ელზა პაპოშვილი
13.07.2015

თბილისში 2 თვის განმავლობაში - მაისსა და ივნისში - ალკოჰოლური სასმელით მოწამვლის, რეკორდული, 3241 შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესამსახურში აცხადებენ, ალკოჰოლური მოწამვლის ფაქტზე მათ მაისში 1682 გამოძახება მიიღეს, ივნისში კი 1559.

ლიკა ამირაშვილი
11.07.2015

 სოიო, სიმინდი, ბრინჯი, კარტოფილი, შაქარი - ეს იმ პროდუქტების მცირე ჩამონათვალია, რომელიც მაღალი ალბათობით გენმოდიფიცირებულ კომპონენტს შეიცავს. ახალი კანონის მიხედვით, რომელიც 1 ივლისიდან ამოქმედდა, გმო პროდუქტებზე ეტიკეტირება სავალდებულო გახდა.

თეა ბეჟიტაშვილი
11.07.2015

სომნაბულიზმი, იგივე მთვარეულობა ეს არის მდგომარეობა, როდესაც მძინარე ადამიანი ღამე მექანიკურად სხვადასხვა მოქმედებებს ასრულებს. მთვარეული როგორც საკუთარი თავისთვის, ისე სხვებისთვისაც საშიში შეიძლება იყოს, რადგან ამ დროს ადამიანს ბიოლოგიურად სძინავს, ხოლო გამოღვიძებისას აღარაფერი ახსოვს.

თეა ბეჟიტაშვილი
10.07.2015

 "13-14 ივნისის სტიქია არ განმეორდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ იქნება გართულება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი. მისი თქმით, წყნეთი-ახალდაბას გზაზე ჩამოწოლილი მეწყერი იმ მასშტაბის არ არის, რომ 13-14 ივნისს დედაქალაქში მომხდარი სტიქიის განმეორების საშიშროება არსებობდეს.

თაია არდოტელი
10.07.2015

2014 წლის მონაცემებით, მოხუცების რაოდენობა 98 ათასით აღემატება ბავშვების რაოდენობას, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობა დემოგრაფიულად ძალიან დაბერებულია.

ლიკა ამირაშვილი
10.07.2015

სახალხო დამცველის აპარატი ბავშვთა სექსუალური ძალადობის აღმოსაფხვრელად მთავრობას შესაბამისი ქმედებისკენ მოუწოდებს. როგორც სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციიდან ვგებულობთ, 2014-2015 წლების განმავლობაში ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტები მკვეთრად გახშირდა. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ბავშვთა მიმართ სექსუალური ძლადობის ფაქტების გამოვლენა შემაშფოთებელია, ამიტომ პრევენციის მიზნით სახელმწიფომ შესაბამისი ზომები უნდა გაატაროს.

ელზა პაპოშვილი
09.07.2015

 სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში ავარიის შემთხვევები გახშირდა. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, კვლევით დადგინდა, რომ გასულ წელს ავტოკატასტროფას 511 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 8 536 დაშავდა, რაც სხვა წლებთან შედარებით საგანგაშო მაჩვენებელია.

ელზა წიკლაური
09.07.2015

 თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პროცესი ისევ დაუძლეველი პრობლემების ფონზე მიმდინარეობს. გარდა იმისა, რომ წელსაც ათასობით ბავშვი ბაგა-ბაღის მიღმა რჩება, ახალმა თავსატეხმა იჩინა თავი. ეს გახლავთ გაუმართავი ელექტრონული სისტემა. მშობლების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაციისას ვებ-გვერდზე ყველა მონაცემი ზუსტად შეიყვანეს, სისტემა "შეცდომას" აფიქსირებდა და უთითებდა სწორად ჩაეწერათ ბავშვის ასაკი ან პირადობის ნომერი.

თეა ბეჟიტაშვილი
09.07.2015

 "საქართველოს ბაზარზე 200 ათასზე მეტი კომერციული სეთ-თოფ ბოქსია შემოტანილი, თუმცა კონკრეტულად რამდენია გაყიდული, ამის სტატისტიკა არ არსებობს, რადგან სახელმწიფო კერძო სექტორში არ ერევა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს თავმჯდომარე ნინო ქუბინიძე ქვეყნის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

სალომე სარიშვილი
08.07.2015

 ორი დღის წინ ანაკლიაში "კაზანტიპის" ძეგლი აიღეს, რამაც პროექტ "კაზანტიპის" პრეზიდენტისა და მისი დამფუძნებლის, ნიკიტა მარშუნოკის გაღიზიანება გამოიწვია.

თაია არდოტელი
08.07.2015

უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება. როგორც "რეზონანსს" ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, 12 ივლისის ჩათვლით დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.

ელზა წიკლაური
08.07.2015

საბერძნეთის და იქ ჩარჩენილი ქართველი ემიგრანტების ბედი ისევ გაურკვეველია. ქვეყანაში კვლავ დახურულია ბანკები, ათიათასობით ქართველი კი საკუთარ ოჯახში ფულს ვერ აგზავნის. ისინი თანხის გამოგზავნას მხოლოდ მგზავრთა მომსახურების კომპანიების მეშვეობით ახერხებენ, თუმცა შეზღუდული რაოდენობით. თუ კომერციული ბანკები რამდენიმე დღეში არ გაიხსნა, ემიგრანტები, შესაძლოა, საერთოდ ხელფასისა და სამსახურის გარეშეც დარჩნენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×