მარი ჩიტაია
20.07.2016

 5 წელი გარდაცვალებიდან... ეს მხოლოდ ციფრია, რომელიც დიდი მწერლის - ოტია იოსელიანის ამ ქვეყნიდან წასვლის თარიღს გვამცნობს. დრო ამ სახელს ვერაფერს დააკლებს, თუნდაც 5 ათეული ან მეტი და მეტი წელი აითვალოს...

მაკა ხარაზიშვილი
19.07.2016

 სამშენებლო კომპანიებმა მოსახლეობა მილიარდ დოლარამდე აზარალეს. მარტო "ცენტრ პოინტის" მიერ მიყენებული ზარალი რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს ცდება. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოსთვის ამ ადამიანებისთვის ქონების დაბრუნება საკმაოდ რთული იქნება.

მარი ჩიტაია
19.07.2016

 გაზგასამართ სადგურებში ძალიან ხშირად ვადაგასულ ან დაზიანებულ აირბალონებსაც ტუმბავენ. მძღოლები ჯერჯერობით ტექნიკური შემოწმების გავლას არ ჩქარობენ. შპს "აირბალონს", რომელიც ტექნიკური ინსპექტირების უფლებით აღჭურვილი კომპანიაა, უვარგისი ბალონების განადგურების ვალდეულებაც აკისრია. კომპანიაში განმარტავენ, რომ ასეთი ყოველი 100-დან შეიძლება 2 ან 3 გაზის ბალონი აღმოჩნდეს.

მარი ჩიტაია
19.07.2016

დედაქალაქის ახლომდებარე აგარაკებზე მოთხოვნამ და ფასმაც მოიმატა. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელი დასვენებას ოჯახებში არჩევს, სადაც ფასი სასტუმროებში დაწესებული ტარიფისგან თითქმის არ განსხვავდება. იმის გამო, რომ აგარაკებს დღიური მომხმარებელი არ ჰყავს, მეპატრონეები დამსვენებლებს მთელი თვის საფასურის გადახდას წინასწარ ავალდებულებენ.

თაკო მათეშვილი
18.07.2016

 სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობა ქალაქის მთავრობას დახმარებას სთხოვს - 25 წელია მათი ქუჩები მსუბუქი ყოფაქცევის ქალების შეკრების ადგილია. ამბობენ, რომ აქ ცხოვრება უკვე გაუსაძლისია, რადგან მათი სახლების ფანჯრების წინ მუდმივად ჩხუბი, გინება და აყალმაყალია.

მამუკა ნაცვალაძე
18.07.2016

 მაკედონიის იმპერიამ გამორჩეული კვალი დააჩნია მსოფლიო ისტორიული პროცესის განვითარებას. სწორედ მაკედონელთა აღზევებით იწყება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ის საინტერესო ურთიერთობები, დღეს რომ გლობალიზაციის სახელითაა ცნობილი.

ია აბულაშვილი
18.07.2016

 ქართულ ისტორიოგრაფიაში არაერთი მასალა არსებობს, სადაც აღწერილია, თუ როგორ ახერხებდნენ ქართველი მეფეები, ყველაზე კრიზიულ დროშიც კი, პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით დაეხსნათ უცხო ქვეყნებში გაბნეული ქართული სიწმინდეები. ამ თემაზე დეტალური საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომ დღევანდელ სტატიაში მკითხველს შევახსენებთ ერთ ისტორიულ ფაქტს, რომელიც ეხება გიორგი ბრწყინვალის "ეგვიპტურ პოლიტიკას".

ნათია ლომიძე
16.07.2016

 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს 38000-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებს. კონკურენცია მაღალია, ამიტომ მომავალი სტუდენტები საგრანტო ქულების აღებასა და უნივერსიტეტში სასურველ ფაკულტეტზე სწავლის უფასოდ ან მინიმალურ ფასად გაგრძელებას ცდილობენ. იციან, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა უნივერსიტში სწავლის სრულფასოვნად მიღებას ნამდვილად ვერ გასწვდება.

მარი ჩიტაია
16.07.2016

ფასები იზრდება, საარსებოს მინიმუმი კი შეიკვეცა. ივნისში მისი ოდენობა, წინა თვესთან შედარებით 3,5 ლარით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,3 ლარით შემცირდა.

მამუკა ნაცვალაძე
16.07.2016

 გამორჩეული გეოსტრატეგიული მნიშვნელობის გამო საქართველო უძველესი დროიდან ხდება მრავალფეროვან კულტურათა გზასაყარი. ის პოლიტიკური თუ კულტურული ორიენტირები, რომლითაც საზრდოობს მსოფლიო, ადეკვატურად აისახება აქ მიმდინარე პროცესებზე.

ლიკა ამირაშვილი
15.07.2016

პედაგოგთა განვითარების სქემაში ვიდეოგაკვეთილების კომპონენტი სავალდებულო აღარ იქნება. როგორც განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, ეს იყო ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც მასწავლებლებმა რთულად და შეუფერებლად ჩათვალეს.

ია აბულაშვილი
15.07.2016

 შუა საუკუნეების ქართული დიპლომატიის შესახებ ბევრი დაწერილა და მომავალშიც ბევრი დაიწერება, მაგრამ როგორი იყო ამ პერიოდში ქართული დიპლომატიის მოქმედების არეალი, სახელმწიფოთა ურთიერთმიმართვის წესი და საერთაშორისო ენა, ამის შესახებ დღევანდელ სტატიაში გვინდა ჩვენს მკითხველს რამდენიმე საინტერესო ამბავი შევახსენოთ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×