მამუკა ნაცვალაძე
06.05.2017

 მეთორმეტე საუკუნის ბოლოს, შამქორის ომის მოგების შემდეგ, თვისებრივად ახალი ეტაპი იწყება საქართველოს სამეფოს საგარეო პოლიტიკაში. აღმოსავლეთით ამიერკავკასიაში სრულად აღდგა ქართველთა გავლენა, სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიები თამარის სამეფო კარს ემორჩილება. მაგრამ ეს საკმარისი არაა - საჭიროა სამხრეთის მიმართულებით პოზიციების გამაგრება, საჭიროა კიდევ ერთი მაჰმადიანური კოალიციის შემოტევის მოგერიება.

ია აბულაშვილი
06.05.2017

 7 მაისი რადიოს საერთაშორისო დღეა და როგორც ამ დარგის სპეციალისტები ამბობენ, რადიოს გამოგონების ისტორია გარკვეულ წილად საქართველოსაც უკავშირდება. ეს ამბავი კი ასე ყოფილა: 1895 წლის 7 მაისს ალექსანდრე პოპოვმა, რომელიც რადიოს ფუძემდებლად ითვლება, რუსეთის ფიზიკა-ქიმიის საზოგადოებას თავისი გამოგონება - რადიომიმღები წარუდგინა. თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით, რადიოს გამოგონების კვალს საქართველოში მივყავართ.

გვანცა ღვედაშვილი
05.05.2017

 ერთიანი ეროვნული გამოცდები 21 მაისიდან დაიწყება და 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება. წელს გამოცდებისთვის რეგისტრაცია 41 ათას 200-მდე აბიტურიენტმა გაიარა. არჩევითი საგნებიდან ყველაზე პოპულარული კი გეოგრაფია აღმოჩნდა.

მარი ჩიტაია
05.05.2017

 მთავრობა ახალი გადასახადის შემოღებისა და არსებულის გაზრდის მიზნით კონსტიტუციაში ცვლილებას გეგმავს. ამისთვის სამიზნე კონსტიტუციის 94-ე მუხლია, რომლის თანახმადაც, გადასახადების შემოღება ან არსებულზე განაკვეთის მომატება მხოლოდ მთავრობის მიერ ინიცირებული რეფერენდუმის საფუძველზე არის შესაძლებელი. იმის ნაცვლად, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შემსუბუქებაზე იზრუნოს, ხელისუფლება ცხოვრების კიდევ უფრო გასაძვირებლად ემზადება.

სოფო ჩხიკვაძე
05.05.2017

 საქართველო ღვინის სამშობლოა, თუმცა საინტერესოა, ამჟამად რამდენად პოპულარულია უძველესი სასმელი ქართველებში, რა სახეობას და როდის მიირთმევენ. გარდა ღვინისა, რომელ ალკოჰოლურ სასმელს ეტანებიან და რა განაპირობებს მის უპირატესობას.

ია აბულაშვილი
05.05.2017

 "... აბასთუმნის მდებარეობა უაღრესად ხელსაყრელია ასტრონომიული სამუშაოებისთვის. თუ შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ, არც ერთ ობსერვატორიას ევროპაში არა აქვს ასეთი ხელსაყრელი განლაგება და ძნელია, დაასახელო ადგილი, გარდა ობსერვატორიისა ჰამილტონის მთაზე, სადაც ატმოსფერული პირობები ასევე ხელსაყრელია" - წერდა მე-19 საუკუნის გამოჩენილი ამერიკელი ასტრონომი შერბურნ ბერნჰემი 1893 წელს.

ნინო ქეთელაური
04.05.2017

 კრემლთან დაახლოებული რუსი ბაიკერების დაჯგუფება "ღამის მგლების" წევრის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ღონისძიების ორგანიზატორი ირაკლი ყიფიანი "რეზონანსთან" საუბრისას უარყოფს. მისი თქმით, თუკი საქართველოში რუსი ბაიკერი გადაადგილდება, ის იმ ჯგუფის წევრი ვერ იქნება, ვისთანაც მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რადგან ისინი საზღვარზე არ შემოუშვეს.

ნინო ქეთელაური
04.05.2017

 რიყის თეატრის დაუსრულებელი შენობა მერიამ ეკონომიკის სამინისტროს გადასცა. როგორც თბილისის მერიაში "რეზონანსს" განუცხადეს, აღნიშული შენობის ბედზე არანაირი ინფორმაცია არ აქვთ, რადგან მათ ბალანსზე აღარ ირიცხება.

ია აბულაშვილი
04.05.2017

 მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ბევრი დაწერილა და მომავალშიც ალბათ ბევრი დაიწერება, მაგრამ დღეს ჩვენ მკითხველს გვინდა გავაცნოთ ვაშინგტონში მოღვაწე ქართველი ემიგრანტის, მწერალისა და ჟურნალისტის, გიორგი კობახიძის წერილი "ხმა დასახვრეტთა საკნითგან", რომელშიც აღწერილია მიხეილ ჯავახიშვილის სიცოცხლის უკანასკნელი დღეები. წერილი პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ "ქართველი ერის" ფურცლებზე, ბერლინში, 1943 წელს. მაშინდელი ემიგრანტული პრესა წერდა, რომ გიორგი კობახიძე იყო პირველი და ერთადერთი, ვინც მიხეილ ჯავახიშვილის ტრაგიკული სიკვდილის შესახებ საზღვარგარეთ გაიტანა ცნობა.

ნინო ქეთელაური
03.05.2017

 ტრანსგენდერ ქალებსა და მათ მეზობლებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს შსს-მ ოთხი პირი დააკავა, რომელთაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე - წვრილმანი ხულიგნობის - მუხლი წაუყენა.

ნათია ლომიძე
03.05.2017

 გარემოვაჭრეების დახლების დემონტაჟი თბილისის პარალელურად საქართველოს სხვა ქალაქებშიც დაიწყო. დედაქალაქის მსგავსად, ცენტრალური ადგილების გარევაჭრობისგან გათავისუფლება ქუთაისსა და ოზურგეთში მიმდინარეობს. იგივე პროცესი ბათუმში უახლოეს მომავალში დაიწყება. მოვაჭრეებს სპეციალურ ადგილებს შესთავაზებენ სიმბოლურ თანხად - თვეში 1 ლარად.

გვანცა ღვედაშვილი
03.05.2017

 საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვაზე კანონის ამოქმედება 2018 წლის 1-ელი იანვრის ნაცვლად 1-ელი მაისისთვის ამოქმედდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×