თაკო მათეშვილი 01.04.2015
პრეზიდენტის გამოსვლას პოლიტოლოგები ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ მარგველაშვილის მოხსენებას ლაიტმოტივად ის დაპირისპირება გასდევდა, რაც მასა და მთავრობას შორისაა.
|
იაგო ნაცვლიშვილი 01.04.2015
დღეიდან სოციალურად დაუცველთა ქულების დათვლის განახლებული სატესტო სისტემა ამოქმედდება. ამის შესახებ გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ ისაუბრა. მისი ცნობით, შეფასების სისტემაში გადაწყვეტილების მიღება სუბიექტურ ფაქტორებზე დაყრდნობით მაქსიმალურად იქნება შემცირებული. როგორც სოფრომაძე ამბობს, სოციალური აგენტი დამოუკიდებლად ვერც დანიშნავს სოციალურ დახმარებას და ვერც მოხსნის.
|
იაგო ნაცვლიშვილი 01.04.2015
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი პრეზიდენტს პროტოკოლის დარღვევაში ადანაშაულებს. მისი თქმით, პროტოკოლი ითვალისწინებს იმას, რომ პრეზიდენტი პარლამენტის სხდომათა დარბაზში მყოფ პირველსავე შემხვედრ დეპუტატს ესალმება და ხელს ართმევს. გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში მისვლისას პირველად დეპუტატს ჩაუარა, თუმცა მას არც კი მიესალმა. პარლამენტარის მტკიცებით, პრეზიდენტმა დეპუტატებს ისე ჩაუარა, რომ მათ ზედაც არ შეხედა.
|
სალომე სარიშვილი 01.04.2015
თბილისში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთათვის შექმნილი რამდენიმე საწარმო დახურვის საფრთხის წინაშეა, ამის მიზეზი კი ის ფინანსური პრობლემებია, რომელიც საწარმოებს წლის ბოლოდან შეექმნებათ. ისნის რაიონში, ძმები უბილავების 38-ში მდებარე საწარმოები შშმ პირებისთვის 20 წელზე მეტია უცხოური ფონდების დაფინანსებით ფუნქციონირებს, თუმცა წლის ბოლოდან ფონდები საქართველოს ტოვებენ, რის გამოც ახალი დონორის მოძიება მოუწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, შშმ პირები დასაქმების ერთადერთი წყაროს გარეშე დარჩებიან.
|
თეა ბეჟიტაშვილი 01.04.2015
"მე ვამბობ ერთ რამეს, შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის თამადობით, სერიოზული გუნდია მოსული და იმედი მაქვს, ამ მკვლელობის საქმეს გამოიძიებენ, რადგან მათ თავიანთი მოსვლის დღიდან სააშკარაოზე საკმაოდ ბევრი რამ გამოიტანეს და ეს ძალიან მიხარია. სადარაჯოზე დგანან ისეთი ადამიანები, რომლებიც საქმეს ბოლომდე მიიყვანენ," - ამბობს მოკლული ბიზნესმენის, ბესო ხარძიანის მეგობარი გია კორკოტაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას.
|
თიკო ოსმანოვა 31.03.2015
"იური ვაზაგაშვილისა და ბესო ხარძიანის მკვლელობა პირდაპირ კავშირშია ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ სამართლიანობის აღდგენის პროცესთან და ვშიშობ, ეს არ არის ბოლო ტერაქტი", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" საბჭოს წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.
|
იაგო ნაცვლიშვილი 31.03.2015
"როდესაც ქვეყანაში ხდება ამ დონის ანგარიშსწორება და კრიმინალი, ბუნებრივია, ხელისუფლების მიმართ დაისმება კითხვა, რატომ ვერ მოახერხა ამის პრევენცია. ნუთუ არ შეეძლო მას რამის გაკეთება, რომ უკვე მეორე ასეთი ხმაურიანი მკვლელობის წინაშე არ დამდგარიყო ქვეყანა. ხელისუფალი პასუხისმგებელია ყველაფერზე, კარგზეც და ცუდზეც", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, "რესპუბლიკელი" თინა ხიდაშელი.
|
თაკო მათეშვილი 31.03.2015
საჰაერო თავდაცვის სისტემები, მხარდაჭერა კიბერუსაფრთხოების კუთხით, ნატო-საქართველოს მუდმივმოქმედი კომისია, ფულადი დახმარება, საწვრთნელი ბაზა - ესაა არასრული ჩამონათვალი იმისა, რასაც საქართველო ნატოსგან იღებს.
|
თეა ბეჟიტაშვილი 31.03.2015
ქართველ ინსტრუქტორებზე უკრაინაში დიდი მოთხოვნაა, გამოცდილი სამხედრო სპეციალისტები საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის სპეცდანიშნულების რაზმებს წვრთნიან - ქართველებს უშუალო შეხება ჰქონდათ რუსეთთან და მათ ტაქტიკასა და საბრძოლო პოტენციალზე წარმოდგენა აქვთ, რაც უდავოდ წაადგება უკრაინის არმიას", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე.
|
იაგო ნაცვლიშვილი 30.03.2015
შესაძლოა, ლევან ყიფიანს სპორტის მინისტრის თანამდებობის დათმობა მოუწიოს, რისი მიზეზიც დეპუტატების დასკვნაა. პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი მისი მუშაობით უკმაყოფილოა, რის გამოც რამდენიმე დღის წინ მინისტრი კომიტეტშიც დაიბარეს.
|
ეკატერინე ბასილაია 30.03.2015
მთელი ოპოზიცია და პლუს მმართველ კოალიციაში შემავალი "რესპუბლიკური პარტია" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასა და საკანონმდებლო ცვლილებას ითხოვს თუმცა "ქართული ოცნება" ამ საკითხზე ჯერჯერობით თავის პოზიციას არ აფიქსირებს. მათ გარეშე კი კონსტიტუციის შესწორებისათვის პარლამენტში ხმათა საჭირო 3/4-ის მოგროვება ვერ მოხდება.
|
თიკო ოსმანოვა 30.03.2015
ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობას ოჯახის წევრები სამართლიანობის აღდგენის კუთხით მის მიერ დაწყებულ ბრძოლას უკავშირებენ. ხელს ორ ყოფილ მაღალჩინოსან ირაკლი ქურასბედიანს და გია უდესიანს ადებენ, რომლებსაც თავად ხარძიანი მისთვის თავის დროზე საკუთარებაში არსებული კუს ტბის წილის ჩამორთმევაში ადანაშაულებდა და მათ წინააღმდეგ სასამართლოს პირველი ინსტანციაც ჰქონდა მოგებული, მეორე კი მაისში უნდა დასრულებულიყო.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|