ნინო ქეთელაური
03.05.2017

 ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ განთავსებული გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა გაიტანეს.

თეო გუდავაძე
03.05.2017

 გაზაფხულის დადგომასთან ერთად აქტიურდება ექსკურსიების სეზონი. სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები თუ სხვა დაწესებულებები აქტიურად გეგმავენ გადაადგილების მარშრუტს. ეს სახალისო პროცესია, მაგრამ, როგორც ყველაფერს, მასაც აქვს ორი მხარე. ემოციებსა და სიმოვნებასთან ერთად იზრდება გაუთვალისწინებელი ხარჯების მოცულობა. ქვეყანაში არსებულმა ინფლაციამ საექსკურსიო მომსახურების გაძვირება გამოიწვია. ტრანსპორტირებასთან ერთად, საკვების ფასიც გაიზარდა.

გვანცა ღვედაშვილი
03.05.2017

 გამწვანების კოეფიციენტის მიხედვით, თბილისი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი დედაქალაქია. ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 3 კვ.მეტრი მწვანე საფარი მოდის, რაც ქალაქისთვის რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია.

ია აბულაშვილი
03.05.2017

 "დროის მთავარ მოთხოვნებს არ პასუხობს" - ასეთი ვერდიქტი გამოუტანეს მოსკოვში საბჭოთა კინოს მესვეურებმა მერაბ კოკოჩაშვილის ფილმს "დიდი მწვანე ველი", ფილმს, რომელიც წლების შემდეგ ყველა დროის 100 საუკეთესო ფილმს შორის აღიარეს. როგორც რეჟისორი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, თავადაც ვერ წარმოედგინა, რომ "დიდი მწვანე ველი" ასეთი პოპულარული გახდებოდა.

მარი ჩიტაია
02.05.2017

 საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი ასაკით პენსიონერია. ამ კატეგორიის წილი საერთო მოსახლეობაში წლიდან წლამდე მატულობს, რაც უდავოდ ერის დაბერების ნიშანია. სპეციალისტები ამის მიზეზად შობადობის შემცირებასა და შრომისუნარიან მოსახლეობაში მიგრაციის მაღალ დონეს მიიჩნევენ.

გვანცა წულაია
02.05.2017

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სასკოლო ბუფეტეში არსებული მდგომარეობის გამოსწორება და ამ სფეროს რეგულაცია დაიწყო.

გვანცა ღვედაშვილი
02.05.2017

 2017 წლის დასაწყისისთვის საქართველოს მოსახლეობა წინა წელთან შედარებით 0.1%-ით ნაკლებია. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახური განმარტავს, მოსახლეობის რაოდენობის შემცირებაზე 2016 წლის ბუნებრივი მატების მაჩვენებელმა და გარე მიგრაციის უარყოფითმა სალდომ იმოქმედა.

თამარ მუკბანიანი
02.05.2017

 მას შემდეგ, რაც ქალაქის გარკვეული უბნების გარემოვაჭრეებისაგან გათავისუფლების პროცესი დაიწყო, მათი ნაწილი მერიის მიერ შეთავაზებულ ბაზრებში შევიდა, ნაწილისათვის კი მიუღებელი აღმოჩნდა დათქმული პირობა. ისინი ამბობენ, რომ 6 თვის შემდეგ პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან, რადგან გადასახდელი თანხა თვიურ ნავაჭრს აღემატება.

ნათია ლომიძე
02.05.2017

 საქართველოში ბანკეტებისა და ქორწილების სეზონია. თბილისის რესტორნები დატვირთული მუშაობისთვის ემზადებიან. მათი თქმით, მსურველებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზება მისაღებ ფასად აქვთ, თუმცა მომხმარებლები უსახსრობის გამო სასურველი წვეულების მოწყობას ან კრედიტის მეშვეობით ცდილობს, ან საერთოდ უარს ამბობენ სურვილის ასრულებაზე. საქართველოში ბანკეტის ხარჯი 1 ადამიანისთვის 300 ლარიდან 500 ლარამდე მერყეობს.

ია აბულაშვილი
01.05.2017

 ორ საუკუნეზე მეტია, რაც მსოფლიო მშრომელთა სოლიდარობის დღეს აღნიშნავს, რომელიც 1886 წელს ამერიკელი მუშების გაფიცვას უკავშირდება. 1889 წელს, მეორე ინტერნაციონალის პარიზის კონფერენციაზე პირველი მაისი მშრომელთა დაცვის დღედ გამოცხადდა, წითელი დროშა კი ამ დღის სიმბოლოდ იქცა.

მარიამ ელიაშვილი
01.05.2017

 სტატისტიკურად, მსოფლიოში დღენაკლულთა რიცხვი ყოველ წელს იზრდება. საქართველოში ყოველი 13 ახალშობილიდან 1 ნაადრევად დაბადებულია. მათი ქცევითი და გონებრივი დარღვევების მკურნალობა ხშირ შემთხვევაში უშედეგოდ სრულდება.

მარიამ ელიაშვილი
01.05.2017

 26 აპრილს ნასა-ს კოსმოსური ხომალდი "კასინი" პლანეტა სატურნის ღრუბლებს 3000 კმ სიმაღლეზე მიუახლოვდა და მის რგოლებს შორის პირველად გაიარა. ეს უპრეცედენტო შემთხვევა სატურნის უკეთ გამოკვლევის საშუალებას იძლევა. "კასინმა" ასტრონომებს პირველი ფოტოები კალიფორნიის ლაბორატორიაში უკვე გაუგზავნა.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×