გვანცა ღვედაშვილი 30.08.2016
თბილისში პირველი ათი ახალი ავტობუსი სექტემბრის ბოლოსთვის შემოვა. დანარჩენი ავტობუსი კი ეტაპობრივად - იანვარში, თებერვალსა და მარტში. თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, დედაქალაქში სულ 143 ახალი ავტობუსი შემოვა.
|
მარი ჩიტაია 30.08.2016
ვაკანსიების რაოდენობა მატულობს, მაგრამ რეალური დასაქმების შესაძლებლობა კვლავ მცირეა. სპეციალისტების ვარაუდით, ასე გაგრძელდება მომავალშიც, რადგან ქვეყანას უმუშევრობის დასაძლევად სისტემური მიდგომა არ გააჩნია. თუმცა არის სხვა პრობლემაც, როგორც დასაქმების სააგენტოებში აცხადებენ, ხშირად გამოცხადებული ვაკანსიები ისე იხურება, რომ ადამიანები დასაქმებას ვერ ახერხებენ. დასაქმების სააგენტოების წარმომადგენლები ამის მიზეზად კვალიფიციური კადრების დეფიციტს, ხოლო სპეციალისტები კანონმდებლობის ხარვეზს მიიჩნევენ.
|
ელზა წიკლაური 30.08.2016
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ერთი ტურისტის საშუალო დღიური ხარჯი დაახლოებით 451 ლარს შეადგენს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ივლისის ჩათვლით ქვეყანაში უკვე შემოვიდა 1 401 914 ტურისტი, (ვიზიტორების რაოდენობა კიდევ უფრო მეტია, გამოდის, რომ 7 თვის განმავლობაში მთლიანად ტურისტებმა ერთი დღის განმავლობაში ქვეყანას 632,2 მლნ ლარის შემოსავალი მოუტანეს, რაც საშუალოდ 275 მლნ დოლარია. თუ ამას მივუმატებთ ქვეყანაში დარჩენის საშუალო ხანგრძლივობას - 4 დღეს, აქ უკვე ტურისტული შემოსავალი ერთ მილიარდსაც კი აჭარბებს.
|
ნატა გიორგაძე 30.08.2016
მოვალეთა რეესტრში ურჩ გადამხდელთა რაოდენობა ისევ იზრდება, შესაბამისად, მატულობს იმ ადამიანების რიცხვი, ვინც, შესაძლოა, ქონების დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს. აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, რეესტრში ამჟამად 171 900 ჩანაწერია რეგისტრირებული. ეს მაჩვენებელი თითქმის 9 ათასით მეტია ივნისში არსებულ მონაცემზე. მიმდინარე წლის დასაწყისში კი მონაცემი 143 517 შეადგენდა.
|
მარიამ ხიდაშელი 30.08.2016
საქართველოს დიდ ქალაქებში ავტომობილებით გადაადგილების ისევ მწვავე პრობლემა დგას. გარდა იმისა, რომ იზრდება ადგილობრივი ავტომობილების რაოდენობა, ასევე მკვეთრად მატულობა სატრანზიტო ავტომობილები. საქართველოს გზებს კი ამდენი მანქანის გატარების შესაძლებლობა არ აქვს.
|
ია აბულაშვილი 29.08.2016
საქართველოს საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობანი არ განეკუთვნება ქართული ისტორიოგრაფიის "თეთრ ფურცელს" და ამ თემას ბევრი მკვლევარი შეეხო, თუცმა დღემდე ეს საკითხი ბოლომდე გამოკვლეული არ არის, ასე ფიქრობენ ისტორიკოსები.
|
მამუკა ნაცვალაძე 29.08.2016
ქრისტეშობიდან 410 წელს რომის დაცემა ახალი ეტაპის დასაწყისი გახლდათ კაცობრიობის ცნობიერებაში. რომი - მარადიულობის სიმბოლო, რომელიც საუკუნეების მანძილზე პოლიტიკური თუ ესთეტიკური ნორმების კანონმდებელი იყო, ვესტგოთთა ძალისხმევით განადგურდა, თუმცა, ამ პროცესს თავად რომაელებმაც შეუწყვეს ხელი.
|
მარიამ აფციაური 27.08.2016
ნეპოტიზმი, შერჩევითი სამართალი, სოციალური პრობლემები - ეს არის მთავარი მოტივები, რომელთა გამოც საქართველოს მოსახლეობას გასაქცევად უჭირავს თვალი. ჩვენ მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპოდენტების დიდი ნაწილი უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას მხოლოდ იმიტომ ელის, რომ სამუშაოდ წავიდეს, ზოგიერთს კი სასწავლებლად სურს ევროპაში გასვლა, თუმცა ბევრმა არ იცის იმ შეზღუდვების შესახებ, რომლებსაც ევროკავშირი აწესებს. დემოგრაფები უვიზო რეჟიმის ამოქმედების მოახლოებას შიშით უყურებენ და აცხადებენ, რომ ცვლილება მიგრაციულ პროცესს, ამასთანავე "ტვინების გადინებას" წარმოშობს.
|
მამუკა ნაცვალაძე 27.08.2016
იშვიათად თუ შეგვხვდება საქართველოს ისტორიაში ისეთი თარიღი თავისი მნიშვნელობით და დატვირთვით 1089 წელის ტოლფასი რომ იყოს. 1089 წელს დავით აღმაშენებელი აკურთხეს მეფედ - 16 წლის ჭაბუკი, რომლის ზეობამაც საფუძველი ჩაუყარა "ოქროს ხანას" - საუკუნეზე მეტ ხანს რომ გასტანა და დღესაც რომ საამაყოდ რჩება ქართველთა ცნობიერებაში.
|
გვანცა ღვედაშვილი 26.08.2016
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებს კატასტროფულს უწოდებს განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლეიშვილი, რაშიც ის სკოლებში დაბალი ხარისხის განათლებასა და არასწორად გატარებულ რეფორმებს მიიჩნევს.
|
ელზა წიკლაური 26.08.2016
დასაქმება-გადამზადების პროგრამა, რომელიც "ნაციონალების" მმართველობის პერიოდში ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებას მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდებოდა, დღესაც იწყება. "ოცნების" პროგრამაში განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ სამუშაოს მაძიებლებს კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარებიან, სტაჟირების შემთხვევაში კი, წინა წლების ანალოგიურად, მთავრობა სტიპენდიის სახით თვეში 150 ლარს გადაიხდის.
|
ია აბულაშვილი 26.08.2016
"ქიზიყი ერთი უძველესი ნაწილია კახეთისა. ეს ქვეყანა ბევრით არის შესანიშნავი, იმითაც, რომ იქ არ იციან, რას ჰქვია ბატონყმობა, ამ მხარეში ხალხი ახოვანი იზრდება და ძლიერი ბუნება არაფერს აკლებს ქიზიყელს, რომ იყოს გულმაგარი და ზვიადი.
|
|