მამუკა ნაცვალაძე
11.07.2015

 "შევარდენის" სარაგბო ბაზაზე მსოფლიო თასისთვის ემზადება საქართველოს ეროვნული ნაკრები. თბილისური შეკრება ძირითადად ფიზიკური კონდიციების ამაღლებას ეთმობა. ეს არცაა გასაკვირი - რაგბის ძალისმიერი ხასიათი ხომ უპირველესად გამძლეობას მოითხოვს.

მარი მგალობლიშვილი
10.07.2015

 ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხიდან ერთი თვის თავზე "ბებერ ქალბატონი" ანდრეა პირლომ დატოვა და კარიერას ამერიკაში "ნიუ-იურკ სიტიში" გააგრძელებს. გამოცდილი ფლემეიკერი აშშ-ში დავიდ ვილასა და ფრენკ ლამპარდის გვერდით ითამაშებს.

მარი მგალობლიშვილი
09.07.2015

 ჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკთან" ერთად ახალი სეზონისთვის სერბეთში ემზადება. ამის მიუხედავად 22 წლის ფეხბურთელმა გამონახა დრო და რუსულ გამომცემლობა "სოვეტსკი სპორტს" ინეტრვიუ მისცა, სადაც ის საუბრობს საქართველოს ნაკრებზე, ფრენის შიშზე, სიმღერა "სულიკოზე" და კიდევ ბევრ საინტერესო თემაზე.

მამუკა ნაცვალაძე
08.07.2015

 საწვრთნელი პროცესი განაახლა მიუნხენის "ბაიერნმა". პირველ ვარჯიშზე პეპე გვარდიოლას 15 ფეხბურთელი დახვდა - ერთ-ერთი მათგანი კლუბის ახალწვეული, "შტუტგარტის" მეკარე სვენ ულრაიხია. სპორტულმა დირექტორმა მატიას ზამერმა კლუბის ახალწვეული ოფიციალურად წარუდგინა პუბლიკას.

მარი მგალობლიშვილი
07.07.2015

 უკრაინული "დნიპრო" ახალი სეზონისთვის ჰოლანდიაში ემზადება. გუნდთან ერთად იმყოფება ქართველი ფეხბურთელი ჯაბა კანკავაც, რომელმაც გასულ სეზონში "დნიპროს" წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. დნეპროპეტროვსკული კლუბი გასულ სეზონში ევროპის ლიგის ფინალში გავიდა, სადაც "სევილიასთან" დამარცხდა.

მამუკა ნაცვალაძე
06.07.2015

 "შევარდენის" სარაგბო ბაზაზე საქართველოს ეროვნული ნაკრები სამუნდიალოდაა შეკრებილი. "ბორჯღალოსანთა" გურუს, მილტონ ჰეიგის ხელმძღვანელობით მსოფლიო სარაგბო დაპირისპირებისათვის ჩვენი ბიჭები გაფართოებული შემადგენლობით ემზადებიან.

მარი მგალობლიშვილი
04.07.2015

 ქართული კლუბები ევროსარბიელში ჩაებნენ და მათთვის სტარტიც წარმატებული აღმოჩნდა. ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო მატჩის პირველ შეხვედრაში იმარჯვეს თბილისისა და ბათუმის "დინამოებმა", ხოლო "ცხინვალმა" ფრე ითამაშა.

მარი მგალობლიშვილი
03.07.2015

 "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი უიენ რუნი გასული სეზონით კმაყოფილია, თუმცა გული წყდება რომ ინგლისის თასი ვერ მოიგო. "ჩავარდნა იქნებოდა ჩემპიონთა ლიგაზე ვერმოხვედრა, მაგრამ დავბრუნდით იქ, სადაც ჩვენი ადგილია" - განაცხადა რუნიმ "იუნაიტედის" ოფიციალურ ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მამუკა ნაცვალაძე
02.07.2015

 საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრები ევრობასკეტ-2015-ისათვის მზადებას იწყებს. სამწვრთნელო შტაბმა 18-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. მოსამზადებელ პერიოდში 12 კალათბურთელი შეირჩევა, რომლითაც საქართველოს ნაკრები ხორვატიაში, ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.

მარი მგალობლიშვილი
01.07.2015

 ლონდონის "არსენალმა" სატრანსფერო ფანჯარა ერთ-ერთი დიდი ტრანსფერით დაიწყო, "მეთოფეებმა" "ჩელსიდან" 33 წლის გოლკიპერი პეტერ ჩეხი გადაიბირეს. ჩეხმა მეკარემ "არსენალთან" ორშაბათს მოაწერა ხელი კონტრაქტს.

მამუკა ნაცვალაძე
30.06.2015

 სამ თვეზე ნაკლები რჩება მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპამდე, რომელსაც სექტემბერში ინგლისი უმასპინძლებს. უდიდეს სარაგბო დღესასწაულს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ხვდება საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც 2003 წლიდან მოყოლებული, ზედიზედ მეოთხედ იასპარეზებს მსოფლიო სარაგბო კოჰორტაში.

მამუკა ნაცვალაძე
29.06.2015

 სექტემბერი საკმაოდ დახუნძლული თვეა ქართული სპორტის მოყვარულთათვის. ერთი მხრივ, კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს უწევს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გამოსვლა ხორვატიაში, მეორე მხრივ კი მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს ინგლისში.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×