თეო გუდავაძე
02.08.2017

 დედაქალაქში ცხოვრება ყოველთვის სასურველი იყო ყველასთვის და განსაკუთრებულ პრიორიტეტსაც ანიჭებდნენ მას, თუმცა ბოლო ათი წლის განმავლობაში რაიონები და სოფლები იმდენად დაცარიელდა, რომ ზოგიერთი მათგანი დაუსახლებელ ადგილსაც დაემსგავსა. ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა - 80% საცხოვრებლად თბილისს ირჩევს, 6%-ით მეორე ადგილზეა ბათუმი, ხოლო 2% სოხუმს ასახელებს.

გვანცა ღვედაშვილი
01.08.2017

 ბათუმში ტურისტული სეზონი, უკვე 2 თვეა, რაც დაიწყო და მიუხედვად იმისა, რომ დამსვენებელთა რაოდენობა საკმაოდ ბევრია, ადგილობრივები აგვისტოს დასაწყისიდან მეტ ტურისტს ელიან.

თამარ მუკბანიანი
01.08.2017

 შუა ზაფხულში, ტურისტულ და დატვირთულ სატრანსპორტო სეზონზე, თბილისი-ფოთის საგზაო მაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოების გამო რამდენიმე ადგილას მოძრაობა შეფერხებულია. გზის რეაბილიტაცია რომ საჭიროა, ამას მძღოლები და სპეციალისტებიც აღნიშნავენ, თუმცა ზაფხულის პერიოდი საამისოდ არასწორად შერჩეული დროა. ივლის- აგვისტოში დედაქალაქიდან რეგიონებისაკენ და მეზობელი ქვეყნებიდანაც ავტომობილების ნაკადი მკვეთრად იმატებს.

თამარ მუკბანიანი
01.08.2017

 ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურებისა და მაღალი ინფლაციის პირობებში, პენსიონერების მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. ნომინალური პენსია - 180 ლარი - ისედაც არ იყო საკმარისი ხანდაზმული ადამიანის ელემენტარული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და რაც დრო გადის, მსყიდველუნარიანობას უფრო მეტად კარგავს. ამ ყველაფრის მიუხედავად, მთავრობა უახლოეს მომავალში პენსიის ზრდის დაპირებას ვერ იძლევა. მკაცრი მომჭირნეობის შემთხვევაში პენსიონერებისთვის 180 ლარი მხოლოდ 18-20 დღე არის საკმარისი.

ია აბულაშვილი
01.08.2017

 "საქართველო დავიარე და დავინახე, თუ რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისთვისა და დაღუპვისათვის. პირდაპირ ამიტანა ფანატიურმა მისწრაფებამ, რაც შეიძლება მეტი მომესწრო, მით უმეტეს, რომ ჩემს თანამედროვეთაგან აღარავინ მისდევდა ამ საქმეს.

გვანცა ღვედაშვილი
31.07.2017

 ზაფხულში ტემპერატურის მომატებასთან ერთად გარკვეული სახის სამუშაო უნდა იზღუდებოდეს, რასაც მთავრობისბრძანებაც ადასტურებს. როგორც პროფკავშირისწარმომადგენლები "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებენ, არსებობს საკმაოდ დიდი მოცულობის შკალა, სადაც განმარტებულია, რა ტემპერატურაზე რა ტიპის სამუშაო რა სახით უნდა შეიზღუდოს, თუმცა უმოქმედოა და ამას ყურადღებას არავინ აქცევს. არადა, პროფკავშირების განცხადებით, გარე სამუშაოები %32,5 გრადუსზე უკვე დაუშვებელია.

ია აბულაშვილი
31.07.2017

 "იმპროვიზაციის დიდოსტატი", "ქართველი ლევიტანი," "დიდი ბავშვი" - ასე ეძახდნენ მეგობრები ეროსი მანჯგალაძეს, კაცს, რომელსაც არც სიცოცხლეში და არც გარდაცვალების შემდეგ მაყურებლის სიყვარული არ მოჰკლებია. ბაზარში სანოვაგეს უფასოდ სთავაზობდნენ, მილიცია მის ავტომობილს მხოლოდ იმიტომ აჩერებდა, რომ დიდ მსახიობს გასაუბრებოდა. მისი სევდიანი ბარიტონი კი ყველა ოჯახში ჟღერდა მას შემდეგ, რაც 40-იანი წლების მიწურულს რადიოში დაიწყო მუშაობა ფეხბურთის კომენტატორად.

მამუკა ნაცვალაძე
31.07.2017

 1614 წელი საქართველოს ისტორიაში საკმაოდ მძიმე თარიღია - შაჰ აბასის შემოსევებმა სათავე დაუდო ქართველთა ცნობიერებაში ახალ ეტაპს, ხანას, საიდანაც იწყება ეროვნულ ფასეულობებზე თვისობრივად განსხვავებული შეტევა.

მარიამ ელიაშვილი
31.07.2017

 პრინსტონის უნივერსიტეტის ბიოლოგები ძაღლების ერთგულების მიზეზით დაინტერესდნენ და მათი გენეტიკური შედგენილობის დეტალური ანალიზი ჩაატარეს. მეცნიერებმა ადამიანისა და ძაღლის ქრომოსომულ მასალას შორის მსგავსება შენიშნეს. როგორც აღმოჩნდა, ადამიანის საუკეთესო მეგობრად მიჩნეულ ცხოველებსაც უილიამსის სინდრომი ახასიათებთ, რაც მათ სოციალურ აქტივობას სრულებით ხსნის. ეს კი იმაზე მიგვითითებს, რომ ძაღლის სიყვარული ადამიანის მიმართ არა მოშინაურებით, არამედ გენეტიკური მსგავსებით უნდა ავხსნათ და მოშინაურებაც ამ მსგავსებას უნდა მივაწეროთ.

მარიამ ელიაშვილი
31.07.2017

 საუკუნეების განმავლობაში მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრი აბსოლუტურად მშრალი იყო. ეგონათ, რომ მტვრით დაფარულ ამ რუხ სხეულს წყლის მოლეკულების შენარჩუნებისთვის საკმარისი გრავიტაცია არ გააჩნდა. უკანასკნელმა კვლევამ კი საპირისპირო აჩვენა და მთვარეზე წყლის რამდენიმე ტიპის არსებობა დაადასტურა. ეს მოულოდნელი აღმოჩენა თავდაყირა აყენებს მეცნიერების წარმოდგენას დედამიწის კომპანიონზე, იცვლება შეხედულებები მთვარის წარმოქმნისა და მისი აღნაგობის შესახებ. კვლევის შედეგები ასტრონომებს შემდგომი მისიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის. ამას გარდა, მეცნიერები არც იმას გამორიცხავენ, რომ ჩვენი პლანეტის ბუნებრივ თანამგზავრზე აღმოჩენილი წყალი ოდესმე დედამიწის რესურსად იქცევა.

გვანცა ღვედაშვილი
29.07.2017

 ფეისბუქზე ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, რომელზეც მგზავრისა და ყვითელი მიკროავტობუსის მძღოლს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა ასახული, თბილისის მერი დავით ნარმანია გამოეხმაურა და სატრანსპორტო კომპანიას მოუწოდა, მეტი ყურადღება მიაქციონ მძღოლებს და მიკროავტობუსების გამართულობას.

მამუკა ნაცვალაძე
29.07.2017

 ისტორიას ადამიანური ურთიერთობები კვებავს, ყველა დროსა და ეპოქაში სწორედ ეს ურთიერთობები ალამაზებს სამყაროს. მიუხედავად სიძნელისა და უმძიმესი ვითარებისა, ადამიანები არ ერიდებიან წინააღმდეგობებს და ზოგადსაკაცობრიო პრინციპებით საზრდოობენ ყოველდღიურ ცხოვრებაში.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×