თეო გუდავაძე 30.08.2017
2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო მონაცემებით, 28 136 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მოთხოვნადი სახელმწიფო უნივერსიტეტები იყო: თსუ, ილიაუნი, სტუ, სამხატვრო აკადემია და სამედიცინო უნივერსიტეტი. მათ გვერდითაა საქართველოს ეროვნული უნივესიტეტი (სეუ), რომელიც სწავლის დაბალი გადასახადით აბიტურიენტებში პოპულარობით სარგებლობს. სტანდარტული და შედარებით ხელმისაწვდომი გადასახადი უმთავრესია, რაც აბიტურიენტებსა და მათ მშობლებს სახელმწიფო უნივერსიტეტებში იზიდავთ.
|
ია აბულაშვილი 30.08.2017
როგორც ცნობილია, პირველი წერილი ნიკო ფიროსმანზე გრიგოლ რობაქიძემ 1922 წელს გაზეთ "ბახტრიონში" გამოაქვეყნა, თუმცა მწერალი გიორგი კაკაბაძე თავის დოკუმენტურ რომან "დაკარგული უბრალოების ძიებაში" ერთი საინეტერესო წერილის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც გრიგოლ რობაქიძეს ნიკო ფიროსმანაშვილის ნახატების იმ ერთდღიანი გამოფენის შემდეგ დაუწერა, რომელიც 1916 წლის 5 მაისს ილია ზდანევიჩის ატელიეში მოეწყო და რომელიც 1916 წლის 15 მაისით თარიღდება. როგორი შთაბეჭდილება მოუხდენია ამ გამოფენას გრიგოლ რობაქიძეზე, მკითხველი ამ წერილიდან შეიტყობს.
|
ია აბულაშვილი 28.08.2017
ქართველ ემიგრანტ ქალებზე, მათ ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ბევრი სმენია ჩვენს მკითხველს, მაგრამ დღევანდელ სტატიაში, გვინდა, გავიხსენოთ პარიზში მოღვაწე ქართველი მხატვარი ვერა ფაღავა, რომელმაც, როგორც ავანგარდისტმა მხატვარმა, ახალი სიტყვა თქვა ამ სფეროში, თანაც იმ ქალაქში, სადაც მეოცე საუკუნის დასაწყისში თითქმის ყველა მხატვრული ექსპერიმენტი უკვე ჩატარებული იყო.
|
მარიამ ელიაშვილი 28.08.2017
ეს ბაბილონური თიხის ფირფიტა ახლანდელი ერაყის ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში გასული საუკუნის დასაწყიში აღმოაჩინეს, თუმცა მის გაშიფვრას დღემდე ამაოდ ცდილობდნენ. ფირფიტას "პლიმპტონ 322" უწოდეს და მისი ასაკი 3700 წლით განსაზღვრეს. ავსტრალიელმა მკვლევრებმა მისი საიდუმლოს ამოხსნა ახლახან შეძლეს.
|
მარიამ ელიაშვილი 28.08.2017
"ფლორენს 3122" ჩვენს პლანეტას 2017 წლის 1-ელ სექტემბერს ძალიან ახლოს ჩაუვლის, თუმცა შეჯახების საშიშროება არ არსებობს. ეს ასტეროიდი, რომლის დიამეტრიც 4,4 კილომეტრს შეადგენს, დედამიწის ორბიტის სიახლოვეს შემჩნეულ ასტეროიდთა შორის ერთ-ერთი უდიდესია.
|
მამუკა ნაცვალაძე 28.08.2017
შაჰ-აბასის საქართველოში ლაშქრობები სისასტიკითა და დაუნდობლობითაა ხელდასხმული. ეს ყველაფერი დღემდე მოუშუშებელ ტკივილად რჩება ჩვენს სამშობლოს. ფერეიდანში გადასახლებული 200 ათასი ქართველი, დღემდე რომ სათუთად ინახავს ქართულ გენსა და ენას, სწორედ ამის დასტურია.
|
სოფო ჩხიკვაძე 26.08.2017
ბოლო რამდენიმე წელია, დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ მოსახლეობას გარეული ცხოველები აწუხებენ. მაღალმთიან სოფლებში სულ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს, დანარჩენი სახლები მიტოვებულია. ზაფხულშიც კი არ შეინიშნება სოფლებში ხალხმრავლობა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში მგლებმა ასზე მეტი პირუტყვი დაგლიჯეს. ხშირ შემთხვევაში ცხოველები ხალხს დღის განმავლობაშიც არ ერიდებიან.
|
მამუკა ნაცვალაძე 26.08.2017
1795 წელი გარდამტეხი აღმოჩნდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში. სპარსეთის იმდროინდელი მმართველის აღა-მაჰმად ხანის მიერ თბილისის დარბევამ საფუძვლიანად შეარყია ქართლ-კახეთის სამეფო. ერთიანად ააოხრეს ირანელებმა თბილისი, ტრაგედიის მასშტაბების გაცნობიერება იოლი იქნება, თუკი გავითვალისწინებთ, რომ მთლიანად განადგურდა უნიკალური სამეფო არქივი, ბიბლიოთეკა, სტამბა... და რაც მთავარია, ამ ვანდალიზმის შედეგად, თუ არ ჩავთვლით სიონს, ანჩისხატსა და მეტეხს, თბილისში დანგრევისაგან მხოლოდ სამეფო სასახლე გადარჩა.
|
ია აბულაშვილი 26.08.2017
1955 წელს თენგიზ აბულაძემ და რეზო ჩხეიძემ "მაგდანას ლურჯა" გადაიღეს. 1956 წელს სურათმა კანის მე-9 საერთაშორისო კინოფესტივალზე მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში გაიმარჯვა და "ოქროს პალმის" პრიზიორი გახდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ქართველი რეჟისორების ნამუშევარმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, თუმცა ამ წარმატების შესახებ თენგიზ აბულაძემ და რეზო ჩხეიძემ მოგვიანებით, ისიც რადიოს საშუალებით შეიტყვეს.
|
ია აბულაშვილი 25.08.2017
1924 წლის აჯანყებაზე ბევრი დაწერილა და მომავალშიც ალბათ ბევრი დაიწერება, მაგრამ დღევანდელ სტატიაში მკითხველს გვინდა შევთავაზოთ ამბავი ხევსური ქალისა, რომელიც 1924 წლის აჯანყებაში ქართველი ვაჟკაცების გვერდით გმირულად იბრძოდა.
|
თამარ მუკბანიანი 25.08.2017
მობილური ტელეფონის გამოგონებას შეიძლება, თანამედროვე ტექნიკური პროგრესის რევოლუცია ეწოდოს. მობილურ კავშირგაბულობას უდიდესი მოგება მოაქვს კორპორაციებისთვის. საკმაოდ ხელსაყრელია ასეთი ტექნოლოგია ჩვეულებრივი მომხმარებლისთვისაც, მაგრამ ნებისმიერ ტექნიკურ პროგრესს, სიკეთესთან ერთად, ახლავს უარყოფითი შედეგები. დღესდღეობით ადამიანების დიდი უმრავლესობა დროის უმეტეს ნაწილს მობილურ ტელეფონთან ატარებს. დღის განმავლობაში ეს დრო 4 საათიდან 14 საათამდეც კი მერყეობს.
|
მარი ჩიტაია 24.08.2017
ბოლო 3 წელიწადში საქართველოში მოპედების 665 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. როგორც შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მონაცემიდან ჩანს, 2014-2016 წლებში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიაზე მოპედების საგზაო შემთხვევები გახშირებულია. შედეგი კი საკმაოდ მძიმეა - 23 გარდაცვლილი და 733 დაშავებული - ასეთია ინფორმაცია, რომელიც "რეზონანსს" შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა მიაწოდა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|