მარი მგალობლიშვილი 25.07.2015
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ნახევარმცველმა, ანდრეას პერეირამ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა. ჯერ კიდევ ტურნირის მიმდინარეობისას "ინსაიდ იუნაითედმა" მოახერხა მასთან ექსკლუზიური ინტერვიუს ჩაწერა.
|
მარი მგალობლიშვილი 24.07.2015
საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ზურაბ ხიზანიშვილი კარიერას ბაქოს "ინტერში" აგრძელებს. გამოცდილი ფეხბურთელის დებიუტი ბაქოურ კლუბში უკვე შედგა.
|
მამუკა ნაცვალაძე 23.07.2015
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ერთობ უცნაური გამოდგა მადრიდის "რეალისთვის," - გუნდის პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის გადაწყვეტილება "სამეფო კლუბის" ლეგენდარული მეკარის, იკერ კასილიასის გუნდიდან გაშვება დღემდე ვერ გადახარშა გულშემატკივარმა - არც გაემტყუნებათ - იკერი ხომ ყველა დროის საუკეთესო მეკარეთაგან ერთ-ერთი გახლდათ.
|
მამუკა ნაცვალაძე 22.07.2015
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2015 წლის მსოფლიო თასის მზადების პირველი ფაზა დაასრულა. "შევარდენზე" სამკვირიანი ფიზმომზადების შეკრება საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა "ბორჯღალოსნებისათვის". ახლა ბიჭები ერთ კვირას დაისვენებენ და მზადების მეორე ფაზაზე გადავლენ.
|
მარი მგალობლიშვილი 21.07.2015
"იუვენტუსმა" მარიო მანჯუკიჩი ოფიციალურად წარადგინა. ხორვატი ფეხბურთელი ჟურნალისტების წინაშე წარდგა და "ბებერ ქალბატონზე" ისაუბრა. მარიომ განაცხადა, რომ გამარჯვებებსაა მიჩვეული და არც ახლა აპირებს უკან დახევას.
|
მამუკა ნაცვალაძე 20.07.2015
ახალი საფეხბურთო სეზონისთვის ემზადება მადრიდის "რეალი". დასავლეთიბერიელები ავსტრალიაში გადიან შეკრებას, სადაც გათამაშებაში იღებენ მონაწილეობას.
|
იაგო ნაცვლიშვილი 18.07.2015
პროფესიონალურ კრივში სეზონის ბოლო სარეიტინგო ბრძოლები გაიმართა. შეხვედრები გორის რაიონ სოფელ ვარიანში 16 ივნისს ჩატარდა. სულ 11 ორთაბრძოლა გაიმართა, მათ შორის 9 შემთხვევაში ერთმანეთს ვაჟები დაუპირისპირდნენ, ხოლო 2-ში - გოგონები. იყვნენ დებიუტანტებიც.
|
მარი მგალობლიშვილი 17.07.2015
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ოფიციალურად წარადგინა ბასტიან შვაინშტაიგერი - გერმანელმა "წითელ ეშმაკებთან" სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
|
მამუკა ნაცვალაძე 16.07.2015
"მანჩესტერ იუნაიტედმა" საკმაოდ სოლიდური ტრანსფერი განახორციელა - მიუნხენის "ბაიერნიდან" გადმოიბირა გერმანიის ნაკრებისა და ბუნდესგრანდის გამორჩეული ნახევარმცველი, მსოფლიო ჩემპიონი ბასტიან შვაინშტაიგერი. "წითელი ეშმაკუნების" თავკაც ლუის ვან გაალს საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვს გუნდის ახალწვეულთან ჯერ კიდევ იმ დრიოდან, როცა ჰოლანდიელი გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელსა და ბუნდესნაკრების კაპიტანს წვრთნიდა.
|
მამუკა ნაცვალაძე 15.07.2015
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მოილია მსოფლიო თასისთვის მზადების სამკვირიანი შეკრების პირველი ორი კვირა. "შევარდენის" სარაგბო ბაზაზე მყოფი "ბორჯღალოსნებისთვის" საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა მილტონ ჰეიგისა და კელვინ მორისის ფიზმომზადების პროგრამა, რომელიც ინსტენსიური და ფიტნესზე ორიენტირებული გახლდათ.
|
მარი მგალობლიშვილი 14.07.2015
მადრიდის "რეალს" კიდევ ერთი ლეგენდა გამოაკლდა - "სამეფო კლუბი" გუნდის კაპიტანმა იკერ კასილასმა დატოვა. გამოცდილი მეკარე კარიერას "პორტოში" გააგრძელებს.
|
მამუკა ნაცვალაძე 13.07.2015
მსოფლიო რაგბის აღმასრულებელმა კომიტეტმა მოთამაშეთა კეთილდღეობის უპრეცედენტო ათპუნქტიანი სტანდარტები შეიმუშავა. აღნიშნული სტანდარტები პირველად სწორედ 2015 წლის მსოფლიო თასზე დამკვიდრდება. მსოფლიო რაგბის სამედიცინო კომისიის მიერ შემუშავებული ეს სისტემა ახლა მსოფლიო რაგბის ეგიდით გამართულ ყველა საერთაშორისო ტურნირზე დაინერგება.
|