ია აბულაშვილი 06.04.2015
ჩვენს მკითხველს იმის შესხენება არ სჭირდება, თუ როგორ ებრძოდა კომუნისტური რეჟიმი საუფლო დღესასწაულს და რა მეთოდებს იყენებდა, რომ ახალგაზრდები სააღდგომო ლიტურგიას არ დასწრებოდნენ. მაგრამ დღევანდელ სტატიაში გვინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე საინტერესო მოგონება, რომელიც ჩვენმა რესპონდენტებმა გაიხსენეს.
|
იაგო ნაცვლიშვილი 04.04.2015
საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებთან დაკავშირებით დავა დასრულებულია „როვნულ ფორუმსა“ და „ოცნებას“ შორის დავა დასრულებულია. „ფორუმში“ ცხადებენ, რომ მათ თავისი კანდიდატურა უკან გაიწვიეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა კოალიციის ერთიანობას საფრთხე დამუქრებოდა.
|
ეკატერინე ბასილაია 04.04.2015
თბილისის მერია საკრებულოსაგან უკვე შედგენილი და დამტკიცებული ბიუჯეტის შეცვლას ითხოვს, სადაც ოპოზიცია სხვადასხვა საკითხთან ერთად ძირითადად ორ საკითხს აპროტესტებს. ერთია ბიუჯეტიდან მე-20 მუხლის ამოღების მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც მერიას აღარ ექნება ვალდებულება, რომ გარკვეულ პროექტებთან დაკავშირებით ნებართვის მისაღებად წარდგეს საკრებულოს კომისიების წინაშე და მეორე - ყოფილი ვიცე-მერის ალექსანდრე მარგიშვილის ახლად შექმნილი ცენტრისათვის 40-მდე საშტატო ერთეულისა და 1.8 მილიონი ლარის გამოყოფა.
|
თაია არდოტელი 04.04.2015
საბერძნეთში მყოფი 4 ქართველი მეზღვაური სამშობლოში დასაბრუნებლად დახმარებას ითხოვს. ისინი აცხადებენ, რომ დაახლოებით წელიწადნახევარია ხელფასი არ მიუღიათ.
|
ელზა პაპოშვილი 04.04.2015
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს, რომელიც საქართველოსა და საფრანგეთს შორის ჩაშლილ შეთანხმებას შეისწავლის. მისი თქმით, ამ შეთანხმების წყალობით საქართველოს საკუთარ საჰაერო სივრცეზე სრული კონტროლის დამყარება შეეძლო და ეს შანსი ხელიდანაა გაშვებული.
|
სალომე სარიშვილი 03.04.2015
ნახევარი საუკუნის შემდეგ - წელს გეგუთის კომპლექსის კვლევითი სამუშაოები განახლდება. არქეოლოგთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ახალი კვლევითი სამუშაოები გეგუთის ძეგლზე თამარის ეპოქაზე უფრო ძველი არტეფაქტების აღმოჩენის ალბათობას შექმნის. როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, გეგუთის სასახლის სრული კონსერვაცია იმ გრძელვადიანი პროგრამის გაგრძელებაა, რასაც დასავლეთ საქართველოს ძეგლთა რეაბილიტაცია ჰქვია.
|
თაია არდოტელი 03.04.2015
გახმაურებული საქმეების გამოძიების პროცესში არსებული ხარვეზები, წინა წლებთან შედარებით, 2014 წელს გახშირებული პატიმრების არასათანადო მოპყრობის ფაქტები, ჯერ კიდევ ბოლომდე გამოუძიებელი იური ვაზაგაშვილის მკვლელობა, მაღალჩინოსნების პასუხგაუცემელი საქმეები, - ეს ის საკითხებია, რის შესახებაც "რეზონანსი" სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს ესაუბრა.
|
თიკო ოსმანოვა 03.04.2015
ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეში პროკურატურას საკმაოდ დიდი ინფორმაცია აქვს მოპოვებული, - ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ განაცხადა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, დაიბარებენ თუ არა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გია უდესიანსა და ზვიად ჯანყარაშვილს დაკითხვაზე. ოჯახის ადვოკატის, მალხაზ სალაყაიას თქმით კი, ვის გვარმაც გაიჟღერა, ყველას დაჰკითხავენ.
|
იაგო ნაცვლიშვილი 03.04.2015
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ვიქტორ დოლიძე ეფექტური რეფორმების გატარებას აუცილებლობად მიიჩნევს. მისი თქმით, ეს საჭიროა იმისთვისაც, რომ ნატოს არსებითი პაკეტი წარმატებით განხორციელდეს, ალიანსისა და ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ინტეგრაციისთვის გადმოიდგას სხვა ქმედითი ნაბიჯებიც.
|
ელზა პაპოშვილი 03.04.2015
სხვადასხვა რელიგიური კონფესიის ნარკოდამოკიდებული წარმომადგენელი თვეში ერთხელ 2 000 ლარად ღირებულ მკურნალობის კურსს უფასოდ გაივლის.
|
ია აბულაშვილი 03.04.2015
მე-19 საუკუნეში თბილისი რომ მთელ ამიერკავკასიაში კულტურული და სავაჭრო-სამრეწველო ცენტრი იყო, ამის შეხსენება ჩვენს მკითხველს არ სჭირდება, მაგრამ დღევანდელ სტატიაში გვინდა რამდენიმე საინტერესო ისტორია გავიხსენოთ - როგორ გაჩნდა ჩვენს დედაქალაქში მსხვილი სავაჭრო ცენტრები და ვინ უწევდა სავაჭრო მომსახურებას თბილისის მოსახლეობას.
|
იაგო ნაცვლიშვილი 02.04.2015
"არ მიმაჩნია სწორად, რომ პრეზიდენტის გამოსვლას გუშინ არ დაესწრნენ მთავრობის წევრები. ჩვენ საქმე მარგველაშვილთან კი არ გვაქვს, არამედ ქვეყნის მეთაურთან. ქვეყანას, სახელმწიფო ინსტიტუტებს უნდა ვცეთ პატივი და არა კონკრეტულ პიროვნებას," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე.
|