მარი ჩიტაია
15.07.2016

 ტურისტულ რეგიონებში პატარა სასტუმროების უმეტესობას ხარისხის პრობლემა აქვს. არასამთავრობო ორგანიზაცია "ეტიკის" ინფორმაციით, ყოველი ათიდან ოთხ სასტუმროში მომსახურების დონე ძალიან დაბალია. კვლევის ავტორების შეფასებით, სასტუმროების დირექტორების ნაწილმა არ იცის, როგორ გამოასწოროს ხარვეზი, ბევრს - ამის სურვილიც არ აქვს.

მამუკა ნაცვალაძე
14.07.2016

 ლონდონის ცენტრში, ცნობილ ბრიტანულ მუზეუმში ინახება უნიკალური არტეფაქტი, ეგვიპტური მიცვალებულთა წიგნი, ანის პაპირუსი, მსოფლიოში დღემდე მოღწეული პირველი რელიგიური ტრაქტატი. ეს არის ყველაზე გამორჩეული მიცვალებულთა წიგნი, რომელიც დაახლოებით ძვ წ-აღ-ით 1250 წელსაა შექმნილი. ის შეიცავს 65 ლოცვას და მაგიურ შელოცვას, ასევე 150 ფერად ილუსტრაციას. ეს ყველაზე გრძელი პაპირუსია, რომელიც აქამდე აღმოუჩენიათ. მისი სიგრძე 24 მეტრს აღწევდა.

მარი ჩიტაია
14.07.2016

საქართველოს მთავრობა რთველის დაფინანსებას წელსაც განახორციელებს. შარშანდელთან შედარებით, გლეხები გაზრდილ სუბსიდიას მიიღებენ. ამჯერად საფერავის ჯიშის ყურძენზე თანხა - 20 თეთრი, რქაწითელზე კი 45 თეთრი იქნება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირწმუნება, რომ ჩაუბარებელი ყურძენი არსად დარჩება.

ია აბულაშვილი
13.07.2016

 თამარ მეფის დაკრძალვისა და მისი საფლავის შესახებ უამრავი ლეგენდა არსებობს, რომლებიც კარგად შემოინახა როგორც ქართულ, ასევე დასავლურ და აღმოსავლურ დოკუმენტებში. ქართულ ისტორიულ წყაროებში არის ასეთი ცნობა, რომ 1207 წელს, ჯერ კიდევ ისევ ახალგაზრდა გარდაიცვალა თამარ მეფე, რომელიც დაკრძალული იქნა სამეფო აკლდამაში - გელათის მონასტერში. დაკრძალვა არ ჩაუტარებიათ საიდუმლო ვითარებაში. ზამთრის სიავის გამო მეფის გვამი ერთხანს იყო დასვენებული ჯერ მცხეთაში, საიდანაც "მცირე დღეთა შემდეგ" იქნა გადასვენებული. არის ასეთი მოსაზრებაც, რომ, მისი ანდერძის მიხედვით, დედოფალი გადასვენებული იქნა იერუსალიმში, ჯვრის მონასტერში.

მარიამ აფციაური
13.07.2016

 პურის მიღება ჯანმრთელობისთვის საზიანოა - ასეთია მომხმარებლებისა და ექსპერტების დიდი ნაწილის მოსაზრება. მათი თქმით, ქვეყანაში არ არსებობს პროდუქტის კონტროლის ეფექტური მექანიზმი და სათანადო ინფრასტრუქტურა. სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ პურის, ისევე როგორც ნებისმიერი პროდუქტის შემოწმება ყოველწლიურად ხორციელდება, თუმცა არა - ლაბორატორიებში.

მარი ჩიტაია
13.07.2016

 სამშენებლო კომპანიების გამოისობით დაზარალებულთა რაოდენობა 20 ათას ოჯახს აღწევს. 2008 წლის შემდგომ პერიოდში, როცა დეველოპერთა უმეტესობა გაკოტრდა, 15 ათასი ოჯახი დაზარალდა, მათ შორის თითქმის ნახევარი "ცენტრ პოინტის" მობინადრეებზე მოდის. ეს სტატისტიკა მხოლოდ თბილისს მოიცავს. უცნობია, რა მდგომარეობაა ამ მხრივ რეგიონებში, ბაზრის კვლევა ამ მიმართულებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არ ჩატარებულა.

მაკა ხარაზიშვილი
12.07.2016

 თბილისში 650 მაღალსართულიანი კორპუსი ავარიულია. ეს დასკვნა მერიის კეთილმოწყობის სამსახურის დაკვეთით "თბილისის მუნიციპალურმა" ლაბორატორიამ გააკეთა. კორპუსების დაზიანება დიდწილად გრუნტის გამორეცხვით არის გამოწვეული, რაც ძალიან სახიფათო მდგომარეობას ქმნის. 4 სართულზე დაბალი საცხოვრებელი სახლების თითქმის 90%-ია ავარიული და ბევრი მათგანი უკვე გამაგრებასაც აღარ ექვემდებარება.

მარი ჩიტაია
12.07.2016

 თბილისის მოსახლეობის უმეტესობა დასასვენებლად ვერ გადის. ძვირადღირებულ კურორტებზე დასვენებას ვინღა ჩივის, როცა ხალხს მამაპაპისეულ სახლში ჩასვლის საშუალებაც არ აქვს. მიმოსვლა განსაკუთრებით ისეთ ადგილებში ჭირს, სადაც ტრანსპორტი არ მოძრაობს და გადაადგილების პრობლემაა. ამიტომ ბევრი სახლი სოფელში, რომელსაც ქალაქში გადასახლებულები ზაფხულში მაინც აკითხავდნენ, შესაძლოა, წელს გამოკეტილი დარჩეს.

მარი ჩიტაია
12.07.2016

აფხაზეთში მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. განსაკუთრებით პერიფერიებში უჭირთ. როგორც ჩანს, რუსეთი ძველებურად ვერ ახერხებს აფხაზების დახმარებას და ამ მიმართულებით ფულადი ნაკადი აშკარად შემცირებულია. პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ოკუპირებულ რეგიონში ეკონომიური სიდუხჭირე განსაკუთრებით საგრძნობია. ყველაზე ნათლად იგი სამომხმარებლო ფასებზე აისახება. ბოლო ორი კვირის განმავლობაში თითქმის ყველა დასახელების პროდუქტი ერთბაშად გაძვირდა.

ლიკა გურაბანიძე
12.07.2016

2014 წელს გამოცემული საწარმოო რეგლამენტის მიხედვით, %32.5 გრადუს ცელსიუსზე მუშაობა მხოლოდ ერთი საათით არის დაშვებული და ისიც მხოლოდ საოფისე პირობებში. %32.5 გრადუსს ზემოთ ყველა ტიპის სამუშაო უნდა შეიზღუდოს სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით, რომელიც საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებულ ჰიგიენურ მოთხოვნებს ამტკიცებს.

ეკატერინე ბასილაია
11.07.2016

 არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 1500-დან 2000-მდე სხვადასხვა ეთნიკური თუ ლინგვისტური წარმომავლობის ბოშა ცხოვრობს: ცოტა თბილისში, ცოტაც - ქუთაისში, ფოთში და ბათუმში, ცოტა მეტი - ქობულეთში, ასევე დედოფლისწყაროშიც და გარდაბანშიც და ისინი ყველაზე მარგინალიზებული, იზოლირებული და ღარიბი ეთნიკური უმცირესობაა ქვეყანაში.

მამუკა ნაცვალაძე
11.07.2016

 1092 წელს ასასინების პირველმა ტერორისტულმა აქტმა თურქ-სელჩუკთა ცნობილი ვაზირი ნიზამ ალ-მულქი შეიწირა, რამაც განსაკუთრებული ვნებათაღელვა გამოიწვია იმ პერიოდის წინა აზიაში. ალამუთის ბინადარნი, რომელნიც როგორც იდეოლოგიურად, ისე პოლიტიკურად გამიჯნულნი იყვნენ მეზობელი სახელმწიფოებისგან, ახალი გამოწვევის წინაშე დადგნენ. მათი პოპულარობა საგრძნობლად გაიზარდა, სულ უფრო მეტი მსურველი გაჩნდა ალამუთში ცხოვრებისა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×