გვანცა ღვედაშვილი 19.04.2017
ე.წ. ჩქარი ავტობუსები, რომელთათვისაც სავალდებულო არ იქნება შუქნიშანზე გაჩერება, თბილისში ახლო მომავლიდან გამოჩნდება. როგორც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, მერაბ ბოლქვაძემ განაცხადა, დადგენილია სატრანსპორტო დერეფნები, რომლით სარგებლობის უფლებაც მხოლოდ ავტობუსებს ექნება.
|
მარი ჩიტაია 19.04.2017
საპოლიციო გამოსახლებასთან დაკავშირებით მთავრობა პოზიციას ცვლის. სპეციალისტთა ერთი ნაწილის აზრით, საკუთრებასთან დაკავშირებით ერთი ხელის მოსმით მიღებულმა ცვლილებამ არ გაამართლა. ამიტომ ხელისუფლება პოლიციას ე.წ. საპოლიციო გამოსახლების ფუნქციას ნაწილობრივ უბრუნებს.
|
ია აბულაშვილი 19.04.2017
22 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში საფუძველი ჩაეყარა ბაქო-სუფსის ტერმინალისა და ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობას. ამ ისტორიული ფაქტის შესახებ ბევრი დაწერილა და ამიტომ მის მნიშვნელობაზე ბევრს არ ვისაუბრებთ, თუმცა რამდენიმე საინტერესო ეპიზოდს გავიხსენებთ დღევანდელ სტატიაში.
|
მარი ჩიტაია 18.04.2017
საქართველოში შემოტანილი სამზარეულოს ნივთები, განსაკუთრებით კი ჭურჭლეული, ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. არაერთი საერთაშორისო კვლევით დასტურდება ის მავნე ზეგავლენა, რასაც ჭურჭლისა და საკვების შესანახად განკუთვნილი კონტეინერების გამოყენება იწვევს. მათ შორისაა პლასტმასისგან, ალუმინისგან, ტეფლონისა და თუჯისგან დამზადებული ნაკეთობები.
|
თამარ მუკბანიანი 18.04.2017
გაძვირებული ცხოვრების, მზარდი ინფლაციისა და ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, ოჯახების დიდ ნაწილს სააღდგომოდ დიდი ეკონომიის გაკეთება მოუწია. ეკონომიკური კრიზისი და მოსახლეობის გაღარიბება წლევანდელ დღესასწაულს აშკარად ეტყობოდა.
|
ნათია ლომიძე 18.04.2017
ავტობიზნესს ურთულესი პერიოდი უდგას. გაყიდვის მაჩვენებლის მკვეთრად შემცირების ერთ-ერთი მიზეზი გაძვირებული განბაჟებაა. მცირე კომპანიების უმრავლესობა, რომლებსაც ყოველთვიურად ათობით მანქანა შემოჰყავდა ბაზარზე, დაიხურა. სპეციალისტების თქმით, ავტომობილები 15-20%-ით გაძვირდა. ამ ეტაპზე მხოლოდ ჰიბრიდებსა და მცირელიტრაჟიან მანქანებზეა მოთხოვნა, რამაც მათი ღირებულება გაზარდა.
|
გვანცა ღვედაშვილი 18.04.2017
ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ბავშვთა მიმართ ძალადობა რჩება. 2016 წელს ბავშვის მიმართ განხორციელებული სხვადასხვა ფორმის ძალადობის 755 ფაქტი გამოვლინდა.
|
აკაკი გვიმრაძე 18.04.2017
სეულიდან
კორეის ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული ტრადიციული ყოველწლიური მსოფლიოს ჟურნალისტთა კონფერენციის მთავარი თემა ამჯერად იყო მედიის როლი მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად - დაახლოებით 60 ქვეყნის 84 ჟურნალისტი შეიკრიბა სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, რათა იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე ესაუბრა, რომლებიც თანამედროვე სამყაროს აწუხებს.
|
გვანცა ღვედაშვილი 15.04.2017
განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების რაოდენობა საგანგაშო ნიშნულს აღწევს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს, სხვადასხვა საფუძველით, საბაზო საფეხურის (9 კლასის) დასრულებამდე სწავლა 3 556 არასრულწლოვანმა შეწყვიტა, ხოლო საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ - 6 449-მა. ეს ინფორმაცია ომბუდსმენმა საპარლამენტო ანგარიშის დროს გახდა ცნობილი.
|
რეზონანსი 15.04.2017
თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც პარლამენტმა გასულ კვირას პირველი მოსმენით მიიღო, მთავრობას შენიშვნები აქვს და ის 17 გვერდისგან შედგება.
|
თამარ მუკბანიანი 15.04.2017
საქართველოში ნელ-ნელა ფეხს იკიდებს, სუფრის დეკორატიულად გაფორმების ტრადიცია. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება გაძვირდა და მოთხოვნამაც საგრძნობლად იკლო, მოსახლეობის ნაწილი მაინც ახერხებს სადღესასწაულოდ დეკორატიული ნივთების შეძენას. სააღდგომო ნივთები, ძირითადად, ბუდეები, პასკისა და კვერცხის ხელნაკეთი ჩასაწყობი, ჯეჯილი და მოხატული თუ მოქარგული კვერცხებია.
|
მარი ჩიტაია 15.04.2017
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გადატვირთულ რეჟიმში მუშაობს. ავტოსადგურებში განმარტავენ, რომ სადღესასწაულო დღეებში 40-მდე მიკროავტობუსის დამატება დასჭირდათ. შარშანდელთან შედარებით, დედაქალაქის წამყვან სადგურებში, როგორიცაა "ვაგზლის მოედანი", "ოკრიბა" და დიდუბე", მგზავრთა ნაკადი საკმაოდ გაზრდილია.
|