მარი მგალობლიშვილი 03.10.2015
დღეს სასტუმრო "ჰოლიდეი ინში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. საპრეზიდენტო პოსტისთვის კი სამი კანდიდატი - ლევან კობიაშვილი, რევაზ არველაძე და მამუკა კვარაცხელია იბრძვიან.
|
მამუკა ნაცვალაძე 02.10.2015
დღეს, 2 ოქტომბერს, კარდიფში "მილენიუმ სთედიუმზე", თბილისის დროით 23:00 საათზე, "ბორჯღალოსნები" მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვერაში მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ ახალ ზელანდიას დაუპირისპირდებიან. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგვთავაზებს.
|
მარი მგალობლიშვილი 01.10.2015
საქართველოს ნაკრების გოლკიპერმა გიორგი ლორიამ გასული სეზონი "ოფი"-ში გაატარა, შემდეგ "ოლიმპიაკოსში" გადავიდა, მაგრამ აგვისტოს ბოლოს, ბერძნული კლუბის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, კონტრაქტი გაწყვიტა. ქართველმა მეკარემ კარიერის გაგრძელება რუსეთში გადაწყვიტა და "კრილია სოვეტოვთან" ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
|
მარი მგალობლიშვილი 30.09.2015
საზოგადოებრივ მაუწყებელზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატებს შორის დებატები გაიმართა, თუმცა სამი კანდიდატიდან მხოლოდ ორმა მიიღო მონაწილეობა - ლევან კობიაშვილმა და მამუკა კვარაცხელიამ. რევაზ არველაძემ დებატებში მონაწილეობაზე უარი განცხადა. თუ რა მიზეზით თქვა დებატებში მონაწილეობაზე უარი, ამ საკითხთან დაკავშირებით არველაძე კომენტარს არ აკეთებს.
|
მარი მგალობლიშვილი 29.09.2015
საფეხბურთო სამყაროში დაძაბულობის ფონზე ეროვნული ჩემპიონატი მშვიდად მიმდინარეობს. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-6 ტურში გორის "დილა" გალიდერდა. შიდა ქართლელებმა თბილისის "დინამოს" უმასპინძლეს და 2:0 მოიგეს.
|
მამუკა ნაცვალაძე 28.09.2015
გლოსთერში, "ქინგსჰოლმ სთედიუმზე", მსოფლიო თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს, არგენტინის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა, რომელსაც მსოფლიო რეიტინგში მერვე პოზიცია უკავია. "ბორჯღალოსნებმა" მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწიეს წინააღმდეგობა "პუმებს", მათ 5 ქულის სხვაობით დათმეს პირველი 40 წუთი 9:14.
|
მარი მგალობლიშვილი 26.09.2015
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ უფრო მცირე დრო რჩება და სიტუაციაც უფრო მეტად იძაბება. ჯერ იყო და 24 კლუბს უფლება არ მისცეს სფფ-ს წევრობაზე, აღმასკომმა ილია კოკაიას ქართულ ფეხბურთში საქმიანობა აუკრძალა, ახლა კი სპორტული დავების განმხილველი ტრიბუნალის ხელმძღვანელი ზურაბ ბიწაძე თანამდებობიდან მოხსნეს. როგორც ბიწაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისი გათავისუფლება აღმასკომის ჩარევით მოხდა.
|
მამუკა ნაცვალაძე 25.09.2015
დღეს გლოსტერში, "კინგსჰოლმ სტადიუმზე", თბილისის დროით 19:45 საათზე, მსოფლიო თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები არგენტინის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
|
მარი მგალობლიშვილი 24.09.2015
"მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ანხელ დი მარიამ დატოვა. არგენტინელი ფრანგულ პსჟ-ში გადაბარგდა. დი მარიამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "მალმიოს" (2:0) წინააღმდეგ ითამაშა, მატჩის დასრულების შემდგე თავისი შთაბეჭდილებების შესახებ უეფას ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში განაცხადა.
|
მარი მგალობლიშვილი 23.09.2015
პარასკევს, გლოსტერში, "კინგსჰოლმზე", საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები თავის კარიერაში უმნიშვნელოვანეს მატჩს ჩაატარებს - არგენტინელ "პუმებთან" დაპირისპირება გადაწყვეტს, შეძლებს თუ არა მილტონ ჰეიგის გუნდი შეინარჩუნოს მსოფლიო საუკეთესო რვა გუნდში შესვლის შანსი.
|
მარი მგალობლიშვილი 22.09.2015
ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები პირად დაპირისპირებაში გადადის. წინა კვირას საქართველოს უმაღლეს და პირველი ლიგების 24 კლუბს სფფ-ის წევრობაზე უარი უთხრეს, რასაც "ზესტაფონის" პრეზიდენტ ილია კოკაიას პრესკონფერენცია მოჰყვა.
|
მამუკა ნაცვალაძე 21.09.2015
გლოსტერში, "კინგსჰოლმზე" მსოფლიო თასის პირველ შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თავისი ისტორიის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მიითვალა - "ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოს მეათე გუნდი ტონგელი "ზღვის არწივები" საკმაოდ დამაჯერებლად დაამარცხეს 17:10. ეს იყო მატჩი, რომლისთვისაც მილტონ ჰეიგის გუნდი მთელი ოთხი წელი ემზადებოდა.
|