ია აბულაშვილი
25.03.2015

 საქართველოს ბევრი ღირსეული მამულიშვილი ჰყავს, მათი გმირობა არამარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს მსოფლიოშია ცნობილი. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ ქართული ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი დიმიტრი ამილახვარი, ადამიანი, რომელსაც ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისა და მხედრული გმირობისთვის გენერალმა შარლ დე გოლმა თავის ხელით დააბნია მკერდზე "გათავისუფლების ჯვარი".

თაკო მათეშვილი
24.03.2015

 ინსტიტუციური ცვლილებები, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესის შემოღება, მათი ანაზღაურების ზრდა და დაცულობის გარანტიები - ესაა არასრული ჩამონათვალი იმისა, რაც იურისტების აზრით, უზენაესი სასამართლოს ახალმა თავმჯდომარემ პირველ რიგში უნდა გააკეთოს, რათა სასამართლოს დამოუკიდებლობა და საზოგადოებაში მისდამი ნდობის ზრდა უზრუნველყოს.

იაგო ნაცვლიშვილი
24.03.2015

 "არიან ქვეყნები, რომელთა მხრიდანაც გაძლიერებული მხარდაჭერა გვაქვს რიგის სამიტზე, იგულისხმება ბალტიისპირეთი, შვედეთი და ა.შ. ამ ქვეყნებისგან დიდი მხარდაჭერა გვაქვს, მაგრამ არავისთვის დასამალი არ ყოფილა, რომ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა სიტუაციას ამუხრუჭებს.

ელზა წიკლაური
24.03.2015

 ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ, შესაძლოა, საქართველომ მიგრაციული შოკი მიიღოს. იმის გამო, რომ ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ისევ მძიმეა, საქართველოდან წასვლის მსურველთა რაოდენობა დიდი ალბათობით კიდევ უფრო გაიზრდება. სპეციალისტების ვარაუდით, ეს მხოლოდ მოკლე პერიოდში მოხდება, დროის გასვლის შემდეგ კი, როდესაც ჩვენი თანამემამულეები მიხვდებიან, რომ ევროპაში თავის რჩენა ადვილი არ არის, უკან დაბრუნდებიან.

თაკო მათეშვილი
23.03.2015

 თბილისში საქალაქო მიკროავტობუსების მძღოლებს კომპანია "თბილისის მიკროავტობუსმა" მათ ყოველდღიური გადასახადი გაუზარდა. ამის მთავარ მიზეზად ლარის კურსის ვარდნა სახელდება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ყოველივე ამას აპრილიდან თბილისში მიკროავტობუსებით მგზავრობის გაძვირება მოჰყვება.

ქეთა ციცქიშვილი
23.03.2015

 თბილისის საკრებულოს წევრი, "რუსპუბლიკელი" დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობა 2016 წლის არჩევნების შემდეგ პარლამენტში ისევ იქნება წარმოდგენილი. მისი თქმით, ამ ოპოზიციური პარტიის სრულად გაქრობა წარმოუდგენელია იმიტომ, რომ მათ ჰყავთ ერთგული ამომრჩეველი, რომელთა რაოდენობაც მართალია არ იზრდება, მაგრამ არც დიდად მცირდება.

თიკო ოსმანოვა
23.03.2015

იმისათვის, რომ პარლამენტში მთავრობისათვის უნდობლობის საკითხის ინიცირება შესძლონ, "ნაციონალურ მოძრაობას" 10 ხმა აკლდება. 8 ხმის მიღების იმედი მათ "თავისუფალი დემოკრატებისაგან" აქვთ, კიდევ 2 ხმის კი - ყოფილი თანაპარტიელებისაგან, რომლებიც დღეს საპარლამენტო უმრავლესობაში შედიან, ან დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსი აქვთ.

თაია არდოტელი
23.03.2015

 თაია არდოტელი

"საქართველო ივანიშვილის გარეშე", "გაუმარჯოს მიშას", "წადი, ბიძინა" და საპასუხოდ მიღებული "ცოცხის ხალხო, ნარკომანებო, არაადამიანებო" - შაბათს თავისუფლების მოედანზე გამართულმა "ნაციონალური მოძრაობის" აქციამ ასეთი გადაძახილის ფონზე ჩაიარა.

ია აბულაშვილი
23.03.2015

 რიგის სამიტამდე 2 თვე დარჩა, თუმცა პროგნოზები, რომელიც უცხოურ პრესაში კეთდება, არც თუ ისე დამაიმედებელია იმ ქვეყნებისათვის, რომელებიც ევროპისგან უვიზო რეჟიმის მიღების მოლოდინში არიან. პროგნოზი კი ზოგადად ასეთია - საქართველოს იმედგაცრუება ელის.

სალომე სარიშვილი
23.03.2015

 კულტურის სამინისტროსა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ინიციატივით, მთავრობამ გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლს, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების 300 - ათას წლიან უწყვეტ განვითარებას ასახავს, ეროვნული მემკვიდრეობის სტატუსი გასულ კვირას მიანიჭა. არქეოლოგიური ზონა კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ იგოეთთან ტრასაზე მდებარეობს, სადაც ხანგრძლივი კვლევების შედეგად უძველესი ნივთები აღმოაჩინეს.

ელზა პაპოშვილი
21.03.2015

 საოკუპაციო ზოლიდან 7-მა შეიარაღებულმა რუსმა ჯარისკაცმა გორის რაიონის სოფელ კირბალეთის მცხოვრები 34 წლის ალექსანდრე შიუკაშვილი 8 წლის მცირეწლოვან შვილთან ერთად გაიტაცეს. ერთ-ერთი ვერსიით, გატაცება პირდაპირ სოფლის გზიდან მოხდა, როდესაც მამა-შვილი ტყიდან შეშით დატვირთული ბრუნდებოდა.

თაკო მათეშვილი
21.03.2015

 ნიკა მელია წამყვანის ამპლუაში, 10 გამომსვლელი - მათ შორის ექსპრეზიდენტი სააკაშვილი "სკაიპით", ორი მსვლელობა, მომავალი აქციების დაანონსება - ესაა არასრული ჩამონათვალი იმისა, რაც "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დღევანდელ აქციაზეა დაგეგმილი. აქციას, რომელიც 4 საათზე თავისუფლების მოედანზე დაიწყება, უფლებადამცველები დააკვირდებიან.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×