძღვანელოები რომ არა, ბევრი ოჯახი ახალი სასწავლო წლის დასაწყისში საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებოდა.
|
ნინო ქეთელაური 19.09.2016
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს 23 სექტემბერს აირჩევენ. დარეგისტრირებული სულ 3 კანდიდატია: ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ბარამიძე, განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი შარვაშიძე და თსუ-ის პროფესორი ცირა ბარამიძე, რომელთა ბიოგრაფიებს აკადემიური საბჭოს 36 წევრი განიხილავს, გაესაუბრება და სასურველ კანდიდატს ფარული კენჭისყრით აირჩევს.
|
მამუკა ნაცვალაძე 19.09.2016
ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლა საკმაოდ მნიშვნელოვანი ტესტი გახლდათ ფეოდალური საქართველოსთვის. აშკარაა, რომ XII ს-ის 80-იანი წლების ქართული საზოგადოება განვითარების საკმაოდ მაღალ საფეხურზეა, ეს იმ ეკონომიკური აღმავლობის შედეგია, საქართველო რომ განიცდის დავით აღმაშენებლის მმართველობიდან მოყოლებული. აშკარაა ისიც, რომ საზოგადოების წინსვლას სულ სხვა სივრცე და სამოქმედო არეალი სჭირდება, რასაც ფეოდალური მარწუხები უშლის ხელს. სწორედ ის ფეოდალური მარწუხები, მეფის ერთმმართველობა და შეუზღუდავი უფლებები რომ აქცია ჩვეულებრივ რეალობად.
|
მამუკა ნაცვალაძე 17.09.2016
საქართველოს ისტორიაში თამარის მეფობის ხანა დახუნძლულია მრავალმხრივ საინტერესო და გამორჩეული მოვლენებით. სწორედ XII ს-ის 80-იან წლებში ჩნდება პირველად საქართველოში სამეფო ხელისუფლების შეზუდვის იდეა. საქართველოს იმჟამინდელი მეჭურჭლეთუხუცესის, ყუთლუ-არსლანს მოთხოვნები მართლაც უპრეცედენტო გახლდათ მთელი მსოფლიო ისტორიის მასშტაბით.
|
რეზონანსი 16.09.2016
საქართველოს მოსახლეობას თვალი ისევ ქვეყნიდან გაქცევაზე უჭირავს. მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, მათი ნაწილი ქვეყნიდან დიდი ხნით მიდის. ბოლო პერიოდში საგრძნობლად იმატა შრომითი მიგრანტების რიცხვმაც, თუმცა ისინი ქვეყნიდან მხოლოდ რამდენიმე თვით მიდიან და შემდეგ ისევ ბრუნდებიან. დემოგრაფიული აღორძინების ფონდში ამბობენ, რომ გაზრდილია იმ ახალგაზრდების რიცხვიც, რომლებიც სასწავლებლად ევროპასა და რუსეთში მიემგზავრებიან.
|
ნინო ჩხენკელი 16.09.2016
23 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები გაიმართება. კანდიდატთა შორისაა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი შარვაშიძე. წლების განმავლობაში სკოლაში მასწავლებლადაც მუშაობდა და უნივერსიტეტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლადაც, არასამთავრობო ორგანიზაციებშიც იყო წამყვან თანამდებობებზე, საერთაშორისო გამოცდილებაც აქვს და განათლების მინისტრის მოადგილეც სამჯერ იყო.
|
მარი ჩიტაია 15.09.2016
ბათუმში ქაოსური მშენებლობები გრძელდება. მართალია, სამომავლოდ მშენებლობამ ზღვისპირა ზოლიდან შეიძლება, გარეუბნებში გადაინაცვლოს, მაგრამ უკვე დამტკიცებული პროექტების შეჩერება ვეღარ მოხერხდება. ამ დროს ბათუმი პატარა კურორტიდან ლამის ინდუსტრიულ ქალაქად გადაიქცა.
|
მამუკა ნაცვალაძე 15.09.2016
მსოფლიო ცივილიზაცია შუმერებიდან იწყება. დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე ძვ.წ.აღ-ის IV-III ათასწლეულში ცხოვრობდა ხალხი, რომელიც დღემდე დიდ თავსატეხს უჩენს სამეცნიერო საზოგადოებას. შუმერები სწორედ ის ხალხია, რომელთაც კაცობრიობას დამწერლობა აჩუქეს, მათვე დაყვეს დრო სამოც ერთეულად, შუმერებს უკავშირდება ზოდიაქური სისტემის გამოყენება. აქ გაიხსნა პირველი სკოლები, წიგნთსაცავები. პირველად შუმერებმა გამოიყენეს ბორბალი.
|
მარიამ აფციაური 14.09.2016
წლევანდელი ზაფხული თვალსა და ხელს შუა გაგვეპარა - ასე ფიქრობს რესპონდენტების დიდი ნაწილი. მათ სრულფასოვნად დასვენება სხვადასხვა მიზეზით (მათ შორის, სოციალური მდგომარეობისა და არამდგრადი ამინდების გამო) ვერ შეძლეს. ბევრმა მთელი ზაფხული სულაც სამსახურში გაატარა. უმეტეს შემთხვევაში, შვებულებაზე უარის თქმა სამუშაო ადგილის დაკარგვის შიშითა და დამსაქმებლის მხრიდან შრომითი პირობების დარღვევით იყო გამოწვეული.
|
ელზა წიკლაური 13.09.2016
საქართველოში ექიმების მიერ ზედმეტი მედიკამენტების გამოწერის პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ხმამაღალი განცხადება ჯანდაცვის მინისტრმაც გააკეთა, პაციენტები ისევ ჩივიან, რომ ექიმები ბევრი წამლის გამოწერას კვლავ არ ერიდებიან. სპეციალისტების თქმით, პრობლემა იმ დრომდე იარსებებს, ვიდრე კლინიკა, ფარმაცევტული და სადაზღვევო კომპანია ერთი ჯგუფის ხელში იქნება.
|
ია აბულაშვილი 12.09.2016
ისტორიკოსთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოში წარმომადგენლობითი ორგანოს შექმნის მცდელობა ჯერ კიდე მე-12 საუკუნეში იყო, როდესაც ინგლისში "თავისუფლების დიდი ქარტიის" მიღებამდე ცოტა ხნით ადრე, ქართველ დიდგვაროვნებს შორის სამეფო მეჭურჭლეთუხუცესის ყუთლუ-არსლანის თაოსნობით შემუშავდა სამეფო ძალაუფლების შეზღუდვის და პარლამენტის ტიპის ორგანოს - კარავის შექმნის იდეა. მაშინ დაპირისპირაბაში საბოლოოდ მეფის შეუზღუდავი ძალაუფლების მომხრეებმა გაიმარჯვეს, თუმცა მეფე იძულებული გახდა თავისი სათაბირო ორგანოს - დარბაზის როლი და ფუნქცია გაეზარდა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|