ლიკა ამირაშვილი
11.07.2016

 ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება, ამ ეტაპისთვის აბიტურიენტებმა სამი სავალდებულო საგანი - ქართული ენა, უნარები და უცხო ენა ჩააბარეს. წელს პირველად გამოცდები ნახევრად ელექტრონულ ფორმატში ბარდება, რასაც აბიტურიენტების ნაწილი უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ კომპიუტერთან მუშაობა დისკომფორტს უქმნის.

ლიკა ამირაშვილი
09.07.2016

აეროპორტის მიმართულებით მთელი ღამის განმავლობაში ახალმა დიდი ზომის ავტობუსებმა მოძრაობა დაიწყეს. თბილისის მერიის ამ გადაწყვეტილებას საზოგადოება დადებითად აფასებს, თუმცა სპეციალისტთა ნაწილის თქმით, ავტობუსები მოძველებულია.

ნათია ლომიძე
09.07.2016

 მუდმივი სამუშაო ადგილების სიმრავლით ჩვენი ქვეყანა ნამდვილად არ გამოირჩევა, რაც ზრდის სეზონურად დასაქმებულების რიცხვს. ზაფხულის დადგომასთან ერთად, მასზე მოთხოვნა ორმაგდება. უმუშევარ მოქალაქეთა რიცხვს სტუდენტებიც უერთდებიან. ამას ისიც ემატება, რომ სტუდენტებისთვის განკუთვნილი პროექტი "სამერ ჯობს" 2012 წლიდან აღარ არსებობს.

ია აბულაშვილი
09.07.2016

 მკითხველს ალბათ დააინტერესებს დღევანდელ სტატიაში შეთავაზებული მასალა, რომელიც ფასდაუდებელ ცნობებს გვაწვდის დამოუკიდებლი საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისტორიის შესახებ.

მამუკა ნაცვალაძე
09.07.2016

 დინასტიურ ქორწინებებს ჯანსაღი პოლიტიკური ურთიერთობისათვის გამორჩეული დატვირთვა აქვს. პოლიტიკური პლასტები მჭიდროდ კვეთს ადამიანურ განწყობებსა და ვნებებს, ამიტომაც ასეთ დროს ბევრი რამ, მათ შორის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი საკითხები, პიროვნული კონტექსტების დონეზე წყდება.

მამუკა ნაცვალაძე
09.07.2016

 ასპინძის რაიონს მესამე წელია "ბორჯღალოსანთა" ყოფილი კაპიტანი ლევან ცაბაძე ხელმძღვანელობს. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა - უპირველესი სამიზნე რაიონის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა, რაც არამარტო ტურიზმისა და ეკონომიკის, კულტურული განვითარების თვალსაზრისითაც საკმაოდ დიდ პერსპექტივას ქმნის.

ნინო ქეთელაური
08.07.2016

 დედაქალაქში სექტემბრიდან ახალი ავტობუსები იმოძრავებს. როგორც მერიაში აცხადებენ, ავტოპარკი სულ 150 ერთეული ავტობუსით განახლდება, ამ ეტაპზე კი ავტობუსების მხოლოდ ნაწილი ჩამოვა.

მარიამ აფციაური
08.07.2016

 თბილისში მცხოვრებთა ნაწილს სურს, რომ ქალაქში არსებულ ხმაურს, ეკოლოგიურად და სოციალურად მძიმე მდგომარეობას გაექცეს და სიბერე სოფლად გაატაროს. დემოგრაფები ამგვარ დამოკიდებულებას მიესალმებიან, თუმცა ფიქრობენ, რომ ამ აზრს განხორციელება არ უწერია. სახელმწიფომ, პირველ რიგში, იმ მოსახლეობის შენარჩუნებაზე უნდა იზრუნოს, რომელიც ამ დრომდე რაიონში ცხოვრობს.

მაკა ხარაზიშვილი
08.07.2016

 არჩევნების წინ სასოფლო-სამეურნეო მიწების გამალებული რეგისტრაცია დაიწყება. კანონი, რომელიც პარლამენტმა ივნისის ბოლოს მიიღო აგვისტოს შუა რიცხვებში უნდა ამოქმედდეს. მანამდე ეკონომიკის სამინისტრომ პროექტის ფინანსური ანგარიში უნდა დასრულოს, ხოლო იუსტიციის სამინისტრომ კანონქვემდებარე აქტები გამოსცეს.

ია აბულაშვილი
08.07.2016

 "1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, აუცილებელი იყო ჩვენ მიერ დასახული პოლიტიკური მიზნების და არსის გადმოცემა. ჩვენ გვმართებდა ჩვენი ორიენტაციის ზუსტი გამოხატვა და დასაბუთება, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ 1918 წელს.

ლიკა გურაბანიძე
08.07.2016

ყოველწლიურად ალკოჰოლის საზიანო გამოყენებით დაახლოებით 2.5 მილიონი ადამიანი იღუპება, მათ შორის 320 000 15-29 წლის მოსახლეობაა. იგი ჯანმრთელობის გაუარესების მესამე წამყვან რისკ-ფაქტორად მოიაზრება და მისი წილი საერთო სიკვდილიანობაში 4%-ს აღწევს (2004).

ელზა პაპოშვილი
07.07.2016

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებს, რომლის თანახმადაც საქართველოში დაბინძურებული ჰაერის გამო ყველაზე მეტი ადამიანი კვდება, ეკოლოგების და გარემოს დამცველების მხრიდან სხვადასხვა სახის შეფასებები მოჰყვა და რამოდენიმე დღეა რაც მის გარშემო კამათი არ წყდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×