მარი ჩიტაია 15.08.2017
დღეიდან გადამეტებული ხმაური დასჯადია. დღისა და ღამის საათებში ხმაურის დასაშვებ ნორმას კანონი დაარეგულირებს. ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" მიმდინარე წლის ივნისში შევიდა და 15 აგვისტოდან ამოქმედდა. რამდენად მოხერხდება კანონის აღსრულება, ეს სულ მალე გამოჩნდება.
|
ია აბულაშვილი 15.08.2017
1951 წლის 26 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა დინ აჩენსონმა ამერიკის მთავრობის სახელით ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე რადიოსადგურ "ამერიკის ხმის" ახლად შექმნილი ქართული რედაქციიდან მიულოცა. მაშინ მიკროფონთან ბაგრატიონთა გვარის შთამომავალი, ცნობილი ქართველი პიანისტი ერეკლე ორბელიანი იჯდა.
|
ია აბულაშვილი 14.08.2017
1952 წელს ჰოლივუდში ცნობილმა რეჟისორმა ჯორჯ სიტინმა გადაიღო ფილმი ჯორჯ პაპაშვილის რომანის მიხედვით - "ყველაფერი შეიძლება მოხდეს". ამ წიგნის ავტორი ბოლშევიკებს გაქცეული და ნიუ-იორკში ემიგრანტის სტატუსით ჩასული, დუშეთის პატარა სოფელ კობიაანკარში დაბადებული გიორგი პაპაშვილია, რომლის წიგნიც უოლტ უიტმანის, მარკ ტვენის, უილიამ ფოლკნერის, ერნესტ ჰემინგუეის ნაწარმოებების გვერდით მოიხსენიება.
|
მარიამ ელიაშვილი 14.08.2017
მზე შედგება ბირთვის, რადიაციული ზონის, კონვექციური ზონისა და ატმოსფეროსგან. მისი ხილული ზედაპირის - ფოტოსფეროს შესახებ მეცნიერებს საკმარისი ინფორმაცია, დიდი ხანია, აქვთ, თუმცა დღემდე საიდუმლოდ რჩებოდა თვალით უხილავი ნაწილის - ბირთვის თავისებურებები. ცნობილი იყო მხოლოდ ის, რომ მზე ენერგიას ბირთვში მიმდინარე თერმობირთვული რეაქციების წყალობით იღებს.
|
მარიამ ელიაშვილი 14.08.2017
ტრანსპლანტაციისთვის ორგანოთა დეფიციტისა და თავსებადობის პრობლემა ერთ-ერთ ყველაზე მნიშნელოვანი პრობლემაა სამედიცინო სფეროში. ყოველდღიურად დაახლოებით 18 ადამიანი ორგანოს დონორების და რბილი ქსოვილების არარსებობის გამო იღუპება. შარშან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ორგანოთა ტრანსპლანტაციის კომიტეტის მთავარმა მედიკოსმა დევიდ კლასენმა განაცხადა, რომ 33 600 ორგანოს ტრანსპლანტი შეისწავლეს, რომელთაც 116 800 ადამიანი ელოდება.
|
მამუკა ნაცვალაძე 14.08.2017
ურთულესი რეგიონია კავკასია, ყველა დროისა და ფორმაციის მსოფლიო გეოპოლიტიკური სივრცისთვის საინტერესო და მიმზიდველი. სწორედ ეს ინტერესი ქმნიდა ქართული სახელმწიფოსათვის საკმაოდ რთულ და ხშირ შემთხვევაში ძნელად დასაძლევ რეალობას.
|
თამარ მუკბანიანი 12.08.2017
ერთი შეხედვით უწყინარი საყოფაცხოვრებო ნივთი, რომელიც ადამიანს დიდ კომფორტს უქმნის და გაუსაძლისი სიცხის დროს შვებას გვრის, შესაძლოა, სერიოზული დაავადებების მიზეზად იქცეს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, გარემოსა და ოთახის ტემპერატურას შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 4-6 გრადუსს, რომ ჯანმრთელობის ზიანი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.
|
მამუკა ნაცვალაძე 12.08.2017
ერთიანი კავკასიური სივრცე ყოველთვის დიდ თავსატეხს უჩენდა მსოფლიო პოლიტიკას, სწორედ ამიტომაც ისახავდნენ მიზნად იმპერიები კავკასიური კოზირის განეიტრალებას. ამ მხრივ პირველი წარმატებული ცდა სასანიანურ ირანს ეკუთვნის, რომელმაც კარგად გააანალიზა კავკასიის პოლიტიკური და კულტურულ-სარწმუნოებრივი რეალობა და მეშვიდე საუკუნის დასაწყისიდან უარი თქვა ამ რეგიონში მაზდეანური აგრესიული სარწმუნოებივი მოდელის დამკვიდრებაზე.
|
ია აბულაშვილი 12.08.2017
"ძნელი სათქმელია, რა უფრო უყვარს მას - მუსიკა თუ თეატრი, ორივე ეს ხელოვნება ორგანულადაა მასში შერწყმული. მე მეჩვენება, რომ რამაზი სახეს კი ვერ "ხედავს", არამედ ყოველთვის "ისმენს" მას. იგი სახისთვის პოულობს მელოდია-კამერტონს და მას უმორჩილებს თავის სულსა და სხეულს. ასე იყო "ესპანელ მღვდელში" ლეონარდოს როლზე მუშაობისას, ასე იყო "ჭინჭრაქაშიც" და ყველა სხვა როლში", - იტყვის წლების შემდეგ მიხეილ თუმანიშვილი რამაზ ჩხიკვაძეზე.
|
თამარ მუკბანიანი 11.08.2017
ევროპაში ათეულობით მილიონი კვერცხი სავაჭრო ობიექტებიდან ამოიღეს. პროდუქტში აღმოჩენილია მომწამვლელი ნივთიერება. რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში? სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოში კვერცხის 60 ნიმუში გამოიკვლია, რომელთაგანაც ყველა სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია და არ უქმნის საფრთხეს ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
|
თიკო ოსმანოვა 11.08.2017
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიმდინარე წელს 282 გველი დაიჭირა, მაგრამ გველის მიერ დაკბენის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. სპეციალისტები ქვეწარმავლების მომრავლებას სიცხეში ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევენ და ვითარებას საგანგაშოს არ უწოდებენ.
|
ია აბულაშვილი 11.08.2017
როგორც ისტორიკოსები ამბობენ, ხუროთმოძღვრების, ოქრომჭედლობისა და ხელოვნების სხვა დარგებს შორის საპატიო ადგილი უკავია ნაქარგობას და ქართველმა ხალხმა ხელოვნების ამ დარგშიც თავის სიტყვა თქვა.
|