იაგო ნაცვლიშვილი 12.05.2015
"სამწუხაროდ, რიგის სამიტზე პროგნოზი დამაიმედებელი აღარ არის. გამოქვეყნდა ევროკომისიის დასკვნა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველომ 15 პუნქტიანი მოთხოვნიდან კარგად მხოლოდ შვიდი შეასრულა. დარჩენილი 8 მოთხოვნიდან ოთხი ნაწილობრივ არის შესრულებული და ოთხი ნახევრად. იცით, რომ ნახევრად შესრულებული მოთხოვნები ევროკავშირს არ აკმაყოფილებს.
|
თიკო ოსმანოვა 12.05.2015
ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონშიც აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით სოხუმში გაიმართა ქართველი რეჟისორის რეზო ჩხეიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო, სადაც ნაჩვენები იყო "ჯარისკაცის მამის" ფერადი ვერსია.
|
ეკატერინე ბასილაია 11.05.2015
2008 წლის აგვისტოში რუსულმა ავიაციამ გორი დაბომბა. 7 წლის შემდეგ კი, 9 მაისს, გორის ცენტრში ქართველებმა რუსული დროშები ააფრიალეს. თუკი აქამდე პრორუსული ძალები ძირითადად მხოლოდ ანტიდასავლური პროპაგანდით იყვნენ დაკავებული, 9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების აღნიშვნის გარდა, მათი მხრიდან რუსეთის ახალი იმპერიული ამბიციების ხმამაღალ მხარდაჭერად იქცა.
|
თეა ბეჟიტაშვილი 11.05.2015
ორიოდე დღის წინ კანკალით, თავის ტკივილით, სუნთქვის გაძნელებითა და სისუსტის შეგრძნებით კარალეთის საჯარო სკოლიდან გორის ბავშვთა საავადმყოფოში ათი მოსწავლე გადაიყვანეს. შემთხვევა დილის საათებში, სკოლაში გაკვეთილის მიმდინარეობისას მოხდა.
|
ვახტანგ შამუგია 11.05.2015
9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავის აღნიშვნამ თბილისში შედარებით მშვიდად ჩაიარა. ვაკის პარკში იყო ექსცესები, რომლის შედეგადაც პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, თუმცა სერიოზული დაპირისპირება არ ყოფილა.
|
ზვიად მახარაძე (ბრიუსელი) 11.05.2015
საქართველოს განსაკუთრებული მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს 21-22 მაისს რიგაში დაგეგმილი ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტისაგან და ზოგადად, არცერთი სხვა სამიტისგან, რადგანაც ეს არის წინასწარ მომზადებული შეხვედრა, სადაც დაუგეგმავი, სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება არ ხდება. ამის შესახებ საუბრობს "მთელი კვირისათვის" მიცემულ ინტერვიუში ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩი, ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე.
|
იაგო ნაცვლიშვილი 11.05.2015
საქართველოში ლგტბ თემის წარმომადგენლები 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს დაგეგმილ ღონისძიებებს ასაიდუმლოებენ. შეგახსენებთ, რომ 2 წლის წინ 17 მაისს მათ მიერ თბილისში აქციის გამართვის მცდელობა დარბევასა და მასობრივ არეულობაში გადაიზარდა.
|
თაკო მათეშვილი 11.05.2015
"ფაქტია, რომ კოალიციიდან "თავისუფალი დემოკრატების" გასვლის შემდეგ "რესპუბლიკელების" ძალაუფლების არეალი გაფართოვდა", - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი კოალიციაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას და დასძენს, რომ "რესპუბლიკელები" იღებენ იმას, რასაც ითხოვენ.
|
ლიკა ამირაშვილი 11.05.2015
9 მაისს ვაკის პარკში სამართალდამცველებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ჭანტურია დააკავეს. დაკავების მიზეზი ის გახდა, რომ მან პარკში მყოფ ერთ-ერთ მამაკაცს "გეორგიევსკის ლენტი" ჩამოხსნა.
|
თიკო ოსმანოვა 11.05.2015
21-22 მაისს აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტმა შესაძლოა, აქციის ფონზე ჩაიაროს. მანიფესტანტები სხვადასხვა ქვეყნის 400-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იქნებიან, რომლებიც საქართველოსთვის, მოლდოვასთვის და უკრაინისთვის ევროპერსპექტივას მოითხოვენ. ამასთან დაკავშირებით კოალიცია "ეროვნული პლატფორმის" ორგანიზებით ერთობლივი მიმართვაც მომზადდა და ევროკავშირის მაღალჩინოსნებს გაეგზავნათ.
|
იაგო ნაცვლიშვილი 09.05.2015
დღე მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავს აღნიშნავენ. რუსული მედიის ინფორმაციით, მასშტაბურ საზეიმო ღონისძიებაზე 68 ქვეყნის ხელმძღვანელობას დაუგზავნეს მოსაწვევები, თუმცა ამაზე დადებითი პასუხი მხოლო 30 ქვეყნიდან მიიღეს.
|
თიკო ოსმანოვა 09.05.2015
საქართველომ 15 მოთხოვნიდან 7 სრულად შეასრულა, დანარჩენი კი - ნაწილობრივ, თუმცა "შემდგომი პროგრესის პერსპექტივით" - ასეთი შეფასებაა გაკეთებული საქართველოს მიერ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკაშირებით ევროკომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაში.
|