ელზა პაპოშვილი 28.07.2015
დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტი ორკვირიანი კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც ახალდაბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა. როგორც ინსტიტუტში აცხადებენ, კვლევის დროს მაქსიმალურად იყო გამოყენებული ყველა თანამედროვე ტექნოლოგია, რომ ობიექტური სურათი დადებულიყო, თუ რამდენად არსებობს ტერიტორიაზე მეწყრის განმეორების საფრთხე.
|
ელზა წიკლაური 28.07.2015
ლარის დევალვაციამ საქართველოს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე ნეგატიური გავლენა უკვე მოახდინა. საკვები და პირველადი მოხმარების პროდუქციის, მედიკამენტების თუ სხვა გადასახადების გაძვირების შედეგად ოჯახების ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზარდა. უახლოეს დღეებში მოიმატებს დენის ტარიფიც, რასაც სამომხმარებლო ბაზარზე ფასების ავტომატური ზრდა მოჰყვება. საბოლოო ჯამში კი, ლარის გაუფასურების გამო, წლის განმავლობაში ერთი რიგითი ოჯახის ხარჯი მინიმუმ 300 ლარით გაიზრდება.
|
მარი ჩიტაია 28.07.2015
საქართველოს მასშტაბით სილამაზის სალონების უმეტესობა უსაფრთხოების მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. უკვე შემოწმებული ათი სალონიდან შეიძლება გამონაკლისი იყოს ერთი ან ორი მათგანი, რომელიც სტანდარტს იცავს. მომხმარებელთა უფლებადამცველების ინფორმაციით, სილამაზის სალონების დაახლოებით 80%-ს ყველანაირი პრობლემა აქვს და სხვადასხვა სახის დარღვევა ფიქსირდება.
|
თეა ბეჟიტაშვილი 28.07.2015
"დაბალი ხარისხის მშენებლობის გამო საქართველო სეისმურად მაღალი რისკის ქვეყნების რიგში დგას", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორი თეა გოდოლაძე ქვეყანაში მიწისძვრის რისკებთან დაკავშირებით.
|
მარი ჩიტაია 28.07.2015
ტურისტულ რეგიონებში დამსვენებლების სიმცირეა. პრობლემაა, როგორც საზღვაო, ასევე სამთო კურორტებზე. სასტუმროების ნაწილმა ფასი დააკლო, ზოგმაც ცოტათი გააძვირა, მაგრამ მდგომარეობა თითქმის ყველგან ერთნაირია. ტურისტების აზრით, საკურორტო ბიზესში ცნება "იაფი" არ არსებობს და ხარჯს ვერ აუდიან კერძო სექტორშიც კი, სასტუმროებზე რომ არაფერი ვთქვათ.
|
თეა ბეჟიტაშვილი 27.07.2015
"ჩვენი მიზანია, დავიცვათ თეთრი რასის სიწმინდე და მომავალი ქართველი ბავშვებისთვის" - ფლაერებს ასეთი წარწერითა და ნაცისტური სიმბოლიკით დედაქალაქის ქუჩებში ახალგაზრდები რამდენიმე დღის წინ არიგებდნენ. წარწერის გარდა, სურათზე ინგლისურად არის მიწერილი "ნაციონალ-სოციალისტური საქართველო".
|
გვანცა ღვედაშვილი 27.07.2015
14 ივლისს გლდანის მე-6 მიკრორაიონის მე-2 კორპუსში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა, რასაც 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. აფეთქებიდან თითქმის ორი კვირა გავიდა, კორპუსიდან გამოყვანილია ყველა დაზარალებული მცხოვრები და დროებით სასტუმრო "დეკადენსში" არიან დაბინავებული.
|
თაკო მათეშვილი 27.07.2015
დიდუბის რაიონში ერთ-ერთი ქუჩის დასახელება დავის საგანი გახდა - ვლადიმერ ვორონინის სახელობის ქუჩა რამდენიმე თვის წინ კაპიტან ვახტანგ შანავას სახელობის გახდა, რამაც ქუჩის მცხოვრებლები აღაშფოთა. აცხადებენ, რომ დამსახურებული მეცნიერი და აკადემიკოსი რუსული გვარის გამო "გაიმეტეს".
|
ია აბულაშვილი 27.07.2015
ნასამ "ახალი დედამიწა" აღმოაჩინა. ეს ინფორმაცია სულ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა და მსოფლიო ასტრონომების ყურადღება მიიპყრო. ნასას კეპლერის მისიამ, რომელიც სამყაროში სიცოცხლისათვის თავსებად პლანეტებს ეძებს, დაადასტურა, რომ არსებობს პლანეტა "კეპლერ 452-ბ", რომელიც დედამიწას ძალიან ჰგავს და მას შეიძლება არაოფიციალურად "დედამიწა 2" ეწოდოს.
|
გვანცა ღვედაშვილი 25.07.2015
13 ივნისის წყალდიდობით განადგურებული თბილისის ზოოპარკის აღდგენითი სამუშაოების დამთავრება სექტემბერი-ოქტომბრისთვის იგეგმება, რის შემდეგაც იგი დამთვალიერებლებს უმასპინძლებს. მიუხედავად იმისა, რომ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ საუბარი ზოოპარკის გადატანაზე აქტიურად მიმდინარეობს, ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული კონკრეტული ვადები, თუ როდის უნდა დაიწყოს ახალი ზოოპარკის მშენებლობა, არც პროქტი არსებობს, არც ზუსტად განსაზღვრული ტერიტორია და არც ფინანსები.
|
მარიამ აფციაური 25.07.2015
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით, 2012 წელს მართვის მოწმობის ასაღებად განაცხადი 3347-მა სტუდენტმა წარადგინა. სავარაუდოდ, შარშან ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდებოდა. "რეზონანსის" მიერ ჩატარებულმა მცირე კვლევამ აჩვენა, რომ ყველა მესამე ახალგაზრდას ავტომობილი ჰყავს. გამოკითხვა 60 თბილისელს შორის ჩატარდა, რომელთა ასაკობრივი ზღვარი 17-დან 25 წელია.
|
თეა ბეჟიტაშვილი 25.07.2015
ზამთრისგან განსხვავებით, ზაფხულში თითქმის ყველანაირ საკვებ პროდუქტს მაცივარში ვინახავთ, რადგან საკვები მალე გაფუჭებისგან დავიცვათ. მაგრამ მაცივარში შენახვის ხანგრძლივობა შეზღუდულია და ყველა პროდუქტს თავისი შენახვის ვადა აქვს.
|