თამარ მუკბანიანი
22.04.2017

 ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო, მოსახლეობა სულ უფრო იშვიათად ახერხებს ავეჯის გამოცვლას. უმეტესობა მიიჩნევს, რომ ფასი და ხარისხი შეუსაბამოა, ამიტომაც სახლში რამის განახლება ადამიანების დიდ ნაწილს არ სურს.

ნათია ლომიძე
22.04.2017

 ბარ-რესტორნების მომსახურება გაძვირდა. ფასის ზრდა, იმპორტირებული და ადგილობრივი პროდუქტის გაძვირებას უკავშირდება. კვების ობიექტების უმრავლესობა კლებას უჩივის. ზოგიერთი რესტორანი, კლიენტების შენარჩუნების მიზნით, სტუმრებს უცვლელ ფასს სთავაზობს. სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია პრობლემას ვერ ხედავს და შექმნილ სიტუაციას დროებითს უწოდებენ.

მამუკა ნაცვალაძე
22.04.2017

 სპარტა, როგორც სახელმწიფო, თავისი განუმეორებელი ორიგინალობითა და გამორჩეულობით განსაკუთრებული ფენომენია მსოფლიო ისტორიაში. სპარტანული ცხოვრების წესი თანამედროვე საზოგადოებისთვის სიმკაცრის სინონიმად იქცა. ქრისტეშობამდე 480 წელს, თერმოპილეს ბრძოლაში 300 სპარტანელის თავდადება აქემენიდური ირანის წინააღმდეგ ღირსეულად შეაფასა ჟამთასვლამ და ამ უმამაცეს მებრძოლთა გმირობა ყველა დროისა და ფორმაციის ისტორიის სახელმძღვანელოს განუყოფელ ნაწილად აიქცია.

ია აბულაშვილი
22.04.2017

 26 აპრილს გერმანიაში ოფიციალურად გაიხსნება "გერმანია-საქართველოს წელი-2017", რასაც ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები დაესწრებიან. მანამდე კი ამ ღონისძიებას საქართველომ უმასპინძლა.

ია აბულაშვილი
21.04.2017

 თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ 6 თვე დარჩა და ძირითადი პოლიტიკური ძალები უკვე ემზადებიან ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვანი არჩევნებისთვის. მანამდე კი ჩვენს მკითხველს გვინდა შევთავაზოთ რამდენიმე საინტერსო მასალა თბილისის თვითმმართველობის ისტორიიდან.

მარიამ ელიაშვილი
21.04.2017

 "ამჯერად, ჯარიმა პრევენციის ერთადერთი საშუალებაა და იგი შედეგიანი იქნება", - განაცხადა ეკოლოგმა რეზო გეთიაშვილმა "რეზონანსთან" ახალ კანონპროექტზე საუბრისას.

სოფო ჩხიკვაძე
21.04.2017

 დღესდღეობით საქართველოში იშვიათად შეხვდები ქალაქში მცხოვრებ ახალგაზრდას, რომელიც სოფელში საცხოვრებლად გადაბარგებაზე ფიქრობს. უცნაურია, რომ რეგიონიდან ჩამოსული გოგონებიც არ აპირებენ იქ დაოჯახებას. ეს ყველაფერი, ალბათ, სოციალურ პირობებს უკავშირდება. ქალაქში უფრო მეტი შესაძლებლობაა, რომ ახლადშექმნილმა ოჯახმა იცხოვროს. წლების წინ ასე არ იყო, სოფელში ხალხი საკმაოდ კარგად და გამართულად ცხოვრობდა.

გვანცა წულაია
21.04.2017

 გაზაფხულზე მეწყერის ჩამოწოლის შემთხვევები გახშირებულია. საქართველოს რეგიონებში ამის არაერთი მაგალითია. "რეზონანსი" პრობლემის მოგვარების საშუალებებზე კავკასიაში ერთადერთ ეროზიოლოგს - მერაბ ბალაშვილს გაესაუბრა.

აკაკი გვიმრაძე
21.04.2017

 სეულიდან

სამხრეთ კორეის ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული მსოფლიოს ჟურნალისტთა კონფერენციის დასრულების შემდეგ, რომლის მთავარი თემაც იყო მედიის როლი მსოფლიოს მშვიდობის განმტკიცებაში, ორგანიზატორებმა მოგვცეს უნიკალური საშუალება ამ უმშვენიერესი ქვეყნის რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქი და მხარე მოგვენახულებინა, რაც რეალურ წარმოდგენას შეგვიქმნიდა სამხრეთ კორეაზე.

ანა ბარნაბიშვილი
20.04.2017

  თბილისის ქვეშ მიწისქვეშა გვირაბების ქსელი და თავშესაფრებია მოწყობილი, რომელთა უმრავლესობაც გასული საუკუნის 60-იან წლებში ომის შემთხვევისთვის გააკეთეს. სავენტილაციო შახტები და გვირაბები, რომლებიც თავშესაფრებს ერთმანეთთან აკავშირებდა და ასევე თავად თავშესაფრების უმეტესობა დღეს გაპარტახებულია და დანგრევის პირასაა, თუმცა არის დაცული თავშესაფრებიც, რომლებშიც შესვლა აკრძალულია.

ანა დედაბრიშვილი
20.04.2017

 თორნიკე ამირხანაშვილი

2017 წლის პირველ სამ თვეში საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე 20-მდე მკვდარი დელფინი გამოირიყა. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ეს მონაცემები საგანგაშო არ არის. დელფინების დაღუპვის ყველაზე გავრცელებულ მიზეზად თევზსაჭერ ბადეებსა და მორბილვირუსულ ინფექციას ასახელებენ. ყველაზე არასასიამოვნო კი ისაა, რომ ხშირად პლაჟზე დახოცილი დელფინების გამორიყვის შემთხევები ტურისტული სეზონისას აღწევს თავის პიკს.

ია აბულაშვილი
20.04.2017

 22 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში საფუძველი ჩაეყარა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობას. ამ ისტორიული ფაქტის მნიშვნელობაზე დღევანდელ სტატიაში არ ვისაუბრებთ, თუმცა მკითხველს შევახსენებთ, რომ ბაქოდან საქართველოში, კერძოდ ბათუმში ნავთობის გატარების პირველი მარშრუტის იდეა თავის ძმებს ლუდვიგ ნობელმა მიაწოდა და ურჩია: "ბაქოდან ნავთობის ტრანსპორტირების ყველაზე შესაძლო მარშრუტს შორის, რეკომენდაციას გაძლევთ, აირჩიოთ მარშრუტი, რომელიც საქართველოზე გადის. ყველა დანარჩენი მარშრუტი უფრო დიდ რისკთან არის დაკავშირებული. არასად არ არის ისეთი ხელსაყრელი პირობები, როგორიც ბაქოსა და თბილისში. ამიტომ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ სწორედ ეს მარშრუტი უნდა ავირჩიოთ".


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×