ნათია ლომიძე 07.04.2017
აფთიაქები მედიკამენტებზე რეცეპტს აღარ ითხოვენ. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ პროექტმა ვერ გაამართლა, კონტროლი ძალიან შესუსტებულია. 2017 წელს დარღვევის მხოლოდ 149 ფაქტია გამოვლენილი, არადა საქართველოს ყველა მოქალაქე დაადასტურებს, რომ აფთიაქებში უპრობლემოდ ყიდულობს სასურველ წამალს, რომელიც წესით მხოლოდ ექიმის დანიშნულების მიხედვით უნდა გაიცემოდეს.
|
ია აბულაშვილი 07.04.2017
11 აპრილს რუს პოეტს ევგენი ევტუშენკოს მოსკოვის მახლობლად მწერალთა დასახლებაში პერედელკინოში დაკრძალავენ. იგი 85 წლის ასაკში ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა, სადაც პოეტი 1990-იანი წლებიდან სიცოცხლის ბოლომდე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.
|
ნინო ქეთელაური 06.04.2017
თბილისის ზღვის განვითარების გეგმის ილუსტრაციას, რომელიც საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალექსანდრე ელისაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია "აბსურდს" უწოდებს და ამბობს, რომ "ამის გამო მკაცრად მოსთხოვს პასუხს, როდესაც საკრებულოში მივა."
|
ია აბულაშვილი 06.04.2017
9 აპრილის ტრაგედიიდან 28 წელი სრულდება. საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით 4 აპრილს დაწყებული საპროტესტო აქცია საბჭოთა არმიის ნაწილებმა 9 აპრილს დილის 4 საათზე, მთავრობის სახლის წინ, არანახული სისასტიკით დაარბიეს, როგორც შემდეგ გაირკვა, გამოყენებული იყო ქიმიური იარაღიც.
|
გვანცა ღვედაშვილი 05.04.2017
თბილისის ზოოპარკს 3 აპრილს 14 ახალი ბინადარი შეემატა, რომელთა შორისაც უსურიის ვეფხვი, 7 მცირე ზომის კენგურუ (ბენეტის ვალაბი) და 6 ფაფრიანი ცხვარია. აღნიშნული ცხოველები ლატვიის, ლონდონისა და დიდი ბრიტანეთის ზოოპარკებიდან გამოგზავნეს. ამასთან უკვე ცნობილია, რომ ერთ კვირაში თბილისის ზოოლოგიურ პარკს აფრიკული პინგინებიც შეემატება.
|
გვანცა ღვედაშვილი 05.04.2017
ევროპაში მწეველთა პროცენტული რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა, პირველზე - რუსეთი. სწორედ ამ მიზეზის გამო ხელისუფლება უახლოესი 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში მწეველთა რაოდენობის განახევრებას გეგმავს.
|
თეო გუდავაძე 05.04.2017
საქართველოში ყვავილები მრავლად არის და მისი ბიზნესიც ათეული წლებია, ყვავის. უცხოეთიდან შემოტანილმა პროდუქციამ კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა ბაზარი. გაიზარდა მოთხვონაც, შესაბამისად, სწორედ ყვავილების ბიზნესი აღმოჩნდა ბოლო დროის წარმატებულ ბიზნესთა შორის. არ არსებობს თბილისში ქუჩა, სადაც არ მუშაობდეს ყვავილების მაღაზია. ბოლო დროს საქართველოში ადგილობრივ სათბურებში გამოჰყავთ უცხო ჯიშის ყვავილები და უცხოეთიდან იმპორტმაც იკლო.
|
გვანცა წულაია 05.04.2017
განათლების სამინისტროს მიერ მომზადებულია ახალი ცვლილება, რომელიც მოსწავლეების ჩანთების შემსუბუქებას ითვალისწინებს. ცვლილება ელექტრონული სახელმძღვანელოების შე-მოღებას გულისხმობს.
|
მარიკა გოგოხია 04.04.2017
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ონლაინ გამსესხებლების ფინანსურ მაქინაციებში მოსახლეობა ხშირად ებმება. დაუსაბუთებლად დიდია სასესხო ლიმიტები, რომელსაც კომპანიები მოქალაქეების შემოსავლების გაუთვალისწინებლად გასცემენ. მართალია, ცოტა ხნის წინ მთავრობამ ონლაინ გამსესხებლებს შეუტია, მაგრამ საბოლოოდ არც მათ დააყოვნეს და ჯავრი საკუთარ მომხმარებლებზე იყარეს.
|
თამარ მუკბანიანი 04.04.2017
მთის კანონით გათვალისწინებული სოციალური და საგადასახადო შეღავათებით თითქმის ყველა კმაყოფილია, თუმცა უნდა ითქვას, რომ მთიან რეგიონებში ვითარება დიდად არ შეცვლილა. ადგილობრივები მთავრობის ინიციატივას აფასებენ, სპეციალისტები კი არასაკმარისად მიიჩნევენ. ჯერჯერობით საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნების სურვილს მხოლოდ ერთეულები ამჟღავნებენ.
|
ია აბულაშვილი 04.04.2017
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხში 35 ძეგლია. სულ ახლახან კი ქართულ ტრადიციულ სუფრას - პურობის კულტურას არამატერიალური მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. ანუ ქართული სუფრის ტრადიციები, თამადის ინსტიტუტი, სადღეგრძელოები უკვე კულტურული მემკვიდრეობაა, როგორც ქართული მრავალხმოვანება, ბერიკაობა, ცეკვა ფერხული, ქართული ქვევრი, ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიცია, რომელიც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შესული და სხვა ნიმუშები.
|
ია აბულაშვილი 03.04.2017
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ 9 აპრილისთვის ცნობილი რუსი მწერლის, მიხეილ შოლოხოვის სახელგანთქმული რომანი "წყნარი დონი" ცენზურის გარეშე პირველად გამოიცემა. ეს სწორედ ის რომანია, რომლის გამოც მწერალმა ნობელის პრემია მიიღო.
|