მარიამ აფციაური
14.08.2015

 მძღოლების დიდ ნაწილს ძველი ავტომობილების იმპორტზე შეზღუდვის დაწესება სურს, რასაც ვერ ვიტყოდით ტექდათვალიერებაზე. მათი შეფასებით, დღეს ავტოპარკის სავსეა 2000 წელს ქვევით არსებული მანქანებით. ამ სიუხვის გამო მათ სწორედ მიაჩნიათ გარკვეული შეზღუდვების ამოქმედება. ამ საკითხზე შედარებით კრიტიკულია ტაქსისტების აზრი. მათი თქმით, ასეთი აკრძალვა მოახლეობას დამატებით პრობლემებს შეუქმნის.

ლიკა ამირაშვილი
14.08.2015

გმირთა მოედნისა და თამარაშვილის დამაკავშირებელი გზა, რომელიც 13 ივნისის სტიქიამ გაანადგურა, სექტემბრის ბოლოს გაიხსნება. გზის გახსნა ორ ეტაპად მოხდება - ერთი ნაწილი 15 სექტემბერს, მეორე კი სექტემბრის ბოლოს.

გვანცა ღვედაშვილი
14.08.2015

უახლოეს დღეებში ჰიდრომეტეოროლოგიურ სამსახურში ამინდის ცვლილებებს არ ელოდებიან. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, 18-19 აგვისტოს ჩათვლით დედაქალაქში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.

ლიკა ამირაშვილი
13.08.2015

 რუსთაველის მეტროდან თავისუფლების მიმართულებით სეირნობისას რამდენიმე ადგილას ხშირად შეხვდებით ბავშვებს ჭუჭყიანი ხელებითა და სახით, რომლებიც ფულს გთხოვენ, თანაც ფრიად დაჟინებით. ამ ბავშვების "მსხვერპლი" უფრო ხშირად უცხოელი ტურისტები არიან, რომლებსაც ბავშვები პირდაპირ გასაქანს არ აძლევენ. ზოგჯერ ფეხებზე შემოეხვევიან და წასვლის საშუალებას არ აძლევენ, სანამ "მსხვერპლი" მათ ფულს არ მისცემს.

გვანცა ღვედაშვილი
13.08.2015

თბილისის ბაღებში არსებული პრობლემების აღმოფხვრას დღეს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ცდილობს. ამბობენ, რომ საკმაოდ მძიმე პრობლემები დახვდათ - დარღვეული იყო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, არ არსებობდა ცენტრალური გათბობა. პრობლემები იყო საკვების ხარისხის თვალსაზრისითაც.

ელზა წიკლაური
13.08.2015

ლარის დევალვაციის შედეგად გაძვირებული პროდუქტისა თუ სხვა მომსახურების გამო, მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა ყოველდღიურად მცირდება. იმ შემთხვევაში, თუ ფასების ზრდა არ შეჩერდა, საქართველოში ღარიბის მოსახლეობის რაოდენობაც გაიზრდება. ეკონომისტების თქმით, ყველაზე მეტად კი იმ ადამიანების სოციალური მდგომარეობა დამძიმდება, ვისაც ფიქსირებული შემოსავალი აქვს.

ელზა პაპოშვილი
13.08.2015

სოციალური ქსელებით გავრცელდა ინოფრმაცია, თითქოს ლომისის მამათა მონასტერში რუსი ოკუპანტები ბერებს აწიოკებენ. ამ ინფორმაციას საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თუმცა როგორც მამათა მონასტრის იღუმენმა მამა მათე ჯულაყიძემ "რეზონანსს" უთხრა, რუსი სამხედროები მათ მონასტერს ხშირად სტუმრობენ, ხოლო მათთან რაიმე სახის დაპირისპირებას უარყოფს.

მარიამ აფციაური
12.08.2015

 მომხმარებელთა უმეტესობა საკვები პროდუქტის უხარისხობას უჩივის. ეს ეხება რძის ნაწარმს, ნახევარფაბრიკატებს, ძეხვეულობას, პურს და ბოსტნეულს. "რეზონანსის" რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ ხარისხის გაფუჭების მთავარი მიზეზი ხარჯის შემცირებაა. მწარმოებლები ზოგიერთ პროდუქტზე ფასის შენარჩუნებას იაფიანი და უხარისხო მინარევების გამოყენებით ახერხებენ.

გვანცა ღვედაშვილი
11.08.2015

 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ზარალის ანაზღაურების გაჭიანურებაზე საუბრობს სვანიძის ქუჩის დაზარალებულთა კომიტეტის ხელმძღვანელი თამაზ ელიზბარაშვილი - თბილისის მერიაში კი აცხადებენ, რომ დაზარალებულსა და მერიას შორის შეთანხმების მიღწევიდან 3 დღეში დაზარალებულს თანხა ანგარიშზე ერიცხება.

ნატა გიორგაძე
11.08.2015

აქტიური ტურისტული სეზონის მიუხედავად, შავი ზღვის პლაჟები ისევ მოუწესრიგებელია. ბათუმის, ქობულეთის, გრიგოლეთის, მალთაყვის, ურეკის სანაპირო დაბინძურებულია და მათი გაწმენდა არ ხერხდება. ყოველდღიურად უცხოელ თუ ადგილობრივ დამსვენებლს სანაპიროზე საყოფაცხოვრებო და სხვა ტიპის ნარჩენები ხვდება, რაც მათ დიდ დისკომფორტს უქმნის. დანაგვიანებული პლაჟების გამო, პასუხისმგებლობა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ეკისრება, მაგრამ ისინი ყურსაც არ იბერტყავენ.

ნათია ლომიძე
11.08.2015

 ზაფხული ის პერიოდია, როდესაც დედაქალაქის ქუჩები თითქმის ცარიელი უნდა იყოს, თუმცა წლის ყველაზე ცხელი თვის თითქმის ნახევარი მიილია და თბილისის ქუჩები ისევე სავსეა, როგორც დანარჩენი სამი სეზონის დროს. ეს თვალის ერთი გადავლებითაც აშკარაა. ფეხით მოსიარულეებს რომ თავი დავანებოთ, ქალაქში ავტომობილებით გადაადგილებაც კი ჭირს. როგორც ყოველთვის თბილისური აგვისტო სიხალვათით გამოირჩეოდა, რასაც ვერ ვიტყვით ამჟამინდელ ვითარებაზე.

ლიკა ამირაშვილი
10.08.2015

 ყოველთვის ხალხმრავლობით გარმოჩეული ქობულეთი წელს შედარებით წყნარია. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, წლეულს ბევრი დამსვენებელი არ არის, თუმცა იმედოვნებენ, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში დამსვენებლთა რიცხვი გაიზრდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×