თაკო მათეშვილი
09.05.2015

ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავის საზეიმო აღნიშვნა, შესაძლოა, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. რუს ბაიკერთა დაჯგუფება "ღამის მგლების" წევრები ვაკის პარკში "გეორგიევსკის ლენტებით" აპირებენ მისვლას. გარდა ამისა, 4 საათზე ასევე "გეორგიევსკის ლენტებით" მიდიან ვაკის პარკში "ევრაზიული კავშირის" წევრები, რომლებიც ვეტერანებს სააფთიაქო ვაუჩერებსა და მედიკამენტებს დაურიგებენ.

ია აბულაშვილი
09.05.2015

 მეორე მსოფლიო ომში ქართველთა მონაწილეობის შესახებ არაერთი მასალა დაწერილა. დღევანდელ სტატიაში ამ ომის პოლიტიკური თუ სტრატეგიული საკითხების შეფასებას არ ვაპირებთ, თუმცა ფაქტია, რომ მეორე მსოფლიო ომი ქართველ ხალხს მძიმედ დააწვა მხრებზე. ომში გაწვეულ ქართველთა საერთო რაოდენობამ დაახლოებით 700 ათასს მიაღწია.

მარი ჩიტაია
09.05.2015

დასავლეთ საქართველოში საპროტესტო გამოსვლები მასშტაბური ხდება. უკვე მეხუთე დღეა ფოთში "ეიეპიემ ტერმინალს ფოთის" 600 თანამშრომელია გაფიცული. ორიოდე დღის წინ ჩაქვი-ჩაისუბნის შემოვლით გზაზე დასაქმებული მუშებიც გაიფიცნენ. პროტესტმა გუშინ შუახევშიც გადაინაცვლა და 300-მე მუშამ ხელფასების სიმცირე და დიფერენცირება გააპროტესტა.

ეკატერინე ბასილაია
09.05.2015

 "ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა ის, თუ რამდენად წარმოადგენს ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიაში მე-19 საუკუნეში დაარსებული და შემდეგ მეორე მსოფლიო ომის დროს აღდგენილი "გიორგიევსკის ბაფთები" კომუნისტურ სიმბოლიკას, არამედ მთავარია ის, თუ როგორ აღიქვამს მას ჩვენი საზოგადოება. ფაქტია, რომ საზოგადოება ამ ბაფთებს აღიქვამს როგორც რუსული იმპერიული პოლიტიკის ატრიბუტიკას და სიმბოლიკას. ამიტომ, როდესაც ქვეყანაში ჩამოდის სტუმარი, მან დაწერილი კანონების გარდა, დაუწერელი კანონებიც უნდა შეასრულოს... რუსი ბაიკერების საქციელს არანაირი გამართლება არ აქვს", - აცხადებს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე.

ელზა პაპოშვილი
09.05.2015

ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოზარდების თვითმკვლელობის 4 შემთხვევა მოხდა. ბოლო მოზარდის სუიციდის ფაქტი თბილისში 7 მაისს ცაბაძის ქუჩაზე დაფიქსირდა. მანამდე, 4 მაისს თბილისში 14 წლის გოგონამ, 12 წლის ბიჭმა ჩხოროწყუში და 19 წლის ახალგაზრდამ ყვარელში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს.

თიკო ოსმანოვა
08.05.2015

 დღეიდან ირაკლი ღარიბაშვილის ახალი მთავრობა მუშაობის აქტიურ რეჟიმში გადავა. ახალი სამთავრობო პროგრამით და მთავრობის ახალი შემადგენლობა ნდობის გამოცხადებისთვის პარლამენტის წინაშე წარდგება და როგორც უკვე ცნობილია, ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, მთავრობის დამტკიცება უპრობლემოდ მოხდება.

იაგო ნაცვლიშვილი
08.05.2015

 რიგის სამიტისგან დადებით შედეგს ველოდებით, ამის შესახებ "რეზონანსთან" საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა "რესპუბლიკელმა" ლევან ბერძენიშვილმა ისაუბრა.

თაია არდოტელი
08.05.2015

 "სამწუხაროდ, საკომიტეტო სხდომებზე მთავრობის ახალი შემადგენლობის წარმომადგენლებისგან სრულფასოვანი ინფორმაცია ვერ მივიღეთ, რადგან არის საკითხები, რომელთა გადაჭრის რეალური გზა, უბრალოდ, დანახული არ არის", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა შალვა შავგულიძემ პარლამენტში მთავრობის შემადგენლობის წარდგენასთან დაკავშირებული პროცესების შეფასებისას.

ია აბულაშვილი
08.05.2015

 როგორც ისტორიკოსები ამბობენ, საქართველოში არ არსებობს ოჯახი, ვისაც მეორე მსოფლიო ომში ვინმე არ ჰყავდეს დაკარგული. ამ ომმა უდიდესი ზარალი მიაყენა ჩვენს ქვეყნას. მარტო საქართველოდან სამხედრო სამსახურში გაიწვიეს ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, მათგან 200 ათასი დაიღუპა ან უგზოუკვლოდ დაიკარგა, ასი ათასზე მეტი ხეიბარი დაბრუნდა.

ია აბულაშვილი
07.05.2015

 "ოცნების ტრაგედია დაიწყო მაშინ, როდესაც გამარჯვებულმა პოლიტიკურმა ძალამ მთავრობაში და პოლიტიკური პარტიის მმართველობაში მოიყვანა ხალხი არსაიდან, კლანური და ნათესაური პრინციპით; ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს შედეგი, რომელიც დადგა - უშედეგობა სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის" - აცხადებს დემურ გიორხელიძე, რომელსაც "რეზონანსი" სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ესაუბრა.

ელზა პაპოშვილი
07.05.2015

 4 მაისს თბილისის ზღვაზე სამაშველო სამსახურმა გარდაცვლილი 16 წლის გოგონა იპოვა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მოზარდი ნაპირზე, ხის ქვეშ იწვა.

ეკატერინე ბასილაია
07.05.2015

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობას რიგის სამიტზე უვიზო მიმოსვლის მინიჭებას ხელისუფლება არ შჰპარებია და რიგაში ეს ვერ მოხდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×