ია აბულაშვილი 07.08.2015
ანტირუსული სანქციების გამო, რუსეთი საქართველოს და ევროპის რამედნიმე ქვეყანას ემბარგოთი ემუქრება. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, პუტინი მხარს დაუჭერს მთავრობის წინადადებას საპასუხო ზომების შემოღების თაობაზე ევროპის იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს. ვიდრე კრემლში ემბარგოს დაწესების გეგმა მზადდება, რუსეთის სანიტარიულმა სამსახურმა წინმსწრებად ქართველი მეღვინეები ტექნოლოგიების დარღვევაში დაადანაშაულა, ხოლო მაკონტროლებელი ორგანიზაციები - უმოქმედობაში.
|
ელზა პაპოშვილი 07.08.2015
ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ვარაუდობს, რომ "რუსთავი 2"-ის წილების ხელახალ გასხვისებას აპირებენ, ამიტომაც თავისი წილის დასაბრუნებლად, რომელიც მისი თქმით, იძულებით დაათმობინეს, სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ტელეკომპანიის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა.
|
ელზა პაპოშვილი 07.08.2015
ერთი კვირის განმავლობაში თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში ორი ქართული გადამზიდავი კომპანიის სამ სატვირთო ავტომობილს დაესხნენ თავს. ქურთმა მეამბოხეებმა ავტომობილები დაწვეს, ხოლო მძღოლები რამდენიმე საათის განმავლობაში დაკავებული ჰყავდათ.
|
ია აბულაშვილი 07.08.2015
"მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას ბავშვობიდან ვიცნობდი. მე ვაკეში ვცხოვრობდი და ვაჟთა მეექვსე სკოლაში ვსწავლობდი, ზვიადი და მერაბი კი ვერაზე, ვაჟთა პირველ სკოლაში სწავლობდნენ. ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა, ჩვენს სკოლებსა და უბნებს შორის მეგობრული ურთიერთობა იყო, რუსთაველზე ერთად ვსეირნობდით და ფეხბურთსაც ვთამაშობდით.
|
გვანცა ღვედაშვილი 07.08.2015
თბილისში არსებული მაღალი ტემპერატურა ხალხის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ ტემპერატურის მატებას უკავშირდება მზის დაკვრის მაღალი სტატისტიკაც. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში ბოლო კვირის განმავლობაში მზის დაკვრისა და გადახურების 40-ზე მეტი ფაქტია რეგისტრირებული.
|
ლიკა ამირაშვილი 07.08.2015
ერთიანი ეროვნული გამოცდები დამთავრდა და ყველა საგნის პასუხი ცნობილია. აბიტურიენტებს, რომელთაც თავიანთ ქულებში ეჭვი ეპარებათ, გასაჩივრების უფლება აქვთ. პირველადი პასუხების გამოქვეყნების შემდეგ გუშინ აპელაციის პროცესი დაიწყო, რომელიც 12 აგვისტომდე გაგრძელდება.
|
გვანცა ღვედაშვილი 06.08.2015
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის, დიმიტრი ჯაიანის თქმით, გალის რაიონის სკოლებში ქართული ენის სწავლის აკრძალვა სიმართლეს არ შეესაბამება მისი თქმით, მსგავსი ტიპის ბრძანება არ არის გაცემული.
|
იაგო ნაცვლიშვილი 06.08.2015
"ახალი მემარჯვენეები" შემოდგომიდან საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას იწყებს. სურთ, რომ გააძლიერონ პროდასავლური ორიენტაციის პარტიები. აპირებენ ამ მიმართულების პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობას, ასეთად მათ ირაკლი ალასანიას "თავისუფალი დემოკრატები" ესახებათ.
|
თაკო მათეშვილი 05.08.2015
ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვა, თრუსოს ხეობის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცევა, ენგურჰესისა და მთლიანად საქართველოს ენერგოსისტემის ხელში ჩაგდება, მცოცავი ოკუპაციის გაგრძელება - სწორედ ამას ელიან პოლიტოლოგები რუსეთის მხრიდან ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნის შემდგომ.
|
იაგო ნაცვლიშვილი 05.08.2015
პარტია "ქართული ოცნება" სექტემბრის მეორე ნახევრიდან რეგიონებში კონფერენციებს გამართავს, რაც პარტიული ორგანიზაციების შესაძლო გადახალისებას გულისხმობს. გარდა ამისა, იგი აღმასრულებელ მდივნებს არჩევნების ჩატარებაშიც დაეხმარება.
|
თეა ბეჟიტაშვილი 05.08.2015
"ოჯახში ძალადობასთან მიმართებაში სტატისტიკა საგრძნობლად გაზრდილია", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "ქალთა მოძრაობის" წევრი, უფლებადამცველი ბაია პატარაია ქალთა მიმართ ოჯახური ძალადობის შესახებ.
|
ია აბულაშვილი 05.08.2015
რუსეთის სამხედრო სამსახურში მყოფ ქართველ სამხედრო მოღვაწეთა საგმირო საქმეებზე ბევრი დაწერილა და მომავალშიც ბევრი დაიწერება. დღევანდელ სტატიაში მკითხველს გვინდა შევახსენოთ რამდენიმე ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ამბები რუსეთის არტილერიის ფუძემდებელ ალექსანდრე არჩილის ძე ბაგრატიონის ძნელბედობით აღსავსე ცხოვრებიდან.
|