ნინო ქეთელაური
26.04.2017

 მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრის" მიმდებარედ განთავსებული გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა აიღეს.

თეო გუდავაძე
26.04.2017

 ქართველი ახალგაზრდების უმეტესობა ზუსტად იმავე დოზით არის დამოკიდებული სხვადასხვა სახის სესხზე, როგორითაც უფროსი თაობა. უმეტეს შემთხვევაში ისინი ვერ აკონტროლებენ საკუთარ შემოსავალს და ხარჯს, რასაც საბოლოოდ სავალალო შედეგი მოსდევს. ლომბარდები და ონლაინ სესხები საკმაოდ დიდი ცდუნებაა მათთვის. ბოლო დროის ტენდენციით დადგინდა, რომ ახალგაზრდების საარსებო წყაროს სწორედ მოკლევადიანი კრედიტები წარმოადგენს და მათი ტინეიჯერული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ერთ-ერთი წყარო სწორედ ისაა.

მარი ჩიტაია
25.04.2017

 საქართველოში შემოტანილი და სავაჭრო ქსელში გასაყიდად გამოტანილი ტანსაცმელი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს შეიცავს. რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი ადამიანი იწამლება როგორც საკვებით, ჭურჭლითა და სამზარეულო ნივთებით, ასევე ქსოვილებით, რომელსაც ყოველდღიურად მოვიხმართ. არაერთი საერთაშორისო კვლევით დასტურდება მავნე ზეგავლენა, რასაც სინთეტიკური ქსოვილები და საღებავები იწვევენ.

თამარ მუკბანიანი
25.04.2017

 კერძო სკოლების ნაწილი სწავლას კიდევ აძვირებს. საქართველოში სწავლა უკვე ძალიან ძვირი ღირს და აბსოლუტური უმრავლესობა საჯარო საგანმანათლებლო სისტემის იმედზეა. კერძო სკოლების წარმომადგენლები გაძვირების ობიექტურ მიზეზებზე არ საუბრობენ. როგორც "ბიზნეს-რეზონანსთან" პირადი საუბრის დროს განაცხადეს, გადასახადის ზრდის პროპორციულად პედაგოგთა ხელფასი არ მატულობს.

ნათია ლომიძე
25.04.2017

 ჯერჯერობით როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში არც ერთი სილამაზის სალონი არ დაუჯარიმებიათ. არადა, მარტო დედაქალაქში ყოველთვიურად 48 სალონი მოწმდება. თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე სილამაზის ცენტრების მეპატრონეები მსგავს შემოწმებას მიესალმებიან. ისინი ამბობენ, რომ შემოწმება სალონის მომსახურებაზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს და კვლავ ძველი ფასით გააგრძელებენ კლიენტების მიღებას.

ნინო ქეთელაური
25.04.2017

 "საგზაო მოძრაობის შესახებ კანონი" არასწორი პარკირების გამო ქულების მოკლებას არ გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ 1-ლი ივლისიდან 100-ქულიანი სისტემა ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც ყველა დარღვევაზე მძღოლს შესაბამისი ქულები ჩამოაკლდება. ქულების განულების შემთხვევაში მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდების ახლიდან ჩაბარება იქნება საჭირო.

ია აბულაშვილი
25.04.2017

 "თოვდა და თბილისს ეხურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი... თეთრ ცხენზე მჯდომი ნაბიჯი ნელით შემოდიოდა სიკვდილი ცულით!" - კოლაუ ნადირაძის ეს სტრიქონები მეხივით გავარდა გასული საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც პირველად დაიბეჭდა ჟურნალ "მერანში". 1985 წლის სექტემბერში საუკუნეს მიღწეული პოეტი ლამის მწერალთა კავშირიდან გარიცხეს, ლექსი "25 თებერვალი, 1921 წელი" კი "დიდი ოქტომბრის რევოლუციის შეურაცხყოფად" მონათლეს.

ია აბულაშვილი
24.04.2017

 "ერთადერთი საქართველოს სავალუტო საგანი ამ უკანასკნელ წელთა განმავლობაში, ეს იყო ჭიათურის შავი ქვა, ეს იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის უძლიერესი ეკონომიკური ძარღვი და ეს ძარღვი მოსკოვმა დღეს გამოაცალა საქართველოს სხეულს"- ასე გამოეხმაურნენ საუკუნის წინ ემიგრაციაში მყოფი დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის წევრები ჩიჩერინისა და ძერჟინსკის მიერ მოსკოვში ჭიათურის მარგანეცზე დადებულ ხელშეკრულებას.

მამუკა ნაცვალაძე
24.04.2017

 ისტორიის ჟამთასვლამ არაერთი გამორჩეული კულტურა და სახელმწიფო შეიწირა, არაერთხელ შეიცვალა მსოფლიო პოლიტიკური რუკა, ისტორიის ქარტეხილებს ბევრმა ქვეყანამ ვერ გაუძლო, ბევრიც აღიგავა პირისაგან მიწისა.

მარიამ ელიაშვილი
24.04.2017

 ცნობილი ფაქტია, რომ ახალგაზრდას უკეთესი მეხსიერება აქვს, ვიდრე ხანდაზმულს. აღმოჩნდა, რომ ეს ახალგაზრდის სისხლითაა განპირობებული. ამის შესახებ ჟურნალი "ნეიჩა" წერს. განცხადება სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებულ კვლევას ეხება, რომლის მიხედვითაც, ბავშვის სისხლს მეხსიერების გაუმჯობესების პოტენციალი აქვს.

მარიამ ელიაშვილი
24.04.2017

 5 მლრდ წლის პლანეტა, რომელიც მზის სისტემის მიღმა ასტრონომებმა ახლახან აღმოაჩინეს, მეცნიერთა შეფასებით, ბოლო ათწლეულების მანძილზე აღმოჩენილ ეგზოპლანეტათა შორის ყველაზე საინტერესოა. მათი თქმით, იგი დედავარსკვლავის გარშემო სასიცოცხლო ზონაში მოძრაობს, რაც არამიწიერი სიცოცხლისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.

მარიამ ელიაშვილი
24.04.2017

 შავ ხვრელებზე 5-დღიანი დაკვირვება 11 აპრილს დასრულდა და ასტრონომებს ისღა დარჩენიათ, ფოტოებს დაელოდონ. მათ 1024 მყარი დისკი უნდა მიიღონ მაქს პლანკისა და ჰეისთაქის ინსტიტუტების კვლევით ცენტრებში. სამხრეთ პოლუსის ტელესკოპებიდან დისკების მიღება ზამთრის ბოლომდე ვერ მოხერხდება. ყველა ფოტო ხელმისაწვდომი მიმდინარე წლის დასასრულს ან 2018 წლის დასაწყისში იქნება, თუმცა მანამდე მკვლევარებმა პირველ ფოტოებზე დაკვირვება დაიწყეს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×