ეკატერინე ბასილაია 01.06.2015
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა დათმო. მიხეილ სააკაშვილს ქართული პასპორტის უკრაინულით ჩანაცვლება ოდესის ოლქის გუბერნატორის სავარძლის მიღებისათვის მოუწია და ყოფილმა პრეზიდენტმა იურიდიულად არა მარტო ქართულ პასპორტზე, არამედ ქართულ პოლიტიკაში აქტიურობაზეც განაცხადა უარი.
|
რუსა მაჩაიძე 01.06.2015
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მესამე ვეტოსთვის ემზადება და, როგორც ჩანს, ახლა გაცილებით ადვილად შეძლებს საკუთარი პოზიციების დაცვას. საუბარია ეროვნული ბანკისთვის საზედამხედველო ფუნქციის ჩამორთმევასა და მთავრობის ხელში გადასვლაზე, რასაც პრეზიდენტი კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
|
თიკო ოსმანოვა 01.06.2015
"რესპუბლიკური" პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მომხრეა. მისი თქმით, პროპორციული არჩევნებით პარლამენტში მანდატები სამართლიანად გადანაწილდება, რის შემდეგადაც მრავალპარტიულ და დემოკრატიულ საკანონმდებლო ორგანოს მივიღებთ. ამიტომ, ზურაბიშვილის თქმით, იგი მმართველ კოალაციაში შემავალი სუბიექტების დარწმუნებას ყველანიარად შეეცდება.
|
იაგო ნაცვლიშვილი 01.06.2015
ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს ოდესის გუბერნატორის თანამდებობაზე რაიმე კარგის გაკეთების პოტენციალი არ აქვს. მისივე თქმით, სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობაზე პრაქტიკულად უარის თქმით სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგანაც საქართველოში მას პოლიტიკური მომავალი არ ჰქონდა.
|
თეა ბეჟიტაშვილი 01.06.2015
პარლამენტში მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შესახებ დარეგისტრირებული კანონპროექტის ბიუროს სხდომაზე განხილვა დღეს არის ჩანიშნული. კანონპროექტის, რომლის ავტორი დეპუტატი გოგა ხაჩიძეა, მარიხუანას (გამომშრალი, ნედლი), კანაფისა და კანაფის ფისის მცირე ოდენობით, გასაღების გარეშე მოხმარება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას აღარ გამოიწვევს.
|
თიკო ოსმანოვა 30.05.2015
ავიარეისების შემდეგ რუსული კომპანიები საქართველოს კრინიგზითაც ინტერესდებიან. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საუბარია ჩვენი რკინიგზის სატრანზიტო დერეფნის გამოყენებაზე ტვირთების გადასაზიდად. რაც შეეხება სამგზავროს, აბაშიძის თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას და არც უახლოეს პერსპექტივაში განიხილება.
|
იაგო ნაცვლიშვილი 30.05.2015
ნატოს გაფართოების პოლიტიკა გრძელდება, - ამის შესახებ გუშინ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ისაუბრა. მან დაასახელა კონკრეტული ქვეყანა, რომელიც ალიანსის გაფართოების შემდეგ ეტაპზე პრიორიტეტული იქნება. ეს ქვეყანა მონტენეგროა, რომლის შესახებაც ალიანსმა გადაწყვეტილება წლის ბოლომდე უნდა მიიღოს.
|
ია აბულაშვილი 30.05.2015
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს" და ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში გადავა. მაგრამ პრეზიდენტის ადმინიტრაციის განცხადებით, პრეზიდენტის პოზიცია უცვლელია და მარგველაშვილი შენობის დატოვებას არ აპირებს.
|
თეა ბეჟიტაშვილი 30.05.2015
"ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენი დელეგაციიდან მინისტრად დანიშვნის გამო თინა ხიდაშელი გავიდა. ამიტომ ჩვენი კვოტა შესავსები იყო, მივიღეთ დადგენილება, რომლის მიხედვითაც ევროსაბჭოს დელეგაციაში მე შევედი. ბატონი დავითი ჩემს სართულზე ზის, უბრალოდ შემოვიდა და აღნიშნულ დელეგაციასთან დაკავშირებით სრულიად ტექნიკურ საკითხებზე ვისაუბრეთ, თუ შეიძლება ამას საერთოდ საუბარი ეწოდოს. სულ რამდენიმე წუთით. პარლამენტი საჯაროა, დავით ბაქრაძესთან საიდუმლო შეხვედრა რომ მდომოდა, არასაჯარო სივრცეში შევხვდებოდი", - ამბობს "რეზონანსთან" საუბარისას პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მის გუშინდელ შეხვედრაზე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერთან.
|
ელზა პაპოშვილი 30.05.2015
ეთნიკურად ქისტი, პანკისელი ზელიმხან ხანგოშვილი თბილისში, მირზა გელოვანის ქუჩაზე სახლიდან გამოსვლისას დაჭრეს. მისი ახლობლების ინფორმაციით, ხანგოშვილი მანქანაში ჯდებოდა, რა დროსაც მას უცნობმა პირმა მოძრავი ავტომობილიდან ცეცხლი გაუხსნა. თავდამსხმელმა სულ 8 გასროლა მოახდინა, საიდანაც 4 ტყვია ხანგოშვილს ხელსა და ფეხის არეში მოხვდა.
|
იაგო ნაცვლიშვილი 29.05.2015
"თავისუფალი დემოკრატები" "ნაციონალებთან" და ყოფილ "ნაციონალებთან" პარტიულ თანამშრომლობას გამორიცხავენ. ისინი მხოლოდ თემატურ საკითხებზე საკანონმდებლო ორგანოში ითანამშრომლებენ, - ამის შესახებ "რეზონანსთან" ინტერვიუში პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ალასანიამ ისაუბრა.
|
ელზა პაპოშვილი 29.05.2015
დედაქალაქსა და მის შემოგარენში ხეები მასიურად ხმება - სპეციალისტების აზრით, თბილისი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა. განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა აღმაშენებლის ხეივანში, ვაშლიჯვრის, ნუცუბიძის ფერდობებზე, კუს ტბის, ლისის ტბის მიდამოებში, ვაკე-საბურთალოს ახალ გზებზე და მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზეა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|