ლიკა გურაბანიძე
27.07.2016

 2015 წელს გრაკლიანის გორის გათხრების შედეგად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპედიციამ უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენა გააკეთა. საუბარია ძვ.წ.აღ-ის ქ|| საუკუნის ტაძარზე, რომელშიც ორი საკურთხეველია და მათზე ჯერჯერობით უცნობი დამწერლობის ტექსტებია გამოსახული.

ია აბულაშვილი
27.07.2016

 მე-19 საუკუნის ბოლოს ქართული პრესის ფურცლებზე აქტიურად შუქდებოდა საქართველოში ახლად დაწყებული საბანკო საქმიანობა. განსაკუთრებულ დაინტერესებას იჩენდნენ გაზეთები "დროება", "ივერია", "კვალი" და სხვა, რომლებიც წერდნენ, რომ მე-19 საუკუნის ბოლოს საქართველოში თითქმის არ ყოფილა ქვეყნის სამეურნეო-ეკონომიკური და კულტურული განვითარების არც ერთი საყურადღებო საკითხი, რომელიც ამა თუ იმ თვალსაზრისით საადგილმამულო ბანკის მეტად მრავალმხრივ მოღვაწეობას არ დაკავშირებოდა.

მაკა ხარაზიშვილი
26.07.2016

საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სრულფასოვნად ვერ იკვებება. სპეციალისტები საგანგაშო მაჩვენებლებს აქვეყნებენ. ქართველი ბავშვების უმეტესობა ხორცს, რძის პროდუქტებს იშვიათად იღებს, რაც მოზარდი თაობის გონებრივ განვითარებაზე მოქმედებს. სასურსათო უსაფრთხოების დღეს მოქმედი ნორმები რეალობას სრულიად აცდენილია, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციების თვალის ასახვევად ამტკიცებენ, რომ ამ მხრივ საქართველოში არც ისე სავალალო ვითარებაა.

ნინო ქეთელაური
26.07.2016

რეგულაციების გამკაცრება (აღსრულება), სიჩქარის შეზღუდვა, ქულების სისტემის შემოღება, სიჩქარის დამაფიქსირებელი კამერების დამონტაჟება - ეს ის საკითხებია, რასაც საგზაო უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს.

ელზა წიკლაური
26.07.2016

საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი არა მარტო რეგიონის, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებსაც მნიშვნელოვნად აღემატება. ერთადერთი სომხეთია, სადაც უმუშევრობა, საქართველოსთან შედარებით, რამდენიმე პროცენტით მაღალია. თუ ჩვენთან ეს მაჩვენებელი 12%-ს შეადგენს, მეზობელ სომხეთში - 16,4%-ია. მესამე ადგილზე - 10,3%-ით თურქეთია, რეგიონის სხვა დანარჩენ ქვეყნებში კი უმუშევრობა ერთნიშნა მაჩვენებელზეა.

მაკა ხარაზიშვილი
26.07.2016

ქართული ვალუტის მიმართ მოსახლეობის უნდობლობა იზრდება. დეპოზიტების განთავსებისას უცხოურ ვალუტას სულ უფრო მეტი ადამიანი ანიჭებს უპირატესობას. სპეციალისტების აზრით, არსებულ სიტუაციაში შეიძლება დოლარში დანაზოგის გაკეთება სულაც არ იყოს რაციონალური გადაწყვეტილება.

ლიკა გურაბანიძე
26.07.2016

 ზაფხულში საკვების შენახვის პირობების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რადგან ეს პერიოდი კვებითი ინტოქსიკაციის მთავარი სეზონია. ადამიანთა უმეტესობა გაურკვეველი წარმომავლობისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი პროდუქტით იკვებება.

ალეკო თავაძე
25.07.2016

 ქართველ ოლიპიელთა ოფიციალურმა შესამოსელმა, რომლითაც ჩვენი ნაკრები რიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე უნდა წარდგეს, საყოველთაო კრიტიკა დაიმსახურა. შეიქმნა საგანგებო ონლაინ პეტიცია შესამოსელის შეცვლის მოთხოვნით, რომელსაც, გუშინდელი საღამოს მონაცემებით, 2 000-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს. "ფეისბუკზე" საგანგებოდ ამასთან დაკავშირებით შეიქმნა გვერდი "ნუ დაგვცინით", რომელზეც გუშინ ოლიმპიურ კომიტეტთან საპროტესტო აქციის გამართვა დაანონსდა.

ია აბულაშვილი
25.07.2016

 დღევანდელ სტატიაში მკითხველს გვინდა გავაცნოთ რამდენიმე საინტერესო მასალა მე-19 საუკუნის საქართველოს დიდი ქალაქების ეკონომიკური განვითარების ისტორიიდან. იმედია, ჩვენ მიერ მოძიებული მასალები, რომელიც დაცულია სახელმწიფო ისტორიულ არქივში, დააინტერესებს მკითხველს და ნაწილობრით მაინც შეუქმნის წარმოდგენას, ორი საუკუნის წინ როგორ ვითარდებოდა საქართველოში მრეწველობა.

მამუკა ნაცვალაძე
25.07.2016

 საქართველოს საგარეო პოლიტიკის ოქროს ხანა, ყ||| ს-ის დასაწყისი, დღემდე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში. სწორედ ამ პერიოდში ჰქონდა საქართველოს სამეფოს რეალური შანსი წინა აზიაში ხელთ ეგდო პოლიტიკური ძალაუფლება. ეს კი ფაქტობრივად იმდროინდელი მსოფლიო ბატონობის ტოლფასი იყო.

ელზა წიკლაური
23.07.2016

 2017 წლის სექტემბრიდან თბილისში ტაქსებისთვის ახალი რეგულაცია დაწესდება. როგორც მერიაში აცხადებენ, ეს იქნება მინიმალური, უმტკივნეულო და მძღოლები ყოველგვარი დანახარჯის გარეშე შეძლებენ სავალდებულო პროცედურები გაიარონ. სპეციალისტების შეფასებით, უსაფრთხოების თვალსაზრისით, რეგულირების შემოღება აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა.

ნათია ლომიძე
23.07.2016

 ზაფხულის დადგომასთან ერთად, მოსახლეობა ცდილობს ცხელ დღეებს გაერიდოს და ქალაქიდან გავიდეს. ზოგი ამას არასტაბილური ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს. სწორედ ამიტომ ტურისტული კომპანიები გააქტიურდნენ და მსურველებს ყოველ კვირას ერთდღიან ტურებს, მისაღებ ფასად სთავაზობენ, ჩვენი ქვეყნის სხვდასხვა რეგიონში. გამომდინარე იქიდან, რომ ზაფხული შვებულებების პერიოდია და ერთდღიანი ტურების მსურველთა რიცხვი დღითი დღე იზრდება, სააგენტოება, კვირის გარდა, სხვა დღეებიც დაამატეს ქალაქიდან გასვლის მსურველთა მოთხოვნით.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×