მარიამ ელიაშვილი 21.08.2017
ბიოლოგისა და ნეირომეცნიერის - სუსუმუ ტონეგავას უკანასკნელმა კვლევამ, რომელიც მეხსიერების შესწავლას ემსახურებოდა, პასუხი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კითხვას გასცა. მეცნიერებმა ახლა ზუსტად იციან, ტვინის რომელი ნაწილია პასუხისმგებელი ეპიზოდური მოგონებების შექმნასა და მათ ფორმირებაზე. ამ ინფორმაციას ნეირომეცნიერებისთვის განუზომელი ღირებულება აქვს.
|
მამუკა ნაცვალაძე 19.08.2017
1629 წელს სეფიანთა მრისხანე მბრანებელი შაჰ აბას პირველი გარდაიცვალა. შიშზე და მძვინვარებაზე დაფუძნებული სამეფო ვერ გამოდგა ძლიერი ბასტიონი. ირანი, რომელიც რისხვად მოევლინა მეთექვსმეტე საუკუნიდან ქართველობას, ქართველთა მონაწილეობის გარეშე ვერ ახერხებს შაჰის ტახტზე სასურველი კანდიდატის აყვანას.
|
ია აბულაშვილი 19.08.2017
"მე არ მითამაშია როლი, რომელზეც ღამეები არ მითენებია, და თუ რომელიმე მათგანი უდღეური აღმოჩნდა, ისინი მაინც ღვიძლია, რადგან მათ უდღეურობაში მე უფრო მიმიძღვის წვლილი, ამიტომ მე ყველა როლი ერთანირად მიყვარს", - იტყვის სერგო ზაქარიაძე, კაცი, რომელსაც "ჯარისკაცის მამის" გარდა სხვა როლები რომ არ ეთამაშა, მხოლოდ ამ ფილმით შევიდოდა ისტორიაში.
|
ნათია ლომიძე 18.08.2017
ბოლო დროს თბილისის ქუჩებში მიუსაფარი ძაღლების რაოდენობამ მოიმატა. მათი ნაწილი სპეციალური ბირკის გარეშეა და მოსახლეობას საფრთხეს უქმნის. დედაქალაქის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ძაღლები საკმაოდ აგრესიულები არიან და მათი საცხოვრებელი უბნებიდან გაყვანას მოითხოვენ. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში კი აცხადებენ, რომ აგრესიულ ძაღლებს ვაქცინაციის შემდეგ ქუჩებში არ აბრუნებენ, რათა ცხოველებისა და ადამიანების უსაფრთხოება დაცული იყოს.
|
მარი ჩიტაია 18.08.2017
რეგიონებში ხალხი სამგზავროდ გადაკეთებული სატვირთო მიკროავტობუსებით გადაადგილდება. ამის მიზეზი, როგორც სპეციალისტები ამბობენ, სატვირთო ტრანსპორტის შედარებით დაბალი ფასია, რის ხარჯზეც მგზავრების უსაფრთხოება აშკარად დაუცველია.
|
ია აბულაშვილი 18.08.2017
"თამარის კაბა ჰაეროვანი არ არის, ის კეთილშობილი ქვებით იმდენად დამძიმებულია, რომ თამარი ალბათ მხოლოდ საზეიმო დღეებში ჩაიცმევდა, მაგრამ როცა ჩაიცმევდა, ცხადია, რომ ქართული სამეფოს სიდიადეს და ფუფუნებას წარმოაჩენდა, რაც მნახველს მისი სამეფოსადმი მოწიწებით განმსჭვალავდა", - წერდა ცნობილი ქართველი მხატვარი სოლიკო ვირსალაძე.
|
ია აბულაშვილი 17.08.2017
"ისტორიაზე დიდი მოსამართლე არ არსებობს, ისტორიის მესიტყვემ კი მხოლოდ სიმართლე უნდა თქვას და ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინოს. შორეული წარსული კვდება და ეს კანონზომიერებაა, მაგრამ ისტორია ჩვენთვის ქმნის ახალ წარსულსაც, რომელიც შეძლებისდგვარად ნამდვილი და ზუსტი უნდა იყოს" - ამბობს ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი იგორ კვესელავა თავისი ისტორიული თხზულებების სერიის ახალ, მე-4 წიგნში. მასთან ერთად გამოიცა, აგრეთვე, მე-5 და მე-6 ტომები.
|
ია აბულაშვილი 17.08.2017
"სასწაული - მოვლენაა, რომელიც ბუნების საზღვრებს იქით არსებობს და განა თეატრი კი არ არის სასწაული? როდესაც სცენაზე არასოდეს არსებული ცხოვრება, ტანჯვა, სიხარული, ადამიანები იბადებიან?! თეატრი - სასწაულია" - იტყვის დიდი მაესტრო მიშა თუმანიშვილი, რომელმაც ამ სასწაულში მარცხი და ტრიუმფი ერთად იგემა, თუმცა მაინც ბედნიერი იყო, შექმნა თეატრი, პატარა, მაგრამ თავისი თეატრი.
|
ნინო ქეთელაური 16.08.2017
აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება და ღამის საათებში პიროტექნიკის გამოყენება ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახდა. აღნიშნულ ქმედებაზე სანქციებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც უკვე ამოქმედდა.
|
თეო გუდავაძე 16.08.2017
2017 წლის საზაფხულო აქტიურობა რეგიონებში ნაკლებად იგრძნობა, რადგან ადამიანები, უკვე წლებია, აღარ ჩადიან დასასვენებლად თავიანთ კუთხეში. ამის მიზეზი სხვადასხვაგვარია, მაგრამ უმრავლესობა, პირველ რიგში, ფინანსურ მდგომარეობას ასახელებს მთავარ პრობლემად. ადამიანები როდესაც შვებულებას ორი კვირით იღებენ, რომელიმე კურორტზე დასასვენებლად წასვლას ამჯობინებენ, რადგან სოფლებში გამგზავრებაც საკმაოდ ძვირი უჯდებათ და იქ პირობები საერთოდ არ არის სრულფასოვანი დასვენებისთვის.
|
ია აბულაშვილი 16.08.2017
ქართული თანამედროვე თეატრის ფუძემდებლად აღიარებული სანდრო ახმეტელის წინააღმდეგობებით აღსავსე გზაზე ბევრი დაწერილა და ვერც ჩვენ შევმატებთ რაიმე ახალს დღევანდელ სტატიას, მხოლოდ რამდენიმე მოგონებას გავიხსენებთ დიდი მაესტროს ცხოვრებიდან, რომელიც ხან ნაციონალისტად შერაცხეს, ხან ანტისაბჭოთა სპექტაკლის ავტორად, ხან ხალხის მტრად, მაგრამ მაინც გენიოსად დარჩა, მის მიერ დადგმული სპექტაკლები კი მსოფლიოს საუკეთესო სპექტაკლებს შორის აღმოჩნდა.
|
მარი ჩიტაია 15.08.2017
რაჭა საკუთარ მოსახლეობას დასასვენებლადაც ვეღარ იზიდავს. აქამდე თუკი რაჭველები მშობლიურ სოფლებსა და დაბებში წელიწადში 2-3 კვირით მაინც ცდილობდნენ დარჩენას, ახლა ამასაც ვერ ახერხებენ. თავგადასავლების მოყვარული ადამიანების გარდა, რეგიონს იშვიათად ვინმე ესტუმროს. წელს ეს ყველაზე თვალში საცემია. მთას შემორჩენილი რაჭველებისთვის მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდება. ფაქტობრივად, ეს არის რეგიონი, სადაც ხელისუფლებას არაფერი აქვს თავმოსაწონი. ასე იყო ადრეც და მდგომარეობა ახლაც იგივეა.
|
|