თაკო მათეშვილი
27.05.2015

 "მშენებლობის შეჩერების უფლება არ გვაქვს, რადგან ქალაქი უნდა განვითარდეს," - აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე იმ მშენებლობების კომენტირებისას, რომლებიც, ერთი მხრივ, თბილისის იერსახეს აშკარად ამახინჯებენ, მეორე მხრივ, როგორც ამბობს, ფორმალურად კანონიერად მიმდინარეობს.

ეკატერინე ბასილაია
27.05.2015

 წნეხი, ივანიშვილისაგან მიცემული დიდი ფული თუ პარტიის სამომავლო განვითარებაზე ვერშეთანხმება - ეს არის ვერსიები იმაზე, თუ რა გახდა "ნაციონალური მოძრაობიდან" 4 დეპუტატის და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ლიდერის, პარტიის აღმასრულებელი დირექტორის, ზურაბ ჯაფარიძის წასვლის მიზეზი.

ელზა პაპოშვილი
27.05.2015

 "ახალი მემარჯვენეების" გენერალურმა მდივანმა "რეზონანსთან" ინტერვიუში საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე და მასში არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა. მამუკა კაციტაძის თქმით, არსებითად უნდა შეიცვალოს როგორც საარჩევნო კოდექსი, ასევე საარჩევნო სისტემა, რომლის ყველაზე თვალსაჩინო ნაკლად მაჟორიტარული არჩევნების წესს ასახელებს.

თიკო ოსმანოვა
27.05.2015

 საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ცენტრმა "დელტამ" 15 ახალ ნაწარმთან ერთად საკუთარი წარმოების დამრტყმელ-სადაზვერვო უპილოტო ვერტმფრენის საცდელი ნიმუშიც გამოფინა.

ელზა პაპოშვილი
27.05.2015

 ორშაბათს ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხში ეჭვიანობის ნიადაგზე 36 წლის მამაკაცმა ცოლი მოკლა. ნასვამმა ქმარმა 33 წლის ირა ფ.ს ყელი საკუთარი სახლის ეზოში გამოსჭრა, რის შემდეგაც პოლიციაში დარეკა და საკუთარი ნებით ჩაბარდა.

სალომე სარიშვილი
27.05.2015

 "ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ძალიან გამოცდილი ადამიანები მუშაობენ, რომელთაც ცენტრის ისტორია თავისი ღირებულებით ჩვენამდე მოიტანეს, ამიტომ არავითარ საკადრო ცვლილებებს არ ვგეგმავ. მითუმეტეს ძველი თაობის წარმომადგენლების გაშვება საერთოდ აბსურდია, ასეთ შემთხვევაში ცენტრი აუცილებლად გაჩერდება და მუშაობას ვერ შეძლებს," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალი დირექტორი, ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე.

ეკატერინე ბასილაია
26.05.2015

 "ნაციონალურ მოძრაობაში" განხეთქილებაა, პარტიას 4 დეპუტატი ტოვებს, მათ შორის აღმასრულებელი მდივანი ზურაბ ჯაფარიძე და საპარლამენტო უმცირესობაც უფრო და უფრო მცირდება.

თაკო მათეშვილი
26.05.2015

თავშესაფრის პოლიტიკა, ტრეფიკინგთან გამკლავება. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ნარკოპოლიტიკის შემუშავება - ესაა ის ძირითადი საკითხები, რისი შესრულებაც ხელისუფლებამ 2015 წლის 15 დეკემბრამდე, ანუ საქართველოსა და უკრაინის მიღწევების ევროკომისიის მხრიდან ხელახლა შეფასებამდე უნდა შეძლოს.

იაგო ნაცვლიშვილი
26.05.2015

 "შესაძლოა, ვიზალიბერალიზაციის საკითხი საკამათო იყოს, გადაწყდებოდა თუ არა ეს ამ სამიტზე ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამოც. მაგრამ ის, რომ განზრახულობათა ოქმსა და შემდგომ პერსპექტივაში ბევრად მეტი კონკრეტიკის გაჩენა შესაძლებელი იყო, ნათელია.

ელზა წიკლაური
26.05.2015

მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მდიდარი მოსახლეობის 10%, ღარიბი მოსახლეობის 10%-თან შედარებით, 9,6-ჯერ მეტს გამოიმუშავებს, ამერიკაში ეს მაჩვენებელი 13-ჯერ მეტია, საქართველოში კი მდიდრების შემოსავალი ღარიბების შემოსავალზე 20-ჯერ მეტია. უთანასწორობის მაჩვენებლით კი ევროპულ დონეს 2-ჯერ და მეტჯერაც ვუსწრებთ. მიუხედავად არაერთი სოციალური პროგრამისა, ქვეყანაში სიღარიბის დაძლევა და უთანასწორობის მაღალი დონის შემცირება ისევ ვერ ხერხდება.

იაგო ნაცვლიშვილი
25.05.2015

 "აშშ-დან ჩამოვედი ძალიან სამწუხარო ინფორმაციით. ამერიკიდან ყველაზე მთავარი გზავნილი ისაა, რომ საქართველო კაპიტოლიუმის რადარებიდან გამქრალია. მეორე გზავნილი კი ის იყო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ყველა ხიდი დაეწვა კაპიტოლიუმზე მოსახვედრად, იქ, სადაც საქართველოს ჰყავდა გავლენიანი მეგობრები. ვგულისხმობ სენატორებსა და კონგრესმენებს," - უთხრა "მთელ კვირას" ევროპასთან ინტეგრაციის ექსმინისტრმა, "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა.

ლიკა ამირაშვილი
25.05.2015

 პედაგოგთა კარიერული ზრდის ახალი სქემის მიხედვით, მათი შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი გაკვეთილის ვიდეოგადაღების შეფასებას დაეფუძნება. ვიდეოგადაღების ერთადრეთი მიზანი მასწავლებელთა პრაქტიკული უნარების განსაზღვრაა. ამას გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველჰყოფს.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×