ეკატერინე ბასილაია
02.04.2015

 ალასანია-ჯანელიძის სიტყვიერი დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები გრძელდება - თავდაცვის მინისტრს უკვე მეორედ მოუწია საკუთარი განცხადების გასწორება.

მაკა ხარაზიშვილი
02.04.2015

697 ადამიანი ქონების დაბრუნებასა და სამართლიანობის აღდგენას დღემდე ელოდება. ქონებაჩამორთმეული ბიზნესმენები ამბობენ, რომ პროკურატურაში მათი საქმეები თაროებზე შემოიდო, პროცესები სასამართლოშიც ჭიანურდება.

ია აბულაშვილი
02.04.2015

 ბიზნესმენ ხარძიანის მკვლელობა ხელისუფლების დიდი გამოწვევაა, რომელმაც შეიძლება პოლიტიკური პროცესების დეტონაცია გამოიწვიოს, რადგან პოლიტიკური კომპონენტი აქ ნამდვილად არის, - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას გია ხუხაშვილი და მოვლენების განვითარების ორ - მძიმე და შედარებით რბილ - სცენარზე საუბრობს.

ელზა პაპოშვილი
02.04.2015

 არასამთავრობო ორგანიზაცია "კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივას" წარმომადგენელი ვასო ურუშაძე აცხადებს, რომ თბილისის სამარშუტო ტაქსები კუსტარული გზით გაზზე გადაჰყავთ. მისი თქმით, ამით ირღვევა საქართველოს კანონმდებლობა, ხოლო მოსახლეობისთვის ამ ტრანსპორტით მგზავრობა სახიფათო ხდება.

თიკო ოსმანოვა
02.04.2015

 "კიევიდან თბილისში ტერაქტები იგეგმება," - აცხადებს "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი და მთავრობისგან სააკაშვილისა და ადეიშვილის საქართველოში ჩამოსაყვანად ყველა მეთოდის გამოყენებას ითხოვს, თუნდაც ისეთის, რასაც ისრაელის სპეცსამსახურები მიმართავდნენ-ხოლმე.

ლიკა ამირაშვილი
02.04.2015

"ფარულ მოსმენა-მიყურადებაზე ამოქმედებული კანონი არათუ წინ გადადგმულ ნაბიჯად ვერ შეფასდება, არამედ მდგომარეობას აუარესებს," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" საპარლამენტო მდივანი ლიკა საჯაია.

თეა ბეჟიტაშვილი
02.04.2015

 "მესმის, რომ მთავრობა ვალდებული არაა პრეზიდენტის გამოსვლას დაესწროს, მაგრამ არ უნდა დაავიწყდეს იგივე პრემიერ-მინისტრსა და მინისტრებს, რომ ხათრით თუ ხათრის გარეშე, ეს ადამიანი აირჩია მოსახლეობის უმრავლესობამ, ამიტომ იგნორი პრეზიდენტის მიმართ, ნიშნავს იმას, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობას პატივი არ სცე," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის შეფასებისას.

თაკო მათეშვილი
02.04.2015

 "თუ დღევანდელი მთავრობის მიმართ რამე კრიტიკული შეიძლება ითქვას, პირველ რიგში, ეს კოორდინაციის უქონლობაა" - ამბობს არქიტექტორი, ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე დედაქალაქში არსებული სიტუაციის შეფასებისას და დასძენს, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ არქიტექტურული ცხოვრება გამოცოცხლებულია.

თიკო ოსმანოვა
02.04.2015

 ოფიციალური მონცემებით, გასულ წელს ერაყიდან საომარ მოქმედებებსა და სისხლისღვრას გამოქცეულმა 1070 ადამიანმა საქართველოში ლტოლვლის სტატუსის მინიჭება მოითხოვა, რომელთა ნაწილის თხოვნა უკვე დაკმაყოფილებულია. ამათგან ლტოლვილის სტატუსი მიიღო 25-მა იეზიდმა, რომლებმაც ისლამისტი რადიკალების მხრიდან არაადამიანური დევნა განიცადეს (ალბათ ბევრს ახსოვს იეზიდების მასობრივი ხოცვა-ჟლეტის შემზარავი კადრები, რაც არაერთხელ გავრცელდა სოციალური ქსელებით).

ეკატერინე ბასილაია
01.04.2015

 სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. დეპუტატები გალში მცხოვრები ქართველების მიმართ აპარდტეიდული პოლიტიკის გატარებას ითხოვენ. ზოგიერთი მათგანი კი პირდაპირ მათ გაძევებას ითხოვს. ეს იმ შემთხვევაში, თუ მათ ქართული პასპორტები ექნებათ, ხოლო თუ მხოლოდ აფხაზურ პასპორტებს დაიტოვებენ, მაშინ მარიონეტული ხელისუფლება მათ ხელშეუხებლობასა და "ყველანაირ უფლებას" უზრუნველყოფს, გარდა პოლიტიკურისა.

ია აბულაშვილი
01.04.2015

 "პრეზიდენტის გამოსვლა არ იყო იმ დონის, რომ პოლიტიკურ მოვლენად იქცეს, ტექსტში არსებითი და მნიშვნელოვანი არაფერი ყოფილა," - აცხადებს პეტრე მამრაძე, რომელსაც "რეზონანსი" პრეზიდენტის პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლის თაობაზე და ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა.

ელზა პაპოშვილი
01.04.2015

 გუშინ სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში 11-წლის ნიკა ბეგიაშვილი დაკრძალეს, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ბავშვის ამ ზომამდე მისვლას მისი მეზობლები და ახლობლები სკოლაში თანაკლასელთან მომხდარ კონფლიქტს უკავშირებენ, საქმეზე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გამოძიება მიმდინარეობს, რომელსაც ჯერ ოფიციალური დასკვნა არ დაუდია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×