გვანცა ღვედაშვილი
21.08.2015

18 აგვისტოს თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე ჩუღურეთის რაიონებში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სარდაფი დაიტბორა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებით, წყალი ძირითადად იტალიური ეზოების სარდაფებში შევიდა, სადაც ამოტუმბვითი სამუშაოები ჩატარდა. თბილისის სხვა რაიონებში კი წვიმას დამატებითი პრობლემები არ გამოუწვევია.

ელზა წიკლაური
21.08.2015

 შრომის ინსპექტირების სამსახურმა მუშაობა უკვე დაიწყო. გუშინ ორგანიზაციამ შუალედური მონიტორინგის შედეგებიც წარმოადგინა. გაირკვა, რომ შემოწმდა 31 კერძო და სახელმწიფო კომპანია, რომელთა უმეტესობაში არ იყო დაცული ის ნორმები, რაც სამუშაო პირობებისთვის აუცილებელია. შრომითი პირობების ინსპექტირების სამსახურის მუშაობას დადებითად აფასებენ პროფკავშირებში, თუმცა თვლიან, რომ ამ მიმართულებით კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი.

სალომე სარიშვილი
19.08.2015

"ბევრი ისევ მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობა სახელმწიფოს საქმე არაა, ამასთანავე ქვეყანაში კვლავ არსებობს სტიგმა, ვინაიდან ძალადობის მსხვერპლი სირცხვილისა და სიბრალულის გრძნობას განიცდის. ასეთ შემთხვევაში ისინი ცდილობენ პრობლემას საკუთარი ძალებით გაუმკლავდნენ," - აცხადებს "რეზონანსთან" საუბრისას უფლებადამცველი ბაია პატარაია და დასძენს, რომ ასეთი თემისადმი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია.

მარიამ აფციაური
19.08.2015

 150-ლარიანი პენსია ლარის დევალვაციამ და ინფლაციამ უკვე "შეჭამა", შედეგად სექტემბერში მისი 6,6%-იანი ზრდა, ფაქტობრივად, მატებად არ ჩაითვლება. თანაც, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მოხუცები პენსიას ძირითადად ჯანდაცვასა და სურსათზე ხარჯავენ, ეს სეგმენტი კი მიზნობრივი ინფლაციაზე უფრო მეტად გაძვირდა, გამოვა, რომ პენსიის "დანაკარგი" რეალურად უფრო მეტი იქნება, ვიდრე მიზნობრივი ინფლაციის - 5%-ის მაჩვენებლით გამოწვეული სხვაობა.

მარი ჩიტაია
18.08.2015

 სავაჭრო ობიექტებში საზღვაო აქსესუარების გაყიდვით უკმაყოფილონი არიან. დედაქალაქში მდებარე ბუტიკებისა და ბაზრობების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საზღვაო აქსესუარების რეალიზაცია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის განახევრდა.

მარი ჩიტაია
18.08.2015

ხე-ტყის უკანონო ჭრა გახშირდა. გარემოსდამცველებს მიაჩნიათ, რომ ტყის სექტორზე სრულფასოვანი კონტროლი არ არის. არსებული მდგომარეობით, პრობლემაა როგორც საშეშე, ასევე სამასალე მერქანის მოპოვების მხრივაც. იმის გამო, რომ ხელისუფლება მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფას ვერ ახერხებს, უამრავ დარღვევაზე თვალის დახუჭვა უწევს, თუმცა გამოვლენილი ფაქტებითაც დასტურდება, თუ რამდენად მასშტაბურია საქართველოში უკანონო ჭრასთან დაკავშირებული პრობლემა.

გვანცა ღვედაშვილი
17.08.2015

 14 აგვისტოს სვანიძისა და ჩიქოვანის ქუჩებზე მცხოვრებმა სტიქიით დაზარალებულმა ექვსმა ოჯახმა თამარაშვილის ქუჩაზე საპროტესტო აქცია გამართა. დაზარალებულები მერიის მხრიდან უყურადღებობას უჩიოდნენ. თუმცა, "სვანაძის ქუჩის დაზარალებულთა კომიტეტის" თავმჯდომარე აცხადებს, რომ აქციის ორგანიზატორები "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები იყვნენ, რომლებსაც სურდათ, დაზარალებულები პოლიტიკური ნიშნით გამოეყენებინათ.

თემურ იკოშვილი
17.08.2015

გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა 13 ივლისს სამუაშაო ვიზიტით ეთიოპიაში ყოფნისას განაცხადა, რომ მსოფლიო შიდსისკენ თავისუფალი თაობისგან მიემართება. ორგანიზაცია "შიდსის უწყების" ცნობით, ბოლო 15 წელიწადში იმუნოდეფიციტური ვირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 35 პროცენტით იკლო.

ლიკა ამირაშვილი
17.08.2015

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აპელაციის პროცესი მაგისტრანტებისთვისა და აბიტურიენტებისთვის უკვე დასრულდა. პედაგოგებს კი ჯერ კიდევ აქვთ მათ მიერ მიღებული შეფასებების გასაჩივრებისშესაძლებლობა.

ნატა გიორგაძე
15.08.2015

 სტომატოლოგთან ვიზიტი, მართალია, არც ისე სასიამოვნო შეგრძნებებს უკავშირდება, თუმცა გარკვეული პერიოდულობით მაინც გვიწევს ამ მომსახურებით სარგებლობა. რიგითი მოქალაქეები ამბობენ, რომ სტომატოლოგს მხოლოდ მაშინ აკითხავენ, როცა კბილი ძალიან სტკივათ და გამოუვალ სიტუაციაში არიან. ამბობენ, რომ პრობლემას არა მხოლოდ შიში, არამედ ფინანსები წარმოადგენს. დღეს თბილისის სტომატოლოგიურ კლინიკებში ერთი კბილის მკურნალობა მინიმუმ 40 ლარიდან იწყება და ხშირ შემთხვევაში 70-80 ლარამდე აღწევს.

მაკა ხარაზიშვილი
15.08.2015

 საქართველში გაძვირებული ცხოვრების ფონზე საარსებო მინიმუმი შემცირდა. ივლისში ივნისთან შედარებით ერთი შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 6 ლარით შემცირდა, ხოლო საშუალო ოჯახის - 11 ლარით. ეს მაშინ, როდესაც "ბიგ მაკის" ინდექსით საქართველოში სამომხმარებლო ფასები მსოფლიო ფასების დონეს 85%-მდე მიუახლოვდა.

თეა ბეჟიტაშვილი
15.08.2015

 ზაფხულში, როდესაც ძალიან ცხელა და ორგანიზმი მოდუნებულია, ფიზიკურად ვცდილობთ ნაკლებად დავიტვირთოთ და საკვებსაც არასრულად ვიღებთ. ამერიკელი მეცნიერების თქმით, ფიზიკური აქტივობა ცხელ დღეებშიც საჭიროა, მათ შორის 50 წელს გადაცილებული ადამიანებისთვისაც, თუმცა, ყველაფერს თავისი ნორმა აქვს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×