მარი მგალობლიშვილი
05.09.2015

 ყოფილი ფეხბურთელი გივი კვარაცხელია ერთ-ერთი მათგანია, ვინც ლევან კობიაშვილს მხარს ღიად უჭერს და დარწმუნებულია, რომ სფფ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ის გაიმარჯვებს. გივი იმ დროსაც იქ იმყოფებოი, როდესაც კობიაშვილი სფფ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში დარეგისტრირდა.

მამუკა ნაცვალაძე
04.09.2015

 ხვალ სტარტს აიღებს ევრობასკეტ-2015-ის ფინალური ეტაპი. საქართველოს ნაკრები ს ჯგუფში მოხვდა, რომელსაც ზაგრები უმასპინძლებს. დანარჩენი სამი ჯგუფის თამაშები ბერლინში, რიგასა და მონპელიეში ჩატარდება.

მარი მგალობლიშვილი
03.09.2015

 საქართველოს ფეხბურთის ფედერაცის საპრეზიდენტო არჩევნების ციებ-ცხელების პარალელურად, ეროვნული ნაკრები ევროპის 2016 წლის შესარჩევი ეტაპის მატჩისთვის შოტლანდიისთან და ირლანდიისთვის ემზადება. კახა ცხადაძემ 4 სექტემბერს შოტლანდიასთან გასამართი შეხვედრისთვის უკვე დაასახელა 24 ფეხბურთელი. თუმცა, ნაკრებს ტრავმის გამო სანდრო კობახიძე დააკლდა - იგი ვერც 4 სექტემბერს შოტლანდიის წინააღმდეგ და ვერც 7 სექტემბერს ირლანდიის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

მარი მგალობლიშვილი
02.09.2015

 საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო კანდიდატად ლევან კობიაშვილი ოფიციალურად ჩაერთო - ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ოფიციალურად დარეგისტრირდა. სფფ-ის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი - რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია იბრძოლებენ. სამივე კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიაშია ჩაფლული, შეხვედრებს მართავენ და თავიანთ პროგრამებს აცნობენ.

მარი მგალობლიშვილი
01.09.2015

 "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულის, ბასტიან შვაინშტაიგერის დებიუტი უკვე შედგა. დებიუტის შემდეგ გერმანელმა ფეხბურთელმა კლუბის ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა, სადაც ის "ოლდ ტრაფორდზე" თამაშზე საუბრობს.

მამუკა ნაცვალაძე
31.08.2015

 მსოფლიო თასისთვის ცხრაკვირიანი მზადების თავზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა პირველი საკონტროლო მატჩი გამართა. მილტონ ჰეიგის გუნდის მეტოქე ინგლისის "ავივა პრემიერშიპის" "ნიუკასლ ფალქონზი" გახლდათ. მატჩი, რომელშიც შეკრებაზე მყოფმა ყველა მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა, მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა 27:7

მამუკა ნაცვალაძე
29.08.2015

 "ბორჯღალოსნები" მსოფლიო თასის სამზადისის ბოლო ეტაპს ინგლისში, სარის სპორტულ ცენტრში გადიან. შეკრებაზე გუნდი მთლიანად სარაგბო ელემენტების დახვეწაზე გადავიდა. ჩვენი ნაკრები დღეში რამდენიმე ვარჯიშს მართავს. სამწვრთნელო შტაბის განცხადებით, მოთამაშეები კარგ ფორმაში არიან.

მარი მგალობლიშვილი
28.08.2015

 საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ერთ-ერთმა კანდიდატმა მამუკა კვარაცხელიამ წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო. უეფას მედია-ოფიცერი პირველი იყო, რომელმაც თავისი კანდიდატურა დაარეგისტრირა.

მამუკა ნაცვალაძე
27.08.2015

 ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბრაზილიელმა ვილიანმა "ჩელსის" მაისურა მოირგო. მან არა მარტო ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი, არამედ პირველივე წელს პრემიერლიგა და ინგლისის ლიგის თასიც მოიგო.

მამუკა ნაცვალაძე
26.08.2015

 სულ ათიოდე დღე რჩება ევრობასკეტ-2015-ის დაწყებამდე. ოთხ ჯგუფად გადანაწილებული 24 გუნდი სხვადასხვა ქვეყანაში იასპარეზებს. ჯგუფის მასპინძლობის პატივი ხორვატიას ერგო, სადაც საქართველოს ნაკრებთან ერთად გამოვლენ მასპინძლები - ხორვატები, ჰოლანდიელები, ბერძნები, მაკედონიელები და სლოვენიელები.

მარი მგალობლიშვილი
25.08.2015

 საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გოგა გახოკიძე ფედერაციის მოახლოვებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით "რეზონანსთან" ინტერვიუში საუბრობს. როგორც გახოკიძემ განაცხადა, გაიმარჯვებს ღირსეული კანდიდატი და არ ასახელებს, თუ ვის უჭერს მხარს. თუმცა, ყოფილი ფეხბურთელი კანდიდატებს სათითაოდ ახასიათებს და რჩევებსაც აძლევს.

მარი მგალობლიშვილი
24.08.2015

 მადრიდის "რეალმა" კიდევ ერთ ფეხბურთელთან გაახანგრძლივა კონტრაქტი. პორტუგალიელი პეპე "სამეფო კლუბში" 2017 წლამდე დარჩება. ხელშეკრულების მოწერის დასრულების შემდეგ, პეპე ჟურნალისტების წინ წარსდგა. როგორც ფეხბურთელმა განაცხადა ბედნიერია, რომ "რეალში" დარჩა, რადგან "სამეფო კლუბის" მიმართ დიდი სიყვარული აქვს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×