მამუკა ნაცვალაძე
03.04.2017

 ისტორიის ანალებს არაერთი საინტერესო ფურცელი შემოუნახავს. შიდა დაპირისპირებები, პოლიტიკურ ძალთა მუდმივი ცვალებადობა და დაჯგუფებები ინტრიგათა ქსელის საინტერესო ვარიაციებს გვთავაზობს.

მარიამ ელიაშვილი
03.04.2017

 სამყარო რომ გამუდმებით ფართოვდება, ამაზე უკვე აღარავინ დავობს, თუმცა სამეცნიერო წრეებში 80 წელია, ამის სიჩქარეზე ვერ თანხმდებიან. რაც უნდა იყოს, ახალი აღმოჩენა, ფაქტობრივად, ყველა მათგანს უარყოფს, მათ შორის აინშტაინის ფარდობითობის თეორიას. ასტრონომებმა გალაქტიკების ჯგუფს მიაკვლიეს, რომელიც იმაზე სწრაფად შორდება ჩვენს ირმის ნახტომს, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა.

მარიამ ელიაშვილი
03.04.2017

 მსოფლიოში პირველი ტვინით კონტროლირებადი მოწყობილობა, რომელიც ოჰაიოს უნივერსიტეტში შექმნეს, ტეტრპლეგიით დაავადებულ ადამიანს კიდურების მოძრაობის საშუალებას აძლევს. მთავარია, პაციენტმა გონების კონცენტრირება მოახდინოს და წარმოიდგინოს, რომ ხელებს ამოძრავებს, რეალობად მის აზრებს ნეიროპროთეზი აქცევს. იგი პირველ პაციენტზე წარმატებით დაიტესტა, თუმცა, თავად მკვლევართა შეფასებით, სისტემა სრულყოფილი ჯერ კიდევ არ არის. მათი მიზანია, მოწყობილობა უფრო კომპაქტური და მრავალფუნქციური გახადონ.

მარიამ ელიაშვილი
03.04.2017

 მკვლევარებმა ისპანახის ფოთლის უნიკალურ თვისებას მიაგნეს. გარდა არაერთი სამკურნალო თვისებისა, ისპანახს სისხლის გატარების უნარიც აღმოაჩნდა, რაც მეცნიერებს ადამიანის დაზიანებული ქსოვილების ჩანაცვლების საშუალებას აძლევს.

ნინო ქეთელაური
03.04.2017

 დღეიდან თუ დედაქალაქის ქუჩებში სიგარეტის ნამწვავს, საღეჭ რეზინს ან მზესუმზირის ნარჩენს დაყრით, ქვეითად მოსიარულე ინსპექტორი 80 ლარით დაგაჯარიმებთ, განმეორების შემთხვევაში კი ჯარიმის ოდენობა გაორმაგდება.

გვანცა წულაია
01.04.2017

 ბუნებრივი მატება 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, საგრძნობლად შემცირდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ახლახანს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2016-ში შობადობისა კლებისა და სიკვდილიანობის ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია და საბოლოოდ შემაშფოთებელი შედეგი მივიღეთ.

თამარ მუკბანიანი
01.04.2017

 ინსომნია, ძილის რეჟიმის დარღვევა თანამედროვე ცხოვრების ტემპისა და რიტმის თანამდევია. მის გამომწვევად, შესაძლოა, მრავალი ფაქტორი იქცეს, თუმცა შედეგი ყველა შემთხვევაში არასახარბიელოა. გარდა ქრონიკული დაავადებებისა და სტრესისა, რაც უძილობის მთავარი მიზეზებია, 21-ე საუკუნეში ძილის დარღვევის მიზეზებს შორის თამამად შეიძლება სოციალური ქსელებიც დასახელდეს.

ია აბულაშვილი
01.04.2017

 როგორ ებრძოდა კომუნისტური რეჟიმი საუფლო დღესასწაულს და რა მეთოდებს იყენებდა, ეს ამბები კარგად ახსოვთ ძველი თაობის წარმომადგენლებს, მაგრამ დღევანდელ ახალგაზრდობას რამდენიმე საინტერესო მასალას მაინც შევთავაზებთ იმ პერიოდის გასახსენებლად.

მამუკა ნაცვალაძე
01.04.2017

 მეთექვსმეტე საუკუნე განსაკუთრებული ომიანობით გამოირჩა საქართველოს ისტორიაში. მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე ცვლილებებმა თავისი კვალი დაატყო კავკასიას, ეს ის დროა, როცა საქართველოს სამხრეთით ორი უძლიერესი, ერთმანეთს დაპირისპირებული მაჰმადიანუ-რი სახელმწიფო წინაურდება. ორივეს საქართველოზე უდგამს თვალი, ორივეს საქართველო სურს, თუმცა, ქართველების გარეშე.

ია აბულაშვილი
31.03.2017

 "1991 წლის 31 მარტი იყო უდიდესი მოვლენა საქართველოს ისტორიაში, რომელმაც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის იურიდიული გარანტია შექმნა" - ასე აფასებენ ისტორიკოსები ამ ღირსშესანიშნავ თარიღს.

თიკო ოსმანოვა
31.03.2017

 გარემოვაჭრეები მერიის მიერ შეთავაზებულ ფართებში შესვლას არ აპირებენ და პერმანენტულ აქციებს იწყებენ - მერია კი გარე ვაჭრობის დაშვებას აღარ აპირებს.

სოფო ჩხიკვაძე
31.03.2017

 არაერთმა საერთაშორისო კვლევამ ცხადყო, რომ თბილისი ევროპაში დაბინძურების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, თუმცა ეს პრობლემა ქალაქგარეთაც თვალში საცემია. სანქციები არასაკმარისია, ხოლო მოსახლეობის თვითშეგნება - დაბალი. ქუჩაში ნარჩენების დაყრაზე როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირთათვის არსებობს სპეციალური რეგულაციები, თუმცა ვითარებას ეს სრულებით ვერ შველის. სულ მალე დაიწყება პროექტი და სანაგვე ურნები მიწის ზედაპირიდან მიწის ქვეშ გადაინაცვლებს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×