ია აბულაშვილი
19.08.2016

 მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველოში იწყება ბრძოლა საქალაქო თვითმმართველობის შემოღებისთვის. ამ მოთხოვნას აყენებდა საქართველოს თითქმის ყველა მსხვილი ქალაქი, რათა განემტკიცებინათ თავიანთი ეკონომიკური მდგომარეობა პოლიტიკურადაც.

მარი ჩიტაია
18.08.2016

 სუპერმარკეტებში სურსათის შენახვის პირობები ირღვევა. პრობლემა განსაკუთრებით მცირე მარკეტებში შეიმჩნევა. კონტროლის გამკაცრების მიუხედავად, სამომხმარებლო ბაზარზე უვარგისი პროდუქტი მაინც იყიდება, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევითაც დასტურდება. კვლევის ავტორების ინფორმაციით, ყველაზე ხშირად შენახვის პირობები სამაცივრე დანადგარების გამორთვის გამო ირღვევა.

მამუკა ნაცვალაძე
18.08.2016

 ბიზანტიის იმპერია შუა საუკუნეების ერთ-ერთი მძლავრი პოლიტიკური ციტადელი გახლდათ. მისი ხანგრძლივი, თერთმეტსაუკუნიანი არსებობა განპირობებული იყო მმართველობის იმ სტრუქტურითა და შინაგანი ფორმებით, რაც უპრეცედენტო მოვლენა გახლდათ მსოფლიო მასშტაბით.

ნინო ქეთელაური
18.08.2016

 ოკუპირებულ "სამხრეთ ოსეთში" გამოვლენილი "აფრიკული ჭირის" შემთხვევები შესაძლოა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავრცელდეს.

გვანცა ღვედაშვილი
17.08.2016

 ქართველი ტურისტებისთვის დასასვენებელ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქვეყნად კვლავ თურქეთი რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ ვითარება საკმაოდ დაძაბულია, ტურისტული კომპანიების თქმით, ეს ქართველი დამსვენებლისთვის დამაბრკოლებელ ფაქტორს არ წარმოადგენს.

მარიამ აფციაური
17.08.2016

 საკურორტო ზონებში გაზრდილ მოთხოვნას მომსახურების სფერო სათანადოდ ვერ პასუხობს. როგორც "რეზონანსს" დამსვენებლებმა განუცხადეს, კვების ობიექტებში ტურისტების სიმრავლეს ვერ უმკლავდებიან და ხშირ შემთხვევაში შავიზღვისპირეთში ჩასულ სტუმრებს რიგში დგომაც კი უწევთ. მენეჯმენტის ხარვეზებსა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების აუცილებლობაზე საუბრობენ სპეციალისტებიც. მათი თქმით, ასეთი ლაფსუსები ტურისტის დაკარგვის საფრთხეს ქმნის.

მარი ჩიტაია
17.08.2016

 საქართველოში გამოუსადეგარი, უმოძრაო ავტომობილების რაოდენობა 100 ათასამდეა. სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღების შემდეგ მათი რაოდენობა 10-15%-ით გაიზრდება. მართალია, ეს პროცესი ავტომობილების ჩამოწერას არ გულისხმობს, მაგრამ ბევრი შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი, რომელთაც ტექდათვალიერებისთვის მანქანის მომზადება, უბრალოდ, არ მოუნდება.

ია აბულაშვილი
17.08.2016

 მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში არ დარჩენილა არც ერთი ცოტად თუ ბევრად მნიშვნელოვანი ქალაქი, დაბა ან საქალაქო ტიპის დასახლება, რომ საქალაქო თვითმმართველობის უფლება არ მოეთხოვოს, მაგრამ ამ უფლების მოპოვება ადვილი არ იყო.

მარი ჩიტაია
16.08.2016

 უძრავი ქონების ბაზარზე ზაფხულისთვის დამახასიათებელი უძრაობაა. განსაკუთრებით საშუალო და ძვირადღირებული ბინების გაყიდვა ჭირს. დეველოპერების ინფორმაციით, ივლისში სიტუაცია მცირედით შეიცვალა, მაგრამ უკვე აგვისტოდან მოთხოვნა კვლავ შემცირდა. როგორც დილერები განმარტავენ, ეს დროებითი მოვლენაა და აგვისტოს ბოლოდან, ახალი სასწავლის წლის დადგომასთან დაკავშირებით, უძრავი ქონების ბაზარი უნდა გააქტიურდეს.

მაკა ხარაზიშვილი
16.08.2016

 საქართველოს რეგიონებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა ძალიან ძვირი და გარკვეულწილად, საფრთხის შემცველია. მოსახლეობა, ხშირ შემთხვევაში, გაუმართავი, არაკომფორტული, ძვირი ტრანსპორტით მგზავრობს. გარდა იმისა, რომ მიკროავტობუსები არ გადიან ტექდათვალიერებას, მათ რაიონულ მარშრუტებზე არ ჰყავთ კონკურენტები, რომელიც მძღოლებს მომსახურების ხარისხის გაზრდას აიძულებდა.

ნატა გიორგაძე
16.08.2016

 თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა განახლდება და საბოლოო სახეს 2018 წლის ზაფხულამდე მიიღებს. გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, მთავრობამ აღნიშნული პროექტის დასრულება "საქართველოს რკინიგზას" და "საპარტნიორო ფონდს" უკვე დაავალა.

ნინო ქეთელაური
15.08.2016

 შესაძლოა, ერთიანი ეროვნული გამოცდების ბარიერი გაიზარდოს - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა. მის ამ ინიციატივას განათლების ექსპერტები არაერთგვაროვნად აფასებენ. ნაწილის თქმით, ბარიერის გაზრდა კიდევ უფრო გააძლიერებს რეპეტიტორების ინსტიტუტს, რაც სკოლის სტატუსს დააკნინებს, ნაწილის შეფასებით კი, ბარიერი აქამდეც უნდა აეწიათ, რათა მოსწავლეებში სწავლისადმი მეტი დაინტერესება და მოტივაცია გაჩენილიყო.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×