გვანცა ღვედაშვილი 04.09.2017
გურჯაანის რაიონ სოფელ კალაურში, კახეთ-ჰერეთის მეფის, კვირიკე |||-ის საფლავის შესწავლა დაიწყო. სპეციალისტებისა და საზოგადოებისთვის ყ| საუკუნეში მოღვაწე მეფის საფლავის ადგილსამყოფელი ცნობილი ახლახანს გახდა. ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე აღმოჩენას უნიკალურს უწოდებს და აღნიშნავს, რომ საფლავის გახსნის შემთხვევაში ბევრ უცნობ ფაქტს ნათელი მოეფინებოდა, თუმცა უკვე ცნობილია, რომ საპატრიაროსთან შეთანხმების შედეგად საფლავი არ გაიხსნება.
|
მამუკა ნაცვალაძე 02.09.2017
1632 წელი გარდამტეხია საქართველოს ისტორიისთვის. სწორედ ამ წელს ადის ქართლის სამეფო ტახტზე როსტომ ხანის სახელით ხოსრო მირზა, სახელოვანი ლუარსაბ პირველის შვილიშვილი, ცნობილი სამედიცინო ტრაქტატ "იადგარ დაუდის" ავტორ დაუდ ხანის შვილი.
|
გვანცა ღვედაშვილი 01.09.2017
ავტობუსებში, მიკროავტობუსებსა და სატვირთო მანქანებში სიჩქარის შემზღუდველი მოწყობილობების მონტაჟის სავალდებულოდ გახდომას ექსპერტთა ნაწილი დადებითად აფასებს.
|
სოფო ჩხიკვაძე 01.09.2017
რეგიონებში სასმელი წყლის მოსახლეობისთვის მიწოდება დიდ პრობლემას წარმოადგენს. მოსაწერიგებელია კანალიზაციის სისტემაც. დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს ეს პრობლემა აწუხებს. ეს არ არის მხოლოდ ერთი ან რამდენიმე დასახლებული პუნქტის პრობლემა. ხალხი სასმელ წყალს ყიდულობს, რადგან შეუძლებელია, დაბინძურებული წყალი სასმელად გამოიყენოს.
|
ია აბულაშვილი 01.09.2017
პოეტის, მოაზროვნის, პუბლიცისტისა და ფილოსოფოსის, თანამედროვე ქართული და გერმანული ფსიქოლოგიური რომანის ერთ-ერთი ფუძემდებლის, გრიგოლ რობაქის შემოქმედებას მაღალი შფასება მისცეს შტეფან ცვაიგმა, რომან როლანმა, ნიკოს კაზანსკიმ და სხვა ცნობილმა უცხოელმა მწერლებმა.
|
გვანცა ღვედაშვილი 31.08.2017
|
ნინო ქეთელაური 31.08.2017
დემირელის კერძო კოლეჯს ავტორიზაცია შეუჩერდა. ამის შესახებგადაწყვეტილება განათლებისხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მიიღო. ამისგაპროტესტებას დემირელის სკოლისმმართველები არ აპირებენ, რადგან თვლიან, რომ მათი პარტნიორი სკოლები საქართველოში ისედაც რთულ ვითარებაშია და მდგომარეობის უფრო მეტად დამძიმება არ სურთ.
|
თიკო ოსმანოვა 31.08.2017
თუ რომელ უნივერსიტეტებს ანიჭებენ უპირატესობას აბიტურიენტები და რომელია ამ მხრივ ყველაზე პოპულარული და რეიტინგული, ამასთან დაკავშირებით ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს. თუმცა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით "თავისუფალი უნივერსიტეტი" აქვეყნებს სიას, სადაც ის პირველ ადგილზეა.
|
მარი ჩიტაია 31.08.2017
ელექტროდამტენებზე მოთხოვნა მატულობს, რაზეც საგრძნობი გავლენა ელექტრომობილების პოპულარობამ მოახდინა. მიუხედავად იმისა, რომ იგი მსოფლიოში შედარებით ძვირად ღირებული ტრანსპორტია, ბოლო დროს საქართველოშიც პოპულარული ხდება. ეს დასტურდება სტატისტიკითაც. როგორც შსს-დან "რეზონანსის" მიერ გამოთხოვილ სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული, 2017 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში 328 ელექტრომობილი და 9 870 ჰიბრიდული ტიპის ავტომობილია იმპორტირებული.
|
ია აბულაშვილი 31.08.2017
როგორც ილია ჭავჭავაძის თანამედროვენი წერდნენ, როდესაც ილიამ "ოთარაანთ ქვრივის" დაწერა გადაწყვიტა, თავისი აზრი რამდენიმე ადამიანს გაუზიარა, მათ შორის პირველი იყო არტურ ლაისტი. დღევანდელ სტატიაში სწორედ არტურ ლაისტისა და იაკობ მანსვეტიშვილის მოგონებები გვინდა შევთავაზოთ მკითხველს იმაზე, როგორ დაიწერა "ოთარაანთ ქვრივი".
|
თიკო ოსმანოვა 30.08.2017
მე-7 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. ატენის სიონის გვერდით მონასტრის საცხოვრებელი განთავსდება, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან სპეციალისტები.
|
გვანცა ღვედაშვილი 30.08.2017
თხილის მოსავალი, რომელიც დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ძირითად შემოსავლის წყაროს წამოადგენს, საფრთხის ქვეშ არის. როგორც "რეზონანსთან" თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე ალექსანდრე მოწერელია აცხადებს, საერთო ჯამში, თხილის მოსავლის 40-50% დაზიანებულია. მისივე თქმით, არის რეგიონები, სადაც თხილის მოსავლის 80%-ია დაზიანებული. ამის მიზეზი, მისი თქმით, რამდენიმე ფაქტორით არის გამოწვეული, მათ შორისაა ვირუსი, სოკოვანი დაავადებები და ფაროსანას მავნებელი.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|