ელზა პაპოშვილი
22.05.2015

 "6 წლამდე ასაკის ბავშვის ფსიქიკის ჩამოყალიბებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება და სახიფათო და მნიშვნელოვანია სამომავლოდ ამ ასაკამდე მისი პიროვნება როგორ ვითარდება.

ია აბულაშვილი
22.05.2015

 "სამი წელი დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობა უფრო ძლიერი იყო თავისი განცდის ინტენსიურობით, ვიდრე ჩვენი მონობის ასი წელი" - წერდა კონსტანტინე გამსახურდია. მართლაც რა იყო ქართველებისთვის ეს დღე და როგორ აღნიშნა პირველად საქართველოს მოსახლეობამ 26 მაისი, ამის შესახებ გვინდა რამდენიმე ისტორიული ფაქტი შევახსენოთ ჩვენს მკითხველს დღევანდელ სტატიაში.

იაგო ნაცვლიშვილი
22.05.2015

 "თუ ევროკავშირი ჩვენი პარტნიორია და რეალური დახმარება უნდა, მაშინ მის წინაშე უნდა დავსვათ ისეთი საკითხები, რომელიც ჩვენთვის სამკვდრო-სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, ეს არის პირდაპირი ინვესტიციები ეკონომიკის რეალურ სექტორში.

ზურაბ მაჭარაძე, (ბრიუსელი)
21.05.2015

 "აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგის სამიტის წინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს, უკრაინის, ბელარუსისა და აზერბაიჯანის ოთხ მედიასაშუალებას, მათ შორის "რეზონანსს", გააცნო, თუ როგორ ხვდებიან მონაწილენი მნიშვნელოვან ღონისძიებას და როგორია მისი ხედვა ინიციატივის მომავლის შესახებ.

ეკატერინე ბასილაია
21.05.2015

 დღეს რიგაში ევროკავშირის სამიტი გაიხსნა, საიდანაც ისევ დიდი მხარდაჭერა და დიდი დაპირებები ისმის, თუმცა წინასწარი ცნობით, მხოლოდ შექება და დაპირებებს მოვისმენთ, რაიმე კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილება კი მიღებული არ იქნება - ოფიციალურად დოკუმენტში არც უვიზო მიმოსვლისა და არც ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის დაფიქსირება არ მოხდება და ამას უკვე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც აღიარებენ.

თიკო ოსმანოვა
21.05.2015

 "მომავალ წელს რომ საქართველო მაპს მიიღებს, ამის არანაირ მოლოდინს არ ვაჩენთ, მაგრამ ყოველდღიურად უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა ინტეგრაციის გზაზე, რომ შესაბამისი პოლიტიკური საკითხები დავაყენოთ და თუ ამას გაითვალისწინებენ, ძალიან კარგი იქნება," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.

იაგო ნაცვლიშვილი
21.05.2015

 "ინფორმაცია, თითქოს ეს კარასინის ახალი თანამდებობაა, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს პოსტი გულისხმობს იმას, რომ კარასინი დსთ-ს სივრცესა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან ურთიერთობას კურირებს. ამ საკითხებზე პრეზიდენტის დავალებით მუშაობს, ამიტომ როდესაც რუსეთის დუმაში რაიმე დოკუმენტი შედის რატიფიცირებისათვის, ამ დოკუმენტებს კარასინი წარადგენს. ასე იყო შარშანაც, როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთთან გაფორმდა ე.წ. სამეკავშირეო ხელშეკრულება. ჩვენი დამოკიდებულება ამ "ხელშეკრულებების" მიმართ ცნობილია, ესაა აბსოლუტურად უკანონო დოკუმენტები," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე.

თაკო მათეშვილი
21.05.2015

 საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ "ფსიქო პროექტის" დამფუძნებელი, ფსიქოლოგი და სოციოლოგი ზურაბ ბიგვავა საქართველოში პროფესიონალ მკვლევართა ასოციაციის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოდის, რომლის მიზანიც ჩატარებული კვლევების შემოწმება და საეჭვო თუ სადავო საკითხების დადგენა იქნება. ისინი დადებენ დასკვნას, თუ რამდენად სწორი მეთოდით ჩატარა ესა თუ ის კვლევა და შესაბამისად, რამდენად სანდოა ის. ამბობს, რომ მსგავსი ასოციაციები ევროპაში დიდი ხანია, არსებობს.

მარი ჩიტაია
21.05.2015

 საქართველოს სოფლის მეურნეობა ახალი გამოწვევის წინ აღმოჩნდა. დიდია ალბათობა, რომ ეკოლოგიურად სუფთა სოიოს მოყვანის ნაცვლად, ქვეყანა გენმოდიფიცირებული პროდუქტის მწარმოებელი გახდეს. ასეთი საფრთხე დიდი რაოდენობით გენმოდიფიცირებული სოიოს თესლის იმპორტმა შექმნა.

ია აბულაშვილი
21.05.2015

"მავანმა და მავანმა დაიბრიყვეს ქალაქის მერი, რადგან იგი ინტელიგენტი ადამიანია და არ შეუძლია ისე ებრძოლოს კრიტიკოსებს, როგორც მას ებრძვიან," - აცხადებს დავით ნარმანიას 15-კაციანი მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელი, მწერალი რევაზ მიშველაძე.

ვასო კაპანაძე
21.05.2015

 სტოკჰოლმი-თბილისი

შვედეთის სამეფოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ზრუნვა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ინტეგრირება სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. 2030 წლისთვის სტოკჰოლმი შესაძლოა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და ხელმისაწვდომ დედაქალაქად იქცეს ყველასთვის, განურჩევლად სოციალური თუ ფიზიკური ბარიერისა.

სალომე სარიშვილი
21.05.2015

დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე იმ დაავადებების რისკზე საუბრობს, რომელიც ზაფხულის სეზონს ახლავს თან. მისი თქმით, სიცხესთან ერთად ხშირია პარაზიტებითა და მწერების კბენით გამოწვეული დაავადების საშიშრობა, ამიტომ იმნაძე მოსახლეობას სიფრთხილისა და დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს. როგორც მან "რეზონანსს" უთხრა, ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ყირიმ-კონგოს ცხელების საშიშროებაა მოსალოდნელი, რომელიც უშუალოდ ტკიპებთან კონტაქტითა და კბენით ჩნდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×