მამუკა ნაცვალაძე
19.09.2015

 დღეს გლოსტერში, "კინგსჰოლმ სტადიუმზე" საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2015 წლის მსოფლიო თასზე პირველ მატჩს გამართავს. ჩვენი მეტოქე "ზღვის არწივებად" ხმობილი ტონგას ეროვნული გუნდია. მატჩი თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი გეგმავს.

მამუკა ნაცვალაძე
18.09.2015

 დღეს სტარტს აიღებს მსიოფლიო თასის გათამაშება რაგბიში. მსოფლიო სარაგბო ფორუმი ინგლისი-ფიჯის მატჩით 23:00 საათზე გაიხსნება, ხვალ კი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს პირველი შეხვედრა აქვთ ტონგასთან, რომელთანაც "ბორჯღალოსანთა" ხელმძღვანელობა მატჩის მოგებას გეგმავს. ჩვენი ბიჭები გლოსთერთან ახლოს, ჩელთნემში დაბინავდნენ, სადაც ტონგასთან მატჩამდე დარჩებიან. თამაში კი თბილისის დროით 15:00 საათზე გლოსტერში, "ქინქსტომ სთეიდიუმზე" შედგება.

მარი მგალობლიშვილი
17.09.2015

საქართველოს უმაღლესი და პირველი ლიგების 24 კლუბს, სფფ-ის წევრობაზე უარი უთხრეს. ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციაში გამართულ აღმასკომის სხდომაზე გახდა ცნობილი. ამ 24 კლუბებს სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება არ ექნება. მიზეზად კი სახელდება ის, რომ მათ სათანადო დოკუმენტაცია არ გააჩნიათ.

მარი მგალობლიშვილი
16.09.2015

 იკერ კასილასმა მადრიდის "რეალიდან" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში პორტუგალიის "პორტუში" გადაინაცვლა. "სამეფო კლუბში" გატარებული ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ესპანელი გოლკიპერის წასვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თავად კასილასი სანამ პორტუგალიაში წავიდოდა, აცხადებდა, რომ კარიერის დასრულებას "რეალში" აპირებდა, მაგრამ ბოლო მომენტში "პორტუ" აირჩია.

მამუკა ნაცვალაძე
15.09.2015

 საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტს მერვედფინალიდან დაემშვიდობა. ის რაც ლილის სპორტულ არენაზე მოხდა, ალბათ დიდხანს ემახსოვრება ჩვენს გულშემატკივარს. მსოფლიოს რანგით მეოთხე გუნდთან, ლიტვის ნაკრებთან, "ჯვაროსნებმა" ყველაფერი გააკეთეს გამარჯვებისთვის, თუმცა წამიერი მოდუნებები ძვირად დაუჯდათ.

მარი მგალობლიშვილი
14.09.2015

 ესპანელი ფეხბურთელი, წარმოშობით ბასკი ჩაბი ალონსო მიუნხენის "ბაიერნში" უკვე ერთი წელია, რაც გადავიდა და 33 წლის ფეხბურთელმა პეპე გვარდიოლას გუნდში ძირითად შემადგენლობაში ადგილი მალევე დაიმკვიდრა. როგორც გამოცდილმა მცველმა, კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში განაცხადა, კარიერის დასრულებაზე კი ფიქრობს, თუმცა ჯერ არ გადაუწყვეტია, რას გააკეთებს მას შემდეგ, რაც ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებს.

მამუკა ნაცვალაძე
12.09.2015

 ხვალ საფრანგეთის ქალაქ ლილში საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტ-2015-ის ფლეი-ოფში ლიტვის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მამუკა ნაცვალაძე
11.09.2015

 ერთ კვირაში სტარტს აიღებს 2015 წლის მსოფლიო თასის გათამაშება რაგბიში, რომელსაც ინგლისი უმასპინძლებს. ქართველი "ბორჯღალოსნები" მსოფლიო სარაგბო ფორუმში ზედიზედ მეოთხედ თამაშობენ. წინა გათამაშებებისგან განსხვავებით, ამჯერად უფრო ამბიციურ მიზანს ისახავს ჩვენი ნაკრები - ორი მატჩის მოგება და მსოფლიო თასის მომავალ გათამაშებაში შესარჩევი ეტაპის გარეშე მოხვედრაა პროგრამა მაქსიმუმიცა და მინიმუმიც.

მამუკა ნაცვალაძე
10.09.2015

 გუშინ "ზაგრებ არენაზე" გაიმართა ევრობასკეტ-2015-ის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩი საქართველოსა დამაკედონიის ნაკრებებს შორის. ის რომ ეს შეხვედრა მერვედფინალში გადასასვლელი მატჩი იქნებოდა, კარგად ჰქონდა გაცნობიერებული ორივე გუნდს - "ჯვაროსნებს" მხოლოდ მოგება სჭირდებოდათ, თანაც 5 ქულით, თუმცა, კოკოშკოვის გუნდმა პროგრამა მინიმუმი გადაჭარბებით შეასრულა და მეტოქე 15 ქულით დაამარცხა 90:75.

მამუკა ნაცვალაძე
09.09.2015

 ათიოდე დღე რჩება მსოფლიო თასის დაწყებამდე, სადაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზედიზედ მეოთხედ იასპარეზებს. "ბორჯღალოსნები" გილდფორდში, სარის სპორტულ ცენტრში გადიან მზადების ბოლო ეტაპს. ამ დღეებში დაგეგმილია რამდენიმე ერთობლივი ვარჯიში, რომლის შემდგომაც 19 სექტემბერს ჩვენი ბიჭები ტონგას დაუპირისპირდებიან.

მამუკა ნაცვალაძე
08.09.2015

 დღეს საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრები ევრობასკეტის ერთ-ერთ გამორჩეულ ფავორიტს, საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. თამაში 20:00 საათზე დაიწყება. ბუნებრივია, ორი წაგებული თამაშისა და რაც მთავარია, ამ თამაშებში ნაჩვენები ხარისხის შემდეგ რთულია დამაიმედებელ პროგნოზზე იფიქრო, თუმცა კოკოშკოვის გუნდს ფლეი-ოფში გასასვლელი რეალური შანსი მაინც დარჩა.

მამუკა ნაცვალაძე
07.09.2015

 ხორვატიის დედაქალაქში მდებარე საკალათბურთო "ზაგრებ-არენაზე" სტარტი აიღო ევრობასკეტ-2015-ის ფინალური ეტაპის ს ჯგუფის გათამაშებამ. სამწუხაროდ, წარუმატებელი აღმოჩნდა საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი მატჩი ჰოლანდიის ნაკრებთან. ქართველმა კალათბურთელებმა თამაში ერთი ქულით წააგეს, ყველაზე დასანანი კი კი ის არის, რომ კოკოშკოვის გუნდმა იმ გუნდთან დათმო შეხვედრა, რომელთანაც მოგება პროგრამა-მინიმუმად იყო შეფასებული.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×