მარი მგალობლიშვილი 08.08.2015
"მანჩესტერ იუნაიტედი" საზაფხულო სატრანსფერო ბაზარზე საკმაოდ აქტიურია. "წითელი ეშმაკუნები" მარტო გაძლიერებით არ არის დაკავებული. ინგლისურმა კლუბმა არგენტინელი ფეხბურთელი ანხელ დი მარია პსჟ-ში 44 მილიონ ფუნტად გაყიდა. დი მარიამ ფრანგულ კლუბთან 2019 წლამდე გააფორმა კონტრაქტი.
|
მარი მგალობლიშვილი 07.08.2015
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მცველმა მალხაზ ასათიანმა კარიერა ქუთაისის "ტორპედოში" დაიწყო. დსთ-ს ტურნირში, სადაც ქუთათურები ასპარეზობდნენ, მოსკოვის "ლოკომოტივის" ხელმძღვანელობამ შენიშნა და ასათიანმაც კარიერა რუსეთის დედაქალაქში გააგრძელა. "ლოკომოტივში" ქართველმა ფეხბურთელმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი მალევე დაიმკვიდრა და გუნდის ლიდერიც გახდა. თუმცა ასათიანის კარიერა ისე არ წარიმართა, როგორსაც უწინასწარმეტყველებდნენ. დღეს 34 წლის ფეხბურთელი საქართველოშია და როგორც "რსპორტთან" ინტერვიუში განაცხადა, ისვენებს და ტკბება მოგზაურობით.
|
მამუკა ნაცვალაძე 06.08.2015
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები სლოვენიის დაბა პოდჩერტეკში "ტერმე ოლიმიას" სპორტულ კომპლექსში საწვრთნელ შეკრებას გადის. "ჯვაროსნები" სრული შემადგენლობით ემზადებიან.
|
მამუკა ნაცვალაძე 05.08.2015
დღეს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საწვრთნელ შეკრებაზე პოლონეთში გაემგზავრა, სადაც 10 დღის განმავლობაში კრეოთერაპიის დახმარებით განაგრძობს მზადებას.
|
მარი მგალობლიშვილი 04.08.2015
ინგლისში 2015/16 წლების სეზონი სუპერთასის ფინალით გაიხსნა, სადაც ერთმანეთს "არსენალი" და "ჩელსი" დაუპირისპირდნენ. ასოციაციის თასის მფლობელმა ლონდონის "არსენალმა" პრემიერლიგის გამარჯვებული თანაქალაქელი "ჩელსი" მინიმალური სხვაობით დაამარცხა.
|
მამუკა ნაცვალაძე 03.08.2015
ანდრეას პირლოს ამერიკული ოდისეა ყვითელი ბარათით დაიწყო. ტურინის "იუვენტუსის" ლეგენდამ, რომელიც რამდენიმე ხნის წინ "ნიუ იორკ სითიში" გადავიდა, სადებიუტო მატჩი ითამაშა. იტალიელის გუნდმა "ორლანდო სიტი" დაამარცხა 5:3, სადაც პირლოს "მილანელი" თანაგუნდელი კაკა ასპარეზობს. ანდრეა 56-წუთზე შევიდა მოედანზე, 88-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი დაიმსახურა.
|
მარი მგალობლიშვილი 01.08.2015
დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" ფეხბურთელი სანდრო კობახიძე "ვოლინში" იჯარით თამაშობს, მაგრამ შესაძლოა, მალევე "დნიპროში" დაბრუნდეს. ქართველმა ფეხბურთელმა უკრაინულ გამომცემლობა "მატჩდეის" ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ის "დნიპროში" მის შესაძლო დაბრუნებაზე და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
|
მარი მგალობლიშვილი 31.07.2015
საქართველოს ნაკრების, კიევური "დინამოსა" და "არსენალის", ასევე დონეცკის "მეტალურგის" ყოფილი თავდამსხმელი გიორგი დემეტრაძე უკრაინულ გამოცემა "მატჩდეისთან" ინტერვიუში განვლილ კარიერას იხსენებს.
|
მამუკა ნაცვალაძე 30.07.2015
მიუნხენის "ბაიერნმა" ოფიციალურად წარადგინა გუნდის ახალწვეული, ჩილეს ნაკრების ნახევარმცველი არტურო ვიდალი, რომელიც ბუნდესგრანდმა ტურინის "იუვენტუსისგან" 35 მილიონ ევროდ იყიდა. კლუბის სპორტულმა დირექტორმა მატიას ზამერმა ვიდალს 23 ნომრიანი მაისურა გადასცა.
|
მარი მგალობლიშვილი 29.07.2015
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებისთვის ემზადება. უკვე ჩამოყალიბებული აქვს წინასაარჩევნო პროგრამა, რომელითაც იხელმძღვანელებს.
|
მამუკა ნაცვალაძე 28.07.2015
ორიოდ თვეც და საკალათბურთო სამყარო თვალსასეირო ზეიმის მონაწილე გახდება - ევრობასკეტ-2105, რომელსაც პირველ ეტაპზე 4 ქვეყანა უმასპინძლებს, საქართველოს ეროვნული ნაკრებისათვის ზედიზედ მესამე ჩემპიონატი იქნება.
|
მამუკა ნაცვალაძე 27.07.2015
გაირკვა საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეთა ვინაობა 2018 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე - სანკტ-პეტერბურგში გამართულ წილსყრაზე ფორტუნამ მართლაც რომ გადმოხედა საქართველოს ნაკრებს - მეექვსე კალათაში განთესილს ის გუნდები შეხვდა, რომელთაგანაც არცერთი არ მიეკუთვნება გრანდების კოჰორტას.
|