ია აბულაშვილი 27.03.2015
ა.წ. თებერვალში საქართველოს პარალმენტის თავმჯდომარესა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის დროს დავით უსუფაშვილი გამოვიდა ინიციატივით, დაიწყოს მუშაობა საქართველო-რუმინეთის ერთობლივი კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც მოამზადებს ღონისძიებას ანთიმოზ ივერიელის გარდაცვალებიდან 300 წლის აღსანიშნავად.
|
ეკატერინე ბასილაია 26.03.2015
ხვალ რომ არჩევნები იყოს, "ქართულ ოცნება" კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობის წინაშე დადგებოდა და მას გვერდით მდგომის ასარჩევად არჩევანის გაკეთება მოუწევს - ან ისევ "თავისუფალი დემოკრატებთან" უნდა გამონახოს საერთო ენა, ან ბურჯანაძის, ან თარხან-მოურავის პარტიებთან დაიწყოს მოლაპარაკება.
|
თაია არდოტელი 26.03.2015
ეს ტრაგიკული შემთხვევა თბილისში, გლდანში მდებარე ერთ-ერთ კაზინოში ორშაბათს შუადღისას მოხდა. როგორც "რეზონანს" თვითმხილველმა განუცხადა, ადგილზე სასწრაფო დახმარება იყო გამოძახებული, თუმცა ხელოვნური სუნთქვისა და სხვა საჭირო პროცედურების ჩატარების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
|
თიკო ოსმანოვა 26.03.2015
გუშინ რუსეთის უმაღლესმა სასამართლომ ძალაში დატოვა კრასნოდარის საოლქო სასმართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ქალაქ სოჭში მცხოვრებ ქალბატონს, ეკატერინე ხარებავას საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით 6 წლით პატიმრობა მიესაჯა.
|
ია აბულაშვილი 26.03.2015
"კვლევა ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა და საუბარი რაღაც ეჭვებზე ნაადრევია", - აცხადებს ცენტრი "ფსიქო პროექტის" ხელმძღვანელი ზურაბ ბიგვავა, რომელსაც "რეზონანსი" ამერიკის რესპულიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ ბოლო კვლევის შედეგებსა და კვლევის შედეგად გამოკვეთილ ტენდენციებზე ესაუბრა.
|
იაგო ნაცვლიშვილი 26.03.2015
"აირაის" კვლევის კონკრეტული პროცენტული მაჩვენებელი, შესაძლოა, საკამათო იყოს, მაგრამ ტენდენცია აბსოლუტურად ლოგიკურია, - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩეველი, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.
|
თეა ბეჟიტაშვილი 26.03.2015
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე ახლო მომავალში ახალი ფრაქციის შექმნას აანონსებს. დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, პარტია "ქართულ ოცნებაში" არიან პოლიტიკოსები, რომელთაც ახალი ფრაქციის შექმნის იდეა აერთიანებთ. თუმცა "რეზონანსთან" საუბრისას მურმან დუმბაძე მათი ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს.
|
ლიკა ამირაშვილი 26.03.2015
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმისა და სამტრედიის ბაღებში დარღვევები გამოავლინა. შპს "თელეთსა" და "ნინიკოს" პირველ ეტაპზე 1 000 ლარით დაჯარიმდნენ და დროებით წარმოება შეუჩერდათ.
|
თაკო მათეშვილი 25.03.2015
კონსტიტუციური გაუგებრობა - ასე აფასებენ პოლიტოლოგები გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში დაგეგმილ გამოსვლასთან დაკავშირებულ ვითარებას და იმას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოთხოვნის მიუხედავად, მინისტრები მასზე მისვლის სურვილს არ გამოთქვამენ.
|
ელზა პაპოშვილი 25.03.2015
მთავრობამ უცხოელებზე საქართველოს ვიზების გაცემის პროცედურებისა და ზოგადად, სავიზო რეგულაციების გამარტივების გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი კანონპროექტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს ავტორობით და მთავრობის ინიციატივით, პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.
|
იაგო ნაცვლიშვილი 25.03.2015
"რუსეთთან საჭიროა პირდაპირი დიალოგი. უნდა დასხდნენ ქვეყნის ლიდერები და ილაპარაკონ. ის მაინც უნდა გაერკვიათ, ღირს რამეზე ლაპარაკი? ჩვენ რის დასათმობად ვართ მზად, ისინი - რისთვის. აქამდე ვფიქრობდი, რომ ხელისუფლება დაელაპარაკებოდა რუსეთს, მაგრამ ახლა ვფიქრობ, კიდევ კარგი, რომ არ ელაპარაკება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "ტრადიციონალისტების" ლიდერი აკაკი ასათიანი.
|
თიკო ოსმანოვა 25.03.2015
ხელმძღვანელობაზე განაწყენების მიუხედავად, ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტები - ინგა გრიგოლია და ეკა ხოფერია გადაცემების დახურვას არ აპირებენ და არხზე მუშაობას ძველებურად გააგრძელებენ.
|