მარი მგალობლიშვილი 22.08.2015
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის ამ ეტაპზე სამი კანდიდატი აცხადებს პრეტენზიას - ლევან კობიაშვილი, რევაზ არველაძე და მერაბ ჟორდანია. რეზი არველაძეს ვეტერანი ფეხბურთელები უჭერენ მხარს, სფფ-ს გენერალური მდივანმა მათ თავისი წინა საპრეზიდენტო გეგმაც გააცნო.
|
მამუკა ნაცვალაძე 21.08.2015
2015 წლის რაგბის მსოფლიო თასის გახსნამდე ერთი თვეღა რჩება. ინგლისში მსოფლიო სარაგბო მუნდიალი ექვსი კვირის მანძილზე გაგრძელდება, 12 ქალაქი 48 მატჩს უმასპინძლებს. მსოფლიო თასის გახსნის ცერემონიალი თვიქნემის სტადიონზე, 18 სექტემბერს, ინგლისი-ფიჯის თამაშის წინ გაიმართება.
|
მარი მგალობლიშვილი 20.08.2015
სერხიო რამოსმა მადრიდის "რეალთან" 2020 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი. რამოსსა და "სამეფო კლუბს" შორის არსებულ უთანხმოებას წერტილი დაესვა, ამისთვის ფეხბურთელი კლუბის პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს მადლობას უხდის. კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ რამოსმა ჟურნალისტების კითხვებს გასცა პასუხი.
|
მამუკა ნაცვალაძე 19.08.2015
რაგბის 2015 წლის მსოფლიო თასის გათამაშების დაწყებამდე დღეებიღა რჩება. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სარაგბო მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ფორუმისთვის მზადების პროცესის დიდი ნაწილი უკან მოიტოვა. ახლა "ბორჯღალოსნები" თბილისში არიან და ერთი კვირით ისვენებენ.
|
მამუკა ნაცვალაძე 18.08.2015
თბილისში მიმდინარე მერიის თასი 2015-ის გათამაშება, რომელშიც წლევანდელი ევრობასკეტის ფინალური ეტაპის ოთხი მონაწილე ასპარეზობდა, იტალიის ეროვნული გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ბოლო ტურში იტალიის ნაკრებმა საქართველოს ეროვნულ გუნდს სძლია 87:67 და გამარჯვებულისთვის დაწესებული საჩემპიონო თასი დაისაკუთრა.
|
მამუკა ნაცვალაძე 17.08.2015
გივი კარტოზიას სახელობის სპორტის სასახლეში მიმდინარე თბილისის თასის წლევანდელმა გათამაშებამ თავი მოუყარა ევრობასკეტ-2015-ის ფინალური ეტაპის ოთხ მონაწილეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარდა ასპარეზობაში მონაწილეობდნენ ბალტიისპირელები, ესტონეთისა და ლატვიის ეროვნული ნაკრებები, აგრთვე ნბა-ს ოთხი მოთამაშით მოასპარეზე იტალიის ეროვნული გუნდი.
|
მარი მგალობლიშვილი 15.08.2015
"მანჩესტერის" ყოფილმა მცველმა რიო ფერდინანდმა კლუბის ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა, სადაც ის "იუნაიტედში" განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრობს.
|
მარი მგალობლიშვილი 14.08.2015
თბილისის "დინამოს" 18 წლის განშორების შემდეგ ალექსანდრე იაშვილი დაუბრუნდა. 38 წლის ფეხბურთელმა თბილისურ კლუბში კარიერა 1993 წელს დაიწყო, მას შემდეგ რამდენიმე კლუბი შეიცვალა, მაგრამ ახლა ისევ მშობლიური "დინამოს" ღირსებას იცავს. როგორც იაშვილმა "დინამო ტვ"-ისთან ინტერვიუში განაცხადა, "დინამოში" თამაში ოცნების ტოლფასი იყო. გთავაზობთ, ალექსანდრე იაშვილის ინტერვიუს, რომელიც ბევრ სხვა საინტერესო ამბებსაც იხსენებს.
|
მამუკა ნაცვალაძე 13.08.2015
ის, რაც გულშემატკივარმა 2015 წლის 11 აგვისტოს ბორის პაიჭაძის დინამო არენაზე იხილა, სამარადისოდ შემორჩება ჩვენი ქალაქის ისტორიას - ეს იყო ულამაზესი საფეხბურთო სპექტაკლი დასავლეთიბერიალთა მონაწილეობით. უეფას სუპერფინალში ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი კატალონიური "ბარსელონა" ევროპა ლიგის გამარჯვებულ ანდალუზიურ "სევილიას" დაუპირისპირდა.
|
მამუკა ნაცვალაძე 12.08.2015
14 აგვისტოს სტარტს აიღებს თბილისის მერიის თასი-2015, სადაც საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებთან ერთად ლატვიის, ესტონეთისა და იტალიის ნაკრებები იასპარეზებენ.
|
მარი მგალობლიშვილი 11.08.2015
თბილისი დღეს ევროპის ერთ-ერთ დიდ ტურნირს - სუპერთასის ფინალს უმასპინძლებს, სადაც ერთმანეთს "ბარსელონა" და "სევილია" დაუპირსპირდებიან". შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება. ცნობილია, რომ კატალონიელებს სუპერთასზე ვერ დაეხმარება გუნდის ლიდერი ნეიმარი.
|
მამუკა ნაცვალაძე 10.08.2015
ხვალ "ბორის პაიჭაძეზე" საუკუნის მატჩია - უეფას სუპერთასზე ერთმანეთს შეერკინებიან ესპანური კლუბები "ბარსელონა" და "სევილია". ამ შეხვედრისათვის საგანგებოდ მოემზადა "დინამო-არენა", სადაც განახლდა ინდივიდუალური სკამები, პრესლოჟა, ტაბლო.
|