თეა ბეჟიტაშვილი
01.08.2015

 ზაფხულის ცხელ დღეებშო ორგანიზმი მსუბუქად კვებას ითხოვს. როცა ცხელა, ჩვენი ორგანიზმი მძიმე საკვებს არც ისე კარგად იტანს და ამით დისკომფორტს ჩვენც განვიცდით. რადგანაც ზაფხული ხილისა და ბოსტნეულის სეზონია და ეს პერიოდი ამ პროდუქტების ფართო არჩევანით გამოირჩევა, გთავაზობთ ხილისა და ბოსტნეულის სასარგებლო თვისებებსა და მათთან დაკავშირებულ რამდენიმე რჩევას.

ია აბულაშვილი
31.07.2015

 "მიმდინარე წლის ზაფხული ევროპაში თანამედროვე მეტეოდაკვირვების ისტორიაში რეკორდულად ცხელი იქნება" - ასეთი იყო ნასას პროგნოზი ჯერ კიდევ ა.წ. მაისში.

მარიამ აფციაური
31.07.2015

 აუზზე, ლისზე, თბილისის ზღვასა და კუს ტბაზე სიარული - ასე უმკლავდებიან ზაფხულის პაპანაქება სიცხეს ისინი, რომლებიც დედაქალაქიდან ვერ გადიან. თბილისური გაგრილება ნაწილს საზღვაო კურორტებზე მეტი უჯდება. ზოგიერთ შემთხვევაში კი ხარჯი მინიმალურია.

თეა ბეჟიტაშვილი
31.07.2015

"ზოგადი უნარების შედეგები ცნობილია, თუმცა სააპელაციო პროცესი გამოცდების ყველა საგნის პასუხების გამოცხადების შემდეგ დაიწყება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ივა მინდაძე.

ელზა პაპოშვილი
30.07.2015

 ტემპერატურის მკვეთრი ზრდის გამო სამუშაო პროცესის შეჩერებას საქართველოს მასშტაბით პროფკავშირების წარმომადგენლები და სპეციალისტები მოითხოვენ. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 30-31 ივლისს ჰაერის მაქსიმალური ნიშნული დაბლობსა და ბარში %38-39 გრადუსამდე იქნება.

მარიამ აფციაური
30.07.2015

 თბილისელები ქალაქ თბილისის მერიისგან ტროტუარების სასწრაფოდ შეკეთებას ითხოვენ. მერიაში კი "რეზონანსს" განუცხადეს, რომ საკითხზე მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობს, ქვეითთა ბილიკები სულ მცირე თბილისის რვა უბანში გაკეთდება. ზუსტად რა ვადაში იგეგმება სამუშაოების დაწყება, ცნობილი არ არის.

ლიკა ამირაშვილი
30.07.2015

შრომის ბაზარზე ყველაზე წარმატებულ და მოთხოვნად პროფესიად ბიზნესის ადმინისტრირება და მენეჯერობა ითვლება. სპეციალისტების თქმით, ხშირად შრომის ბაზრისა და უმაღლესი სასწავლებლების მოთხოვნა ერთმანეთს არ ემთხვევა, ამიტომ უკვე უნივერსიტეტდამთავრებული სტუდენტები სხვა პროფესიაში საქმდებიან.

მარი ჩიტაია
30.07.2015

საბერძნეთში მყოფ ზოგიერთ ქართველ ემიგრანტს იმდენად უჭირს, რომ ფულად დახმარებას საქართველოში დარჩენილი ოჯახის წევრებისგან იღებს. ფულადი გზავნილი საქართველოდან საბერძნეთში თითქმის ყველა ბანკისა და მიკროსაფინანსო ორგანზიაციის საშუალებით ხორციელდება. საბერძნეთიდან თანხის გამოგზავნა კი გაურკვეველი ვადითაა შეჩერებული.

ლიკა ამირაშვილი
30.07.2015

"მშვიდობა შედევრის შესაქმენლად," - ამ თემის ირგვლივ ახალგაზრდები საქართველოს უნივერსიტეტში დებატებისთვის გაერთიანდნენ. დებატებში მონაწილეობას საერთაშორისო სამშვიდობო ორგანიზაცია, სამხრეთ კორეის ახალგაზრდული ორგანიზაცია და ქართველი ახალგაზრდები იღებდნენ.

ლიკა ამირაშვილი
29.07.2015

თბილისის ზღვა, ლისის და კუს ტბა - ეს ის ადგილებია, სადაც თბილისის მოსახლეობა ზაფხულის დადგომასთან ერთად აქტიურად სტუმრობს. გარემოს ეროვნული სააგენტო სეზონის დადგომასთან ერთად ზედაპირულ წყლებზე მონიტორინგს ახორცილებს, რის მიხედვითაც აღნიშნული ადგილები დაბინძურებული არ არის.

თიკო ოსმანოვა
29.07.2015

მონობის თანამედროვე სახეშეცვლილი ფორმა - ტრეფიკინგი საქართველოში დღესაც ერთ-ერთ მტკივნეულ პრობლემას წარმოადგენს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველო სექსტრეფიკინგის წყაროდ სახელდება. "საქართველო არის ქალებისა და გოგონების სექსტრეფიკინგის, ხოლო მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების იძულებითი შრომის წყარო, ტრანზიტული და დესტინაციის ქვეყანა", - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

მარი ჩიტაია
29.07.2015

ცხინვალის რეგიონის ოსებსა და ქართველებს შორის სავაჭრო ურთიერთობები ბოლო დროს საკმაოდ გააქტიურდა, თუმცა მთელი რიგი შეზღუდვები ჯერაც ძალაშია. მოქალაქეებს ოკუპირებულ რეგიონში, განსაკუთრებით ცხინვალში, დიდი რაოდენობით ტვირთის შეტანა ეკრძალებათ, 5 კგ ტვირთის გადატანა უფასოა, ხოლო 5 კგ-ზე ზემოთ სპეციალურ გადასახადს ექვემდებარება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×