თაკო მათეშვილი
04.12.2015

 უბრალოდ, ერთი ნაბიჯით წინ - სწორედ ამას ნიშნავს, პოლიტოლოგების აზრით, თავდაცვის მინისტრის ნათქვამი, რომ საქართველოს საკითხი ალიანსის "პარტნიორობის კალათიდან" ღია კარის, ანუ "გაფართოების კალათაში" გადავიდა.

თიკო ოსმანოვა
04.12.2015

 ნატოს მინისტერიალზე საქართველოს შესახებ მიღებულ კომუნიკეს "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი მაია ფანჯიკიძე დადებითად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ ეს არის ძველი განცხადებების განმეორება.

ელზა პაპოშვილი
04.12.2015

 საქართველოში დაბინძურებული ჰაერის შედეგად გენეტიკური, ონკოლოგიური დაავადებების, დაუნის სინდრომის, ლეიკოზის, კურდღლის ტუჩის, მგლის ხახის და ბავშვთა თანდაყოლილი სიმახინჯეების რიცხვმა მოიმატა. ჰაერის დაბინძურების მიზეზად კი სპეციალისტები ავტომობილების სიმრავლეს და უხარისხო საწვავს ასახელებენ.

სალომე სარიშვილი
04.12.2015

 იუსტიციის სამინისტრომ ექს-პრეზიდენტის და ამჟამად ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის რეკომენდაციით პრეზიდენტს გუშინ მიმართა. გუშინვე ამ საკითხის შესახებ განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც გააკეთეს და აღნიშნეს, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე გიორგი მარგველაშვილი გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადებში, უახლოეს დღეებში მიიღებს.

ია აბულაშვილი
04.12.2015

 "მსოფლიოს განვითარების ისტორიას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ არის ეპოქები, როცა კაცობრიობისათვის ე.წ. გოდების ხანა დგება, სწორედ ახლა ვდგავართ ამ საშიშროების წინაშე - მთელი პლანეტა სისხლისღვრამ, ძალადობამ და ტერორიზმმა მოიცვა. ეს ცალსახად მესამე მსოფლიო ომის დაწყების ნიშანია" - ასე აფასებს მსოფლიოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს რომის პაპი ფრანცისკ მესამე.

ზურაბ მაჭარაძე, (ბრიუსელი)
03.12.2015

 მონტენეგროს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში მიწვევა და ღია კარის პრინციპის კიდევ ერთხელ დადასტურება გუშინ ბრიუსელში დასრულებული ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის მთავარი შედეგებია.

თიკო ოსმანოვა
03.12.2015

 ნატოს მინისტერიალზე საქართველოს შესახებ მიღებულ კომუნიკეს "ევროპული კვლევების ცენტრის" დირექტორი კახა გოგოლაშვილი საერთო ჯამში დადებითად აფასებს. თუმცა, მისი თქმით, ეს არ იძლევა იმის იმედს, რომ საქართველოს მაპის გარეშე მიიღებენ. სამოქმედო გეგმას კი, გოგოლაშვილის აზრით, სავარაუდოდ საქართველოს მომავალი წლის ვარშავის სამიტზე მისცემენ.

თაკო მათეშვილი
03.12.2015

მონტენეგროს წევრობის შეთავაზება, საქართველოს კი დაპირება, რომ კარი კვლავ ღიაა და მიღწეული პროგრესისათვის შექება - ასე დასრულდა ბრიუსელში ნატო-ს 2-დღიანი მინისტერიალი.

ელზა პაპოშვილი
03.12.2015

 სამხედრო ანალიტიკურ ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი აცხადებს, რომ არის იმის საფრთხე, რუსეთმა თურქეთთან სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სცადოს. მისი აზრით, რუსეთი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საზენიტო დანადგარებს განათავსებს, რომლის მეშვეობითაც, თურქეთის საჰაერო სივრცის საკმაოდ დიდი ტერიტორიის გაკონტროლებას შეძლებს.

ლიკა ამირაშვილი
03.12.2015

უკრაინული ვებ-გვერდი გფკუმწ.შტ.გფ კიდევ ერთ ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს, სადაც ამჯერად, სავარაუდოდ, ყოფილი გენერალური პროკურორის, მურთაზ ზოდელავასა და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის დაუთარიღებელი სატელეფონო საუბარია ჩაწერილი.

ია აბულაშვილი
03.12.2015

როგორც "რეზონანსთან" საუბრისას მერიის მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა იგორ კვესელავამ განაცხადა, უახლოეს დღეებში მრჩეველთა საბჭოს წევრები აპირებენ შეხვდნენ ქალაქის მერს და განიხილონ ყველა ის პრობლემა, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას აწუხებს. კონკრეტულად რა საკითხებზე იქნება მსჯელობა, ამის შესახებ "რეზონანსი" იგორ კვესელავას ესაუბრა.

ეკატერინე ბასილაია
02.12.2015

 ახლო აღმოსავლეთში ჯიჰადისტების მხარეზე ბრძოლისას აჭარიდან 4 ადამიანია გარდაცვლილი, ქვემო ქართლიდანაც 4, პანკისიდან კი 12. საქართველოდან სირიაში საომრად დაახლოებით 120-მდე ადამიანია წასული. მათგან ცნობილია 4 საველე მეთაური და ოთხივე ქისტია. აჭარიდან და ქვემო ქართლიდან საველე მეთაურები არ არიან, აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას "სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×