იაგო ნაცვლიშვილი 08.07.2015
უეფას სუპერთასის ფინალის ბილეთები კვირას, დილის 9 საათიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში გაიყიდება, - ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. თუმცა როგორ დარეგულირდება სალაროებთან რიგი, ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.
|
ელზა წიკლაური 07.07.2015
საბერძნეთის შემდეგ ქართველი ემიგრანტებს იტალიაშიც გაუჭირდათ. ამბობენ, რომ მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის გამო, იტალიელები უცხოელი მუშახელის აყვანაზე უარს ამბობენ, რის გამოც, ქართველ ემიგრანტებს სამსახურის დაწყება უჭირთ. ვინც მუშაობს, დამსაქმებელმა ოჯახებმა მათ ხელფასი 100-200 ევროთი შეუმცირეს.
|
მარი ჩიტაია 07.07.2015
კერძო სკოლების უმეტესობა ახალ სასწავლო წელს შემცირებული კონტინგენტით ხვდება. ზოგიერთ მათგანში მოსწავლეების რაოდენობა განახევრდა, ზოგს კი იმდენად გაუჭირდა, რომ ახალი ჯგუფის გახსნასაც ვერ ახერხებს. გახშირდა კერძო დაწესებულებებიდან ბავშვების საჯარო სკოლებში გადაყვანის ფაქტებიც, რასაც სკოლის დირექტორები მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობის გაუარესებას უკავშირებენ.
|
მარი ჩიტაია 07.07.2015
საზაფხულო სეზონის გავლენა ცივი სასმელების ბიზნესზე დადებითად აისახა. რეალიზაციამ ამ სეგმენტში მოიმატა, თუმცა ეს ტენდენცია საერთო მაჩვენებელზე მაინც და მაინც შთამბეჭდავად არ ასახულა. სავაჭრო ქსელების წარმომადგენელთა ინფორმაციით, გამაგრილებელი სასმელების გაყიდვა ივნისში, წინა თვესთან შედარებით, გაიზარდა, მაგრამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდს, დაახლოებით, 15-20%-ით ჩამორჩება.
|
მარი გოცირიძე 07.07.2015
საქართველო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელებას აგრძელებს. პროგრამის პირველი ფაზა მოიცავს იმ 5000 პაციენტის მკურნალობას, რომელთა ღვიძლის მდგომარეობაც კრიტიკულია. პარალელურად დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა - "c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში: სამომავლო განვითარების გზები".
|
თეა ბეჟიტაშვილი 07.07.2015
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ყოველ წელს საქართველოში ყველაზე ხშირად სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებების მქონე ადამიანები იღუპებიან.
|
თეა ბეჟიტაშვილი 06.07.2015
"დღეს მდინარე დურუჯის კალაპოტი მყარი მასალით ისეა ამოვსებული, რომ თუ არ გაიწმინდა და კალაპოტი არ გადაღრმავდა, ქალაქ ყვარელს საფრთხე ემუქრება", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას გეომორფოლოგი მერაბ გონგაძე მდინარე დურუჯში მოსალოდნელი ღვარცოფისა და ქალაქ ყვარელის დატბორვის შესახებ.
|
ლიკა ამირაშვილი 06.07.2015
ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში ქორწინების საშუალო ასაკის ზრდის ტენდენცია შეინიშნება. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მამაკაცებში საშუალო ასაკი 31 წელი, ხოლო ქალებში 26-ია.
|
თიკო ოსმანოვა 06.07.2015
ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ვეფხვის ლეში, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს. 13 ივნისის სტიქიის შედეგად განადგურებული ზოოპარკიდან ერთი ვეფხვი დღემდე დაკარგულად ითვლებოდა. ერთმა კი, როგორც ცნობილია, რამდენიმე კვირის წინ ადამიანი იმსხვერპლა.
|
ლიკა ამირაშვილი 06.07.2015
ბავშვები მაღალი ცნობიერებითა და მახვილი ინტუიციით, ფლობენ ახალ, უჩვეულო ფსიქოლოგიურ თვისებებსა და ტენდენციებს. მათი აზროვნების პროცესი და საერთოდ ხასიათი განსხვავებული და საკმაოდ პრინციპულია. ისინი ყველაფერს გაცილებით უფრო ადვილად ითვისებენ. მათ ახალი ეპოქის ადამიანებს უწოდებენ, თუმცა ასეთი ბავშვების ყველაზე გავრცელებული სახელი - ინდიგოა.
|
მარი ჩიტაია 04.07.2015
მუნიციპალური საბავშვო ბაღების მიღმა წელსაც ათასობით ბავშვი დარჩება. ამ დროისთვის ადგილები უმეტეს დაწესებულებებში შევსებულია. მშობლებს რეგისტრაცია ყველაზე მეტად 4-6-წლიან ჯგუფებში უჭირთ, ხოლო 2-3-წლიან ჯგუფებში ადგილები მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია. მიუხედავად იმისა, რომ თბილისს წელს 4 ახალი საბავშვო ბაღი შეემატა, ამით პრობლემას სიმწვავე არ მოკლებია.
|
მარიამ აფციაური 04.07.2015
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დოქტორანტები დამატებითი სემესტრის გაძვირებას უკვე რამდენიმე თვეა აპროტესტებენ. "რეზონანსი" ამ თემით რამდენჯერმე დაინტერესდა, რაც გახდა საფუძველი იმისა, რომ რექტორმა და აკადემიურმა საბჭომ პირდაპირ მოუწოდა ფაკულტეტს სწავლის ქირის შემცირებისკენ. მიუხედავად ამისა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, სწავლის საფასური დოქტორანტურის დამატებით სემესტრზე მაინც გაძვირდა. ამ და სხვა ფინანსურ დეტალებზე "რეზონანსს" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი რამაზ ბოჭორიშვილი ესაუბრა.
|